ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.08.2007
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-131
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.010.803
გამოქვეყნების წყარო სსმ, 125, 06/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| ტარის 1 | 1 |
| 2-5 | 2 |
| 6-10 | 3 |
| 11-20 | 4 |
| 21-40 | 5 |
| 41-70 | 6 |
| 71-110 | 7 |
| 111-150 | 8 |
| 151-200 | 10 |
| 201-300 | 12 |
| 301-500 | 15 |
| 501-1000 | 20 |
| პესტიციდის დასახელება | მოქმედი ნივთიერების შემცველობა % |
| ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების გარეშე, არანაკლებ | ხარჯვის ნორმების გადაანგარიშებით განსაზღვრულ შემთხვევებში |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე პარტიაში ტარის ერთეულის რაოდენობა 01.01.2014
დოკუმენტის ტექსტი
ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:normal;}
h2 {margin-top:0in; margin-right:30.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 44.95pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:89.85pt 1.0in 89.85pt 1.0in;}
div.Section2 {page:Section2;}
@page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 30.35pt 26.95pt 28.35pt;}
div.Section3 {page:Section3;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.010.803
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-131
2007 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ
,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ბაზარზე განქთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების თანდართული წესი დანართებთან (№1-6) ერთად.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი
ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. წესები განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც აკონტროლებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, აგრეთვე იმ პირთათვის, რომლებიც პასუხს აგებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვა-განთავსებაზე და რეალიზაციაზე.
3. წინამდებარე წესებში მოცემულია წუნდების კრიტერიუმები, ნიმუშების აღების მეთოდები. ნაჩვენებია ხარისხის მაჩვენებლის დამოკიდებულება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფიზიკოქიმიურ თვისებებზე, ტარის მდგომარეობაზე, შენახვის რეჟიმებზე, ვადებზე და სხვა ფაქტორებზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
გამოყენებულ ტრემინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პარტია – ნებისმიერი რაოდენობის ერთგვაროვანი ხარისხისა და ერთი დასახელების პროდუქტი, გამოშვებული ერთი და იმავე საწარმოს მიერ, დაფასოების ერთი ტიპის, ერთნაირად მარკირებული, რომელსაც თან ერთვის ხარისხობრივი მაჩვენებლის ამსახველი ერთი დოკუმენტი;
ბ) შეფუთვის ერთეული – ჭურჭელი, მეტალის ან პლასტმასის ყუთი, კასრი, პარკი, დანაყოფი, ავტოცისტერნა და შეფუთვის სხვა სახეები, რომლებიც შეესაბამებიან ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნორმებს;
გ) ამოღება – პარტიიდან ერთჯერადად აღებული პროდუქტის მცირე რაოდენობა;
დ) ამორჩევა – შეფუთვის თითოეული ერთეულიდან, ყუთიდან, კასრიდან ან პროდუქციის შეუფუთავი შტაბელიდან ერთჯერადად აღებული პროდუქციის განსაზღვრული რაოდენობა;
ე) საწყისი ნიმუში – პარტიიდან შერჩეული ყველა ამოღების და ამორჩევის ერთობლიობა;
ვ) წერტილოვანი ნიმუში – შეუფუთავი ან შეფუთული აგროქიმიკატის პროდუქციის ყოველი ცალკეული ერთეულიდან აღებული ნიმუში;
ზ) გაერთიანებული ნიმუში – წერტილოვანი ნიმუშების გაერთიანებით და არევით მიღებული ნიმუში;
თ) საშუალო ნიმუში – საწყისი ნიმუშის ან საშუალო სინჯის/გაერთიანებული ნიმუშის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ხარისხის განსაზღვრისათვის. პროდუქციის მცირე პარტიის შემთხვევაში საწყისი ნიმუში ან საშუალო სინჯი ერთდროულად შეიძლება ჩაითვალოს საშუალო ნიმუშად;
ი) ერთჯერადი სინჯი – სინჯი, რომელიც შერჩეულია პესტიციდის შეფუთვის ან პროდუქციის ყოველი ცალკეული ერთეულიდან;
კ) საერთო სინჯი – ერთჯერადი სინჯების შერწყმა;
ლ) საშუალო სინჯი – საერთო სინჯი, რომელიც მიიღება ერთჯერადი სინჯების არევის შემდეგ;
მ) კვარტირება – ნიმუშის მომზადება ოთხად დაყოფის მეთოდით.
მუხლი 3🔗. პესტიციდების ხარისხის წინასწარი შემოწმება
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის შესამოწმებლად აუცილებელია:
ა) წინასწარ შემოწმდეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების და ტარის გარეგნული მდგომარეობა;
ბ) აღებულ იქნეს იმ პრეპარატების სინჯები, რომელთა ხარისხიც საეჭვოა;
გ) ჩატარდეს პრეპარატების აღებული სინჯების შესაბამისი ანალიზი.
2. პესტიციდის ხარისხის წინასწარი შემოწმებისას ხდება ვიზუალური დათვალიერება. ფიქსირდება მათი გარეგნული იერსახის ცვლილებების ნიშნები, ფერის, კონსისტენციის ცვლილება, თხევადი პრეპარატების შრეებად დაყოფა, ნებისმიერი ნალექის წარმოქმნა, პასტების დატკეპნა და კოშტების წარმოქმნა, ფხვნილების, დუსტების დანესტიანება, ტარის ჰერმეტულობის დარღვევა, მარკირების ნაწილობრივი და სრული არარსებობა.
3. წინასწარი მონაცემების შეფასების შედეგად, პესტიციდების შემადგენლობისა და თვისებებზე ანალიზის ჩატარების გარეშე წუნდებას და ჩამოწერას ექვემდებარება:
ა) პრეპარატები, რომლებიც აკრძალულია სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) პრეპარატები, რომლებიც გამოუსადეგარია შემდგომი გამოყენებისათვის თავისი ფიზიკური თვისებების გამო;
გ) დუსტები და სხვა ფხვნილისებრი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა ან სათესლე მარცვლეულის შესაწამლად, რომელიც დაიტკეპნა შენახვის პროცესში ან წარმოიქმნა კოშტები, რის გამოც ვერ ხერხდება მტვრიანი ტალღის წარმოქმნა ან შეუძლებელია სათესლე მასალის თანაბარზომიერი დამუშავება;
დ) ფხვნილები და პასტები რომლებიც დაიტკეპნა და გამოშრა იმ დონემდე, რომ შეუძლებელია შესხურებისათვის საჭირო სამუშაო ხსნარის დამზადება;
ე) კონცენტრირებული ემულსიები, რომელთაც წარმოქმნეს ფიფქისებრი ნალექი, შენადედების სახით, რომლებიც არ ექვემდებარება აღდგენას.
4. პესტიციდების წუნდება და ჩამოწერა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების (შემდგომში – სამსახური) დასკვნის საფუძველზე.
5. დანარჩენი პრეპარატები, რომლებშიც გარეგნული იერსახის ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული, უნდა შემოწმდეს სამუშაო ხსნარის სტაბილურობაზე, მოქმედი ნივთიერებების შემცველობაზე და ბიოლოგიურ აქტივობაზე.
6. ის პესტიციდები, რომელთაც არ ემჩნევათ ზემოთ ჩამოთვლილი ვიზუალურად გამოხატული დეფექტები, მაგრამ გასული აქვთ შენახვის ვადა ან დარღვეული აქვთ შეფუთვა ექვემდებარება აუცილებელ ლაბორატორიულ გამოცდას.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც პესტიციდების ხარისხის განსაზღვრისას გადამწყვეტია გამოცდის შედეგები, უნდა იქნეს შერჩეული სინჯები, რომლებიც წარმოადგენენ პარტიას, საშუალო ან სხვა ნიმუშს.
8. წუნდებული პესტიციდების გამოვლენისას აუცილებელია ნიმუშის სწორად აღება წინამდებარე წესების დაცვით.
9. პესტიციდის პარტიის ხარისხის განსაზღვრისას პარტიაში არსებული ტარის ერთეულის რაოდენობა აღებულ უნდა იქნეს დანართ №1 მოცემული რაოდენობების შესაბამისად.
10. პრეპარატის იმ პარტიის ხარისხის განსაზღვრისას, რომელიც შეიცავს 1000-ზე მეტ შეფუთულ ერთეულს, სინჯების აღება ხდება მათი საერთო რაოდენობის 2%-ის ოდენობით.
11. სინჯის ასაღებად საჭიროა შემდეგი სახის ინვენტარი: მახვილწვერიანი საცეცი ფხვნილისებრი პრეპარატებისათვის, საცეცი ზეთოვანი პრეპარატებისათვის, მინის ან ლითონის მილაკები, ფართოყელიანი ძაბრები ფხვნილების ჩასაყრელად და ვიწროყელიანი ძაბრები სითხეების გადასასხმელად.
12. ფხვნილისებრი და გრანულირებული პესტიციდების გადარჩევა ხდება საცეცის საშუალებით, რომელიც შეაქვთ ტარის ერთეულში მთელ სიღრმეზე ვერტიკალური მიმართულებით. ჩამჩით სინჯებით აღებისას ტარის ერთეულების შემცველობა უნდა აირიოს. დაუშვებელია სინჯის აღება ტარის ერთეულის მხოლოდ ზედა შრიდან.
13. პასტისებრი პესტიციდების აღება ხდება შუშის ან ლითონის მილის საშუალებით (შიდა დიამეტრი 15-30 მმ), რომელსაც აქვს პასტის გამოსადენი დგუში.
14. თხევადი პრეპარატების ხანგრძლივად შენახვისას და პრეპარატის ფიზიკური ცვლილებების (მოქმედი ნივთიერების გამოლექვის, აჭრის) შემთხვევაში თხევადი პესტიციდების კონცენტრირებული და მინერალურ-ზეთოვანი ემულსიების, წყალხსნადი კონცენტრატების სინჯების აღება ხდება წინასწარი შენჯღრევის შემდეგ (კასრის გადაგორებით 3 წუთის განმავლობაში და კასრისა და მათარას შიგთავსის ხის ჯოხით მორევის საშუალებით), მინის მილების (დიამეტრი 9-12 სმ) დაწვრილებული ბოლოთი (დიამეტრი 1-3 მმ) და რეზინის მსხლით ან შპრიცით. ტარის ერთეულის შუიდან პრეპარატის მორევის შეუძლებლობის შემთხვევაში სინჯების აღება ხდება შრეების მიხედვით (ზედა შრე, შუა შრე და ქვედა შრე) თანაბარი რაოდენობით და უნდა იქნეს ჩასხმული ერთ ბოთლში.
15. აღებული სინჯები თავსდება სუფთა მშრალ ტარაში. ბლანტი სითხეები, პასტები, გრანულები, ნაჭრები იფუთება ფართოყელიან ქილებში მილესილი ან ხრახნიანი საცობებით 0,5 ლ მოცულობით. ჩვეულებრივი სითხეები და სუნიანი ფხვნილები იფუთება 0,5 ლ მოცულობის შუშის ქილებში. უსუნო ფხვნილებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჰაერგაუმტარი პოლიეთილენის პაკეტები.
16. შუშის ჭურჭელში სინჯის ჩაყრის ან ჩასხმის შემდეგ ჭურჭლის ყელი კარგად იწმინდება, იხურება საცობით, მჭიდროდ ეხვევა ქსოვილი. თუკი საცობი ვერ უზრუნველყოფს ჰერმეტულობას, ქსოვილის შემოხვევის წინ მას ესხმება გამდნარი პარაფინი ან ცვილი.
17. სინჯიან ჭურჭელზე (ტარაზე) კეთდება პესტიციდის სრული დასახელების შესაბამისი წარწერა, მარკირებისა და სერტიფიცირების მონაცემების, ასევე პარტიის ნომრის, დამზადების წლის, სინჯის აღების თარიღის მითითებით. მოწმდება სინჯის ამღები უფლებამოსილი მოხელის ხელმოწერითა და ბეჭდით, აგრეთვე დამსწრე პირთა ხელმოწერით. დამატებით მიეთითება შეფუთვის ერთეულის რაოდენობა, რომლისგანაც აღებულია სინჯი.
18. სინჯის აღებას აწარმოებენ სამსახურის უფლებამოსილი მოხელეები ობიექტის წარმომადგენლის თანდასწრებით და ფორმდება შესაბამისი აქტი. (დანართი №2).
19. სინჯები უნდა ინახებოდეს ამწოვ კარადაში არანაკლებ -50C და არა უმეტეს +250C პირობებში, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.
20. პესტიციდი, რომელსაც ვადა აქვს გასული, მაგრამ ხარისხის მაჩვენებელი შენარჩუნებულია, არ უნდა იქნეს ამოღებული ხმარებიდან.
21. მოქმედი ნივთიერების შემცირებული შემცველობის მქონე პესტიციდების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მათი გადაანგარიშებული, მომატებული ხარჯვის ნორმირებით, ფიტოტოქსიურობის და ტოქსიკურობის შესაბამისი შემოწმების შემდგომ.
22. შესაბამის დასკვნას პესტიციდის ვარგისიანობის ან წუნდების შესახებ ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე იძლევა სამსახური.
23. დალუქულ შეფუთვის ერთეულში მოთავსებული ვადაგასული პესტიციდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ ლაბორატორიული გამოცდის შემდეგ.
24. პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებსაც შემცირებული ხარისხობრივი მაჩვენებლები აქვს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაზრდილი ხარჯვის ნორმებით, მათი ქიმიური, ფიზიკური და ტოქსიკური თვისებების გადამოწმების შემდეგ.
25. გამოყენებისათვის უვარგისი პესტიციდი ექვემდებარება ჩამოწერას და განადგურებას გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით.
26. პესტიციდების ნიმუშების აღებისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების ზომები ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №2-211 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. შეცვლილი ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე პესტიციდების ვარგისიანობის დადგენა
1. პესტიციდების ვარგისიანობის კრიტერიუმებს წარმოადგენს: პრეპარატის გარეგნული სახე, მოქმედი ნივთიერების შემცველობა, სამუშაო ნაზავების სტაბილურობა (ემულსია, სუსპენზია), გრანულების შემადგენლობა, ტოქსიკურობა, ფიტოტოქსიკურობა.
2. მოქმედი ნივთიერების შემცველობის დაქვეითება არ უნდა წარმოადგენდეს პესტიციდის წუნდების მიზეზს. ამგვარი პესტიციდის მოხმარება დასაშვებია გამოსაყენებელი ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების შემდეგ. გადაანგარიშების შედეგად მიღებული ხარჯვის ნორმა არ უნდა აღემატებოდეს ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგით“ გათვალისწინებული დასაშვები ნორმის ზედა ზღვარს.
3. ემულსიის ტიპის ინსექტიციდების გაზრდილი ნორმით გამოყენებამდე, უნდა განისაზღვროს ლაბორატორიულ პირობებში მათი ფიტოტოქსიკურობა.
4. ხარჯვის ნორმის გაზრდის გარეშე, შეიძლება მოხმარებულ იქნეს ის პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება ტექნიკური დოკუმენტაციით დაშვებული ნორმის ქვედა ზღვარზე 10%-ით ნაკლებია. სამუშაო ნაზავი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნორმატივებს. თუ ემულსიის სტაბილურობა დარღვეულია, მათი მოხმარება უნდა მოხდეს სამუშაო ხსნარის არევის შემდეგ.
5. ინსექტიციდები, რომელთა პრეპარატული ფორმა სველებად ფხვნილს წარმოადგენს და რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა დაქვეითდა 10-35%-ით, ხოლო სტაბილურობა თითქმის შეუცვლელია, ან დაიწია არა უმეტეს 15%-ით, გამოყენებული უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშებით, შედარებითი ტოქსიკურობის მაჩვენებლების გათვალისწინებით.
6. ფხვნილისებრი ჰერბიციდები და ფუნგიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა შემცირდა 10-35%-ით, აგრეთვე თესლის შესაწამლი პრეპარატები, რომელთა მოქმედი საწყისი 40%-ით შემცირდა, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების გადაანგარიშებით. სტაბილურობის მაჩვენებლის შემცირებისას აუცილებელია სამუშაო ნაზავების არევა მათი მომზადების და გამოყენების დროს (დანართი №3).
7. ფხვნილისებრი პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირებულია 10-35%-ით, ხოლო სამუშაო სუსპენზიების სტაბილურობა გათვალისწინებულ ნორმასთან შედარებით 15%-ით არის შემცირებული, ექვემდებარება წუნდებას.
8. ფხვინილისებრი პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება 35%-ზე მეტად არის შემცირებული (თესლის შესაწამლი პრეპარატები 40%-ით) ექვემდებარება წუნდებას, სამუშაო ნაზავის სტაბილურობის განსაზღვრის გარეშე.
9. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირებულია 10-30%-ით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშების შემდეგ, სამუშაო ხსნარის ტოქსიკურობის და ფიტოტოქსიკურობის მაჩვენებლების გათვალისწინებით (დანართი №4).
10. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირებულია 10-30%-ით, ექვემდებარება წუნდებას, თუ სამუშაო ხსნარის სტაბილურობა არ შეესაბამება გათვალისწინებულ ნორმას და ავლენს ფიტოტოქსიკურობას ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების შემდეგ.
11. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირებულია 30%-ზე მეტად, უნდა ჩამოიწეროს სტაბილურობისა და ტოქსიკურობის განსაზღვრის გარეშე.
12. პრეპარატების, რომელთა შემადგენლობაში შედის 76-90%-მდე მინერალური ზეთები (პრეპარატი 30), ვარგისიანობის განსაზღვრა ხდება წყალხსნარის ემულსიის სტაბილურობაზე და ვიზუალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.
13. პესტიციდების შენახვისას, თუ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია, შესაძლებელია მოქმედი ნივთიერების მომატება პესტიციდის აორთქლების ხარჯზე. ამ დროს კონცენტრირებული ემულსიებისათვის აუცილებელია განისაზღვროს სტაბილურობა და ტოქსიკურობა. ამგვარი პესტიციდების მოხმარება ხდება ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების და ტოქსიკურობის განსაზღვრის შემდეგ.
14. დაბალი სტაბილურობის მქონე სუსპენზიების და ემულსიების მოხმარება ხდება აუცილებელი მექანიკური არევის შემდეგ.
15. სამსახურის მიერ გაცემულ დასკვნაში უნდა იყოს მითითებული ყველა მაჩვენებელის გამოცდის შდეგები, რომლის საფუძველზეც მოცემულია რეკომედაციები ასეთი პრეპარატების გაზრდილი ხარჯვის ნორმების, სამუშაო ხსნარის მომზადების შესახებ.
16. დაბალხარისხოვანი პესტიციდების გამოყენებისას უნდა დავიცვათ გამოყენების დადგენილი პირობები და ვადები.
მუხლი 5🔗. ბაზარზე განთავსებული აგროქიმიკატების ხარისხის შეფასება
1. აგროქიმიკატების ხარისხი დამოკიდებულია მათი წარმოების ტექნოლოგიის, შენახვის და გამოყენების წესების დაცვაზე.
2. ხარისხის შეფასებას ექვემდებარება აგროქიმიკატი, რომელმაც გაიარა წარმოების მთლიანი ტექნოლოგიური ციკლი, შეფუთვისა და მარკირების ჩათვლით.
3. აგროქიმიკატის ხარისხის შეფასება მოიცავს აგროქიმიკატის გარეგნულ დათვალიერებას (დახედვას), შეცვლილი ხარისხობრივი მაჩვენელების მქონე აგროქიმიკატის ნიმუშის აღებას და ლაბორატორიულ გამოცდას, დასკვნის მომზადებას და გადაწყვეტილების მიღებას აგროქიმიკატის შემდგომი გამოყენების თაობაზე ან მის წუნდებაზე დანართი №5-ის შესაბამისად.
4. დათვალიერებისას (დახედვისას) მოწმდება აგროქიმიკატის ვიზუალური მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.
5. მოწმდება აგროქიმიკატების სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა: სატრანსპორტო საშუალებაზე დამღის არსებობა, მისი მთლიანობა, თვით სატრანსპორტო საშუალების ან კონტეინერის მდგომარეობა, მათი დაზიანება, შეფუთული ერთეულის მთლიანობა.
6. შეფუთული აგროქიმიკატის შემთხვევაში მოწმდება შეფუთული ერთეულის ხარისხის შესაბამისობა და მარკირება.
7. აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება, თუ აგროქიმიკატის გარეგნული დათვალიერებისას აღმოჩნდება დარღვევები.
8. შებელტილი, შეუფუთავი აგროქიმიკატი ნიმუშის აღების გარეშე ექვემდებარება დაწუნებას.
მუხლი 6🔗. გრანულირებული, ფხვნილისებრი, კრისტალური აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი
1. აგროქიმიკატებიდან აღებული წერტილოვანი ნიმუშები ერთიანდება, აირევა ერთმანეთში და მიიღება საშუალო ნიმუში.
2. საშუალო ნიმუში თავსდება სუფთა, მშრალ მინის ჭურჭელში, რომელსაც თავი ეხურება მჭიდროდ ან თავსდება ორმაგ პოლიეთილენის ტომარაში და ეკვრება თავი.
3. საშუალო ნიმუშზე კეთდება შესაბამისი წარწერა, რომელზედაც მიეთითება სრული დასახელება, მარკირება და სერტიფიცირების მონაცემები, ასევე პარტიის ნომერი, დამზადების წელი, სინჯის აღების თარიღი და რაოდენობა. სინჯის აღება მოწმდება უფლებამოსილი მოხელის ხელმოწერითა და ბეჭდით, აგრეთვე დამსწრე პირთა ხელმოწერით.
მუხლი 7🔗. ტრანსპორტირებაში მყოფი შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი
1. ნიმუში შეიძლება აღებულ იქნეს სპეციალური ნიმუშის ამღები ხელსაწყოთი ტრანსპორტის მთლიან ფართობზე.
2. ტრანსპორტირებადი აგროქიმიკატიდან წერტილოვანი ნიმუშების აღება ხდება განუწყვეტლივ ან დროის თანაბარი ინტერვალებით მექანიკური ნიმუშამღებით, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი 3-5 ტონიდან 0,5 კგ ნიმუშის აღებას შეუფუთავი აგროქიმიკატის ჩატვირთვის, გადმოტვირთვის ან შეფუთვის წინ.
3. დასაშვებია ნიმუშის აღება ხელით, მოძრავი ნაკადიდან, ნაკადის მთლიანი გადაკვეთის მეთოდით დროის თანაბარი ინტერვალით. აღებული ნიმუშები ერთიანდება, აირევა საშუალო ნიმუშის მიღებამდე.
მუხლი 8🔗. სარკინიგზო ვაგონიდან და ავტომანქანიდან შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება
1. სარკინიგზო ვაგონიდან და ავტომანქანიდან შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის მიხედვით.
2. წერტილოვანი ნიმუშების აღება ხდება ნიჩბით ან ხელის ნიმუშამღებით ორჯერადად:
ა) პირველი – აგროქიმიკატის გადმოტვირთვის დაწყებამდე;
ბ) მეორე – აგროქიმიკატის ნახევრად გადმოტვირთვის შემდეგ;
გ) ზედა, ქვედა და შუა ჰორიზონტებიდან, მარჯვენა და მარცხენა ნაყარიდან იღებენ სამ-სამ ნიმუშს, სულ 15 წერტილოვანი ნიმუში.
3. წერტილოვანი ნიმუშის ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 200 გრ.
4. ნაყარი აგროქიმიკატიდან ნიმუშის აღება ხდება ხელის ნიმუშამღებით არანაკლებ 30 სმ სიღრმის კონუსის ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს.
5. კონუსისმაგვარი ნაყარიდან ნიმუშის აღების წერტილებს შორის მანძილი შეადგენს 20-25 სმ-ს. ამასთან ნიმუში არ აიღება ზედა სიმაღლიდან 50 სმ და კონუსის ძირიდან.
6. წერტილოვანი ნიმუშები ერთიანდება, აირევა საშუალო ნიმუშამდე.
მუხლი 9🔗. ტომრებში ჩაყრილი აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი
1. ტომრებში ჩაყრილი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება ღრიჭოიანი ნიმუშამღებით ან სხვა ანალოგიური საშუალებით, რომელიც შეუნარჩუნებს აგროქიმიკატს გრანულომეტრულობას. ნიმუშის აღება ხდება ტომრის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას, ტომრის 3/4 სიღრმეზე ორ დიაგონალზე. წერტილოვანი ნიმუში უნდა იყოს წონით არანაკლებ 200 გრამისა.
2. წერტილოვანი ნიმუშები ერთიანდება, კარგად აირევა საშუალო ნიმუშამდე.
მუხლი 10🔗. ნიმუშის აღება აგროქიმიკატის გაფანტვის უნარის განსასაზღვრავად
1. შეუფუთავი აგროქიმიკატიდან წერტილოვანი ნიმუშების აღება ხდება თანაბრად მთლიანი პროდუქციის მასიდან ნიჩბით სხვადასხვა ადგილიდან, იყრება ტომარაში, ეკვრება თავი. თითოეული ტომრის წონა 3,5-5,0 კგ-მდეა (არანაკლებ ექვსი ტომარა თითოეული სარკინიგზო ვაგონიდან, ნაყარიდან). შემდეგ მოხდება ნიმუშების შერწყმა-არევა (ექვსივე ტომრის) და მიიღება გაერთიანებული ნიმუში.
2. გაერთიანებული ნიმუში იყრება მუშამბაზე, იყოფა ოთხ თანაბარ ნაწილად და თითოეული ნაწილიდან აიღება თანაბარი რაოდენობის ნიმუშები, ირევა ერთმანეთში და მიიღება საშუალო ნიმუში.
3. შეფუთული აგრქიმიკატიდან წერტილოვანი ნიმუშების აღება ხდება შერჩევით ცალკეული ტომრიდან. ტომრები შეირჩევა ვაგონის, შტაბელის სხვადსხვა ადგილებიდან ჰორიზონტალურად თანაბარი რაოდენობით (ზევით, შუაში და ქვევით), თითოეულიდან 2-2 ტომარა.
4. შერჩეული ტომრებიდან შედგება გაერთიანებული ნიმუში, სულ 6 ტომრის.
მუხლი 11🔗. საშუალო ნიმუშის მომზადება
1. წერტილოვანი ნიმუშების გაერთიანებით მიღებული გაერთიანებული ნიმუში ირევა კარგად, იყოფა თანაბარ ნაწილებად და აიღება საშუალო ნიმუში.
2. საშუალო ნიმუშის მოსამზადებლად გამოიყენება ნებისმიერი ნიმუშდამყოფი, რომელიც უზრუნველყოფს გაერთიანებული ნიმუშის თანაბარ დაყოფას (ცდომილება არა უმეტეს 15%).
მუხლი 12🔗. ნიმუშის შემცირება
1. გაერთიანებული ნიმუში იყოფა საშუალო ნიმუშებად, თითოეული 1 კგ-დან 2,5 კგ-მდე.
2. თუ საშუალო ნიმუშის წონა მეტია მოთხოვნილ რაოდენობაზე, საჭირო ოდენობის საშუალო ნიმუში მიიღება გაერთიანებული ნიმუშის დაყოფისას.
3. თუ საშუალო ნიმუშის წონა ნაკლებია საჭირო რაოდენობაზე, საშუალო ნიმუში მიიღება ნებისმიერი ორი დანაყოფის გაერთიანებით.
4. საშუალო ნიმუშის რაოდენობის ხელოვნური შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია.
5. დასაშვებია გაერთიანებული ნიმუშის ხელით შემცირება თანმიმდევრული კვარტირებით, რომელიც ხორციელდება გლუვ ზედაპირზე დახურულ შენობაში.
6. საშუალო ნიმუში იფუთება შესაბამისი წარწერის დართვით.
მუხლი 13🔗. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის პროცედურები
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი ხდება სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ, გეგმურად.
2. პესტიციდების და აგროქიმიკატების კონტროლი ხორციელდება „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღება ხდება სარეალიზაციო ობიექტიდან/შესანახი საწყობიდან.
4. ნიმუშის აღებისას დგება აქტი დანართ №2-ის შესაბამისად.
5. შერჩეული ნიმუში გადაეცემა აკრედიტირებულ ლაბორატორიას გამოცდისათვის, დანართ №6-ის საფუძველზე.
6. ლაბორატორიული გამოცდის შედეგების შესაბამისად სამსახურის მიერ დასკნის საფუძველზე ხდება პრეპარატის ამოღება ხმარებიდან ან შემუშავდება რეკომენდაცია ვადაგასული ან უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატის გამოყენების რეგლამენტის (ხარჯვის ნორმის) კორექტირების მიზნით.
7. სამსახურის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სამსახურის უფლებამოსილი მოხელე მიმართავს სასამართლოს, კონტროლის განხორციელების ნებართვის მისაღებად.
8. სასამართლოს დადგენილების საფუძველზე ტარდება შემოწმება და დგება ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი.
მუხლი 14🔗. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშის აღების უფლებამოსილი მოხელე
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისათვის ნიმუშის აღების უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს.
2. ნიმუშის აღებაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ნიმუშის აღების უფლებამოსილი მოხელე და ნიმუშის აღების დამსწრე ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 15🔗. უსაფრთხოების წესები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშის აღებისას
ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) ნიმუშის აღებისა და ტარაში მოთავსების შემდეგ ნიმუშის ამღებმა მაშინვე უნდა დაიბანოს ხელები;
ბ) სხვადასხვა სახის აგროქიმიკატი უნდა მოთავსდეს განცალკევებულ ტარაში;
გ) ნიმუშები არ უნდა იქნეს მოთავსებული ცეცხლსაშიშ და ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებთან ერთად;
დ) ნიმუშების კვების პროდუქტებთან ერთად განთავსება დაუშვებელია.
დანართი №1
პესტიციდის პარტიის ხარისხის განსაზღვრისათვის არებული სინჯების რაოდენობა პარტიაში ტარის ერთეულის რაოდენობის შესაბამისად
ტარის 1
1
2-5
2
6-10
3
11-20
4
21-40
5
41-70
6
71-110
7
111-150
8
151-200
10
201-300
12
301-500
15
501-1000
20
დანართი №2
ნიმუშის აღების აქტი №
სამსახურის სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული ორგანო: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
ნიმუშის აღების მიზანი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნიმუშის აღების თარიღი -------------------------------------------------------------
(რიცხვი/თვე/წელი)
ნიმუშის ამღები უფლებამოსილი მოხელე
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პესტიციდის/აგროქიმიკატის შემნახველი/რეალიზატორი/გადამზიდველი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, რეკვიზიტები)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პესტიციდის, მოქმედი ნივთიერების/აგროქიმიკატის დასახელება--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პარტიის № ----------------------------------------------------, გამოშვების წელი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რაოდენობით --------------------------------------------------------- ტონა
ვიზუალური დახედვის შედეგები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნორმატიული აქტი, რომლის შესაბამისად მოხდა ნიმუშის აღება --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ნიმუში წონით ---------------------------------- კგ, ლუქით (ბეჭდით) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
იგზავნება ლაბორატორიულ გამოცდაზე ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმოწერები (სახელი, გვარი, თანამდებობა)
დანართი №3
შეცვლილი ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ფხვიერი პესტიციდების გამოყენების კრიტერიუმები და მათი ვარგისიანობის განსაზღვრის მაჩვენებლები
პესტიციდის დასახელება
მოქმედი ნივთიერების შემცველობა
%
მოქმედი ნივთიერების შემცველობა,%, რომლის დროსაც დასაშვებია პესტიციდის გამოყენება
მოქმედი ნივთიერების შემცველობა %, როდესაც ხდება პესტიციდის ჩამოწერა
ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების გარეშე, არანაკლებ
ხარჯვის ნორმების გადაანგარიშებით განსაზღვრულ შემთხვევებში
1
2
3
4
5
რკინის ძაღა
53
48
48-31 მომატებული ხარჯვის ნორმები, მოქმედი საწყისის შემცირებიდან გამომდინარე
31
სპილენძის შაბიამანი
98
88
88-64 მომატებული ხარჯვის ნორმები, მოქმედი საწყისის შემცირებიდან გამომდინარე
64
გოგირდი
80±1
71
მომატებული ხარჯვის ნორმები, მოქმედი საწყისის შემცირებიდან გამომდინარე. სამუშაო სუსპენზიის სტაბილურობა არანაკლებ 60%-ისა
52
კოლოიდური გოგირდი
Iხარისხის 96±2
IIხარისხი 90±2
85
79
85-61
79-57
მომატებული ხარჯვის ნორმები, მოქმედი საწყისის შემცირებიდან გამომდინარე
61
57
სპილენძის ქლორჟანგი
51±2
44
44-32 მომატებული ხარჯვის ნორმები, მოქმედი საწყისის შემცირებიდან გამომდინარე
32
თუთიის ფოსფიდი
არანაკლები 20
18
18-15,5 მომატებული ხარჯვის ნორმები, მოქმედი ნივთიერების შემცველობის შემცირების შესაბამისად
15,5
დანართი №4
შეცვლილი ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე თხევადი პესტიციდების გამოყენების კრიტერიუმები და მათი ვარგისიანობის განსაზღვრის მაჩვენებლები
პესტიციდის დასახელება
მოქმედი ნივთიერების შემცველობა
%
მოქმედი ნივთიერების შემცველობა,%, რომლის დროსაც დასაშვებია პესტიციდის გამოყენება
მოქმედი ნივთიერების შემცველობა %, როდესაც ხდება პესტიციდის ჩამოწერა
ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების გარეშე, არანაკლებ
ხარჯვის ნორმების გადაანგარიშებით განსაზღვრულ შემთხვევებში
1
2
3
4
5
ბი-58
38+2
32
32-25
25
2,4-დ ამინის მარილი
41+1
36
36-28
28
ზოლონი
35
31,5
31,5-24,5
24.5
დანართი №5
შეცვლილი ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე აგროქიმიკატების გამოყენების პირობები
აგროქიმი-კატების დასახელება
ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოქმედი ნივთიერება
%-ით
მოქმედი ნივთიერების ფაქტობრივი შემცველობა %
გამოყენების პირობების (შეტანის ნორმა) კორექტირება ფაქტობრივი პროცენტული შემცველობის მიხედვით
ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული ფიზიკური თვისებები
ფაქტობ-რივი ფიზიკური თვისებები
გამოყენების პირობები
1. ტექნიკური დოკუმენტაციის შედარებით აგროქიმიკატში მოქმედი ნივთიერების ცვლილებების შემთხვევაში აგროქიმიკატის გამოყენების ნორმა კორექტირდება იმ პროცენტით, რამდენითაც იგი არის შემცირებული ან მომატებული.
2. აგროქიმიკატის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეცვლის შემთხვევაში მუშავდება რეკომენდაცია მისი ნიადაგში შეტანის წესის, ვადებისა და ტექნიკური საშუალების კორექტირების შესახებ.
დანართი №6
ლაბორატორიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების ჩაბარების
ოქმი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური
ნიმუშის ჩამბარებელი ______________________________________________________________________
(გვარი, სახელი, თანამდებობა)
ლაბორატორიის დასახელება ______________________________________________________________________
ნიმუშის მიმღები ________________________________________________________________________________
(გვარი, სახელი, თანამდებობა)
პესტიციდის, მოქმედი ნივთიერების/აგროქიმიკატის დასახელება _____________________________________
ნიმუშის რაოდენობა ______________________________________________________________________________
ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი ______________________________________________________________
დამატებითი ინფორმაცია __________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
ნიმუშის ლაბორატორიაში შემოსვლის თარიღი ______________________________________________________
ჩატარებული კვლევები ___________________________________________________________________________
ნიმუშის ჩამბარებლის
ხელმოწერა
ნიმუშის მიმღების
ხელმოწერა