„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-134
სარეგისტრაციო კოდი
340.010.000.22.032.010.804
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 125, 05/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.804

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-134

2007 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 21.07.2006, №96, მუხ. 1281) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ“) საერთაშორისო დახმარებათა ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.“

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6. სამმართველოს უფროს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი

„დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო.“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპენტენცია

ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო ახორციელებს:

ა) სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობას;

ბ) სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ საერთაშორისო ორ-განიზაციებს შორის ურთიერთობათა კოორდინაციას;

გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის სამთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი შეთანხმებების მომზადებისას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და აღნიშნულ შეთანხმებათა საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისიების მუშაობაში სამინისტროს მონაწილეობის კოორდინაციას;

დ) ევროკავშირთან სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაციას;

ე) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე აგრარულ სექტორში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაციას;

ვ) საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის წარდგენის ხელშეწყობას;

ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფებთან აგროსასურსათო სექტორში არსებული პრიორიტეტების შესაბამისად ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას;

თ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელაგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტების, სემინარების, სიმპოზიუმების, ფორუმების, კონფერენციების პროგრამების შედგენას, მათთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებას და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაციას; დელაგაციების სამინისტროში მიღების ორგანიზებას და საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების ოქმების სათანადო წესით გაფორმების უზრუნველყოფას;

ი) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების კოორდინაციას;

კ) საქართველოს აგრარულ სექტორში მოქმედი დონორი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე პროექტების/პროგრამების საერთო კოორდინაციას და მათ შესახებ ანალიტიკური მასალების სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენას;

ლ) საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნას და მის რეგულარულ განახლებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების და ამოცანების შესრულებას.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.08.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-134. სარეგისტრაციო კოდი — 340.010.000.22.032.010.804.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №2-134, 30.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.804 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72796/