⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.05.2011)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.08.2007
ძალის დაკარგვა 30.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №734
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.802
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 11/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,419 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.08.2007 მიღება
30.05.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:9.5pt .75in 44.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.802 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №734 2007 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანდართული წესდება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №536 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №758 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. 2. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 3. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით. 4. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, 0160, გოთუას ქ. №3.     მუხლი 2🔗. ინსტიტუტის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები 1. ინსტიტუტის ფუნქციონირების მიზნებია: ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ექსპერიმენტული კვლევა  ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ინფექციური იმუნოლოგიის დარგში; ბ) მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრები, პროფესიული დახმარება გაუწიოს საქართველოს საგანმანათლებლო, სამედიცინო, ვეტერინარული, სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პროფილის ორგანიზაციებს, ასევე საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს; გ) ჩაატაროს სამეცნიერო-პრაქტიკული   მიმართულების სამუშაოები, აწარმოოს ბიოლოგიური პრეპარატები  სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით. 2. ინსტიტუტის სპეციფიკური ამოცანები და ფუნქციებია: ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის მეცნიერული კვლევა ბაქტერიოფაგიის და ფაგოთერაპიის დარგში; ბ) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის მეცნიერული კვლევა სამედიცინო, ვეტერინარული, გარემოსდაცვითი და სასოფლო-სამეურნეო მიკრობიოლოგიის  სხვადასხვა მიმართულებით; გ) საქართველოში, კავკასიის რეგიონში და  მოსაზღვრე ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში  გავრცელებულ ინფექციურ დააავადებებთან ბრძოლის სამეცნიერო საფუძვლის უზრუნველყოფა; დ) ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების სადიაგნოსტიკო,  სამკურნალო და პროფილაქტიკური პრეპარატების შექმნა, წარმოება და პრაქტიკაში  დანერგვა; ე)  ბატერიოფაგების, აგრეთვე, ბაქტერიული შტამების და ვირუსების კოლექციის შექმნა და ფუნქციონირება, გარდა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევებისა; ვ) ინფექციური დაავადებების გამოწვევების საწინააღმდეგო ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების ეფექტურობის, უსაფრთხოების და   ვარგისიანობის შემოწმება; ზ) საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გავრცელებულ ინფექციურ დაავადებათა შესახებ დაგროვილი სამეცნიერო ცოდნისა და მიღებული ინფორმაციის  ანალიზის საფუძველზე შესაბამისი  რეკომენდაციების მიწოდება სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის; თ) სახელმწიფო უსაფრთხოების პროგრამების, მათ შორის, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მიღება; ი) საშიშ ინფექციებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ბიოლოგიური პრეპარატების სტრატეგიული რეზერვის შექმნის უზრუნველყოფა საგანგებო სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო და მიზნობრივი პროგრამების, პროექტებისა და ტექნოლოგიების შემუშავებასა და ექსპერტიზაში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე; ლ) ინფექციური დაავადებების გამომწვევებისა და  მათი საწინააღმდეგო ბიოლოგიური საშუალებების კვლევისა და  წარმოების, ბიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; მ) ინსტიტუტის თანამშრომელთა და ამავე პროფილის სხვა სპეციალისტთა ცოდნის და შემოქმედებითი უნარის ამაღლება; უმაღლესი პროფესიული და აკადემიური ხარისხის მიღებისათვის ხელშეწყობა მიკრობიოლოგიის და ბიოლოგიის/მედიცინის დარგში; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა  ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, ასევე სხვა ქვეყნებსა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სადიაგნოსტიკო და  სამკურნალო-საკონსულტაციო დახმარება ინფექციური სნეულებებით დაავადებული პირებისათვის; პ) საკვებისა და წყლის მიკრობილოგიური ხარისხის შემოწმება და მეცნიერული კვლევის საფუძველზე ხარისხის გაუმჯობესების რეკომენდაციების მიწოდება სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორისათვის; ჟ) სამეცნიერო ფორუმების (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა)  ორგანიზაცია-გამართვა და მონაწილეობის მიღება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; რ) საგამომცემლო საქმიანობის (ჟურნალის, ბუკლეტების, ბიულეტენების შედგენა-ბეჭდვა) განხორცილება; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტის  სტრუქტურული ორაგანიზაციის  შემუშავება და/ან შეცვლა, დახვეწა, ასევე ინსტიტუტის სტრუქტურული ქვედანაყოფების  მუშაობის ორგანიზაცია, კოორდინაცია და კონტროლი. 3. ინსტიტუტი უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს (იყოს პარტნიორი) სამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც აწარმოებენ ახალ ბაქტერიულ და ბაქტერიოფაგურ პრეპარატებს, ატარებენ ბაქტერიოლოგიურ და სხვა სახის ანალიზებს, ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ისეთ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუტის სპეციფიკასთან. თავი II ინსტიტუტის მართვა     მუხლი 3🔗. ინსტიტუტის მართვის ორგანოები  და სტრუქტურა 1. ინსტიტუტის მეცნიერების საერთო კრების მიერ ირჩევა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობდან არჩეული თავმჯდომარე. 3. ინსტიტუტის ოპერატიული მართვის და მესამე პირებთან წარმომადგენლობის მიზნით ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევა ინსტიტუტის დირექტორი.     მუხლი 4🔗. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წარმოადგენს ინსტიტუტის მეცნიერთა წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის  მართვისა და განვითარების სტრატეგიას, პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ მხოლოდ ინსტიტუტის მეცნიერები. 3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება იყვნენ ინსტიტუტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირები. 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აირჩევა ხუთი წლის ვადით. 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოვალეობებს განეკუთვნება: ა) სამეცნიერო-კვლევითი საქმინობის კოორდინაცია და კონტროლი; ბ) ინსტიტუტის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების  დებულების დამტკიცება; გ) ინსტიტუტის საშტატო განრიგის დამტკიცება; დ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების არჩევა და     დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) კონკურსების ვადებისა და პირობების დადგენა; ვ) საკონკურსო კომისიების შექმნა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება; ზ) ინსტიტუტის შინაგანაწესის დამტკიცება; თ) კანონმდებლობის შესაბამისად ინსტიტუტის ფინანსური სახსრების განკარგვის წესისა და პირობების დადგენა; ი) კანონმდებლობით და ამ წესდებით განსაზღვრული წესით დირექტორის არჩევა ან უფლებამოსილების შეწყვეტა; კ) კონტაქტების განვითარება საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან; ლ) ხელშეკრულებების დადების თაობაზე დირექტორისათვის წინადადებების მიწოდება; მ) გადაწყვეტილების მიღება სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნებაზე.     მუხლი 5🔗. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე 1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საბჭოს შემადგენლობიდან აირჩევა მისი თავმჯდომარე. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა ხდება საბჭოს უფლებამოსილების ვადით და თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება ამ ვადის გასვლისთანავე. 3. პირი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს რამდენიმეჯერ. 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ის მეცნიერი, რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხი. 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს და თავმჯდომარეობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას. 6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ არის ინსტიტუტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი და მას არ შეიძლება ინსტიტუტში პარალელურად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა. 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩეს ორი კვირის ვადაში. 8. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება: ა) პირადი სურვილით; ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; ე) გარდაცვალებისას; ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.     მუხლი 6🔗. ინსტიტუტის დირექტორი 1. ინსტიტუტის საქმიანობის ოპერატიული მართვის მიზნით სამეცნიერო საბჭო ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც ახორციელებს ინსტიტუტის მართვას და წარმომადგენლობას. 2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. 3. ინსტიტუტის დირექტორი აირჩევა 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ. 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა ხდება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ღია კონკურსის წესით, ხოლო მისი ვადამდე განთავისუფლება შეიძლება საბჭოს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით. 5. ამ წესდების და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის შესაბამისად დირექტორი: ა) წარმოადგენს ინსტიტუტს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) ინსტიტუტის სახელით და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წინადადებით დებს გარიგებებს; გ) სამუშაოდ იღებს და ანთავისუფლებს ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციულ  და დამხმარე პერსონალს (მეცნიერებთან შრომითი ხელშეკრულების დადებისას საკითხს უთანხმებს ინსტიტუტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს); დ) უზრუნველყოფს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზუსტ და დროულ აღსრულებას; ე) ვალდებულია წარუდგინოს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ინფორმაცია გაწეული საქმიანობისა და ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველი კვარტალის  ბოლოს ან მოთხოვნისთანავე; ვ) ვალდებულია ინსტიტუტის საქმეები წარმართოს კანონის, ამ წესდების და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. დირექტორი ვალდებულია მხოლოდ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თანხმობით განახორციელოს ის საქმეები, რაც ამ უკანასკნელის კომპეტენციაში შედის და საჭიროებს წინასწარ თანხმობას. თანხმობა მიიღება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით; ზ) ფინანსური ხასითის პრობლემების შექმნისას, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არსებული მდგომარეობა; თ) ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს; ი) აცხადებს ღია კონკურსებს ინსტიტუტის სამეცნიეროს საბჭოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად; კ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ლ) შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად; მ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან; ნ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს; ო) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; პ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები; ჟ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს დირექტორის არყოფნისას, თუ დირექტორის მიერ არ იქნება დანიშნული დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. თავი III ინსტიტუტის პერსონალი     მუხლი 7🔗. ინსტიტუტის პერსონალი 1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. 3. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება: ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა; გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა. 4. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ პესონალს მიეკუთვნება: ა) დირექტორი; ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები. 5. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ პირს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 6. ინსტიტუტის სამეცნიერო ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგით. 7. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.     მუხლი 8🔗. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. 2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.     მუხლი 9🔗. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად 1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. 2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. 4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.     მუხლი 10🔗. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი 1. სამეცნიერო და სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის  დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი. 3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი. თავი IV ინსტიტუტის ქონება და დაფინანსების წყაროები. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 11🔗. ინსტიტუტის ქონება 1. ინსტიტუტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ინსტიტუტის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, დადგენილი წესის თანახმად. 2. ინსტიტუტის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას, მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება; ვ) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 6. ინსტიტუტს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.     მუხლის 12. ინსტიტუტის დაფინანსება  1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 13🔗. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება,  შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 14🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტრო, რომელიც აწარმოებს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობათან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.     მუხლი 15🔗. წესდებაში ცვლელებების შეტანის წესი, ინსტიტუტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ინსტიტუტის წესდებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V გარდამავალი დებულებები     მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულება 1. ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2. ინსიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან არა უგვიანეს ერთი თვის  ვადაში. 3. სამეცნიერო საბჭომ დირექტორის არჩევა უზრუნველყოს არა უგვიანეს 1 თვისა.