მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-132
სარეგისტრაციო კოდი 340.020.000.22.032.010.805
გამოქვეყნების წყარო სსმ, 125, 05/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 42.5pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.020.000.22.032.010.805
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-132
2007 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის თანდართული წესი.
2. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს (ლ. თოთლაძეს) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი
მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი
თავი I
განაცხადი მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების მოთხოვნის მიზნით
მუხლი 1🔗. განაცხადი
1. მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის წარდგენა სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის, ხდება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში საქპატენტში (შემდგომში – საქპატენტი).
2. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას, რომელშიც მითითებულია სელექციონერის სახელი და მისამართი;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებულ დასახელებას;
გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად ზოოლოგიურ, კონსტიტუციურ-ექსტერიერულ ნიშან თვისებებს და სამეურნეო დახასიათებას;
დ) მცენარის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას;
ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას ,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით აკრედიტებულ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ნიმუში;
ვ) იმ თარიღის მითითებას, როდესაც ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა ჯიშის გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.
3. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მეშვეობით, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
4. თუ განაცხადი შეტანილია უფლებამონაცვლის მიერ, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 2🔗. განცხადება
1. განცხადება უნდა იყოს გაფორმებული ,,საქპატენტის“ მიერ დადგენილი ფორმით.
2. განცხადებაში აღინიშნება:
ა) სელექციონერის სახელი და მისამართი;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის მიერ შეთავაზებული დასახელება;
გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას ძირითად მორფოლოგიურ-ბიოლოგიური და ბოტანიკური ნიშან-თვისებებს;
დ) სელექციონერის წერილობითი ვალდებულება მიაწოდოს ,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით მითითებულ პირს მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუში დადგენილ ვადაში და დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ;
ე) თარიღი, როდესაც მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალა გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.
3. უცხოური მცენარის ჯიშის დასახელება იწერება სელექციონერის ენაზე ქართული ტრანსფკრიპციით. ბოტანიკური ცნებები იწერება ლათინურად.
მუხლი 3🔗. მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა
1. მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მცენარის ჯიშის გვარს, სახეობასა და დასახელებას (ქართულად და ლათინურად);
ბ) სელექციონერის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს;
გ) მცენარის ჯიშის შეთავაზებულ დასახელებას;
დ) მცენარის ჯიშის წარმომავლობას, გამოყვანის, გამოვლენისა და გაუმჯობესების მეთოდის მითითებით და საწყის (მშობელი) ფორმებს;
ე) მცენარის ჯიშის შენარჩუნებისა და გამრავლების თავისებურებებს;
ვ) მცენარის ჯიშის განმასხვავებელ და დამახასიათებელ ნიშნებს;
ზ) მსგავსი მცენარის ჯიშების დასახელებებს და ნიშნებს, რითაც ისინი განსხვავდებიან მცენარის ახალი ჯიშისაგან;
თ) მცენარის ჯიშის გამოცდისათვის საჭირო განსაკუთრებული პირობების აღწერას (თუ ეს აუცილებელია);
ი) მრავალხაზიანი მცენარის ჯიშის ან პოპულაციის (თვითდამამტვერიანებელი და ვეგეტატიურად გასამრავლებელი მცენარეები) შემთხვევაში, ამ ჯიშის ყველა ხაზზე ცალკე მცენარის ჯიშის აღწერილობას, პროცენტული თანაფარდობის აღნიშვნით.
2. მცენარის ჯიშის აღწერილობას ხელს აწერს სელექციონერი.
მუხლი 4🔗. ფოტოგამოსახულება
განაცხადს უნდა ჰქონდეს თანდართული მცენარის ახალი ჯიშის დამოწმებული ფერადი ფოტოგამოსახულება ზომით 9X12 სმ ან 13X18 სმ, ორ ეგზემპლარად, თეთრ ფონზე, მასშტაბიან სახაზავთან ერთად, აუცილებლობისას უნდა იქნეს წარმოდგენილი ყვავილების ფერადი ფოტოგამოსახულება – კოკორი, ყვავილი (ზედხედში, გვერდხედში, ქვედა მხრიდან), ყვავილედი, მცენარის რეპროდუქტიული ნაწილების (თავთავები, ტარო, საგველა, თესლი, ნაყოფი, კენკრა, ბოლქვი, ძირხვენა და სხვა), აგრეთვე სამეურნეო განვითარების ფაზაში ნორმალურად განვითარებული მცენარე; მრავალწლიანი ხე-მცენარეებისათვის მთლიანი ხე ან ბუჩქი და მისი ცალკეული ნაწილი (ერთწლიანი ნერგი, მსხმოიარე ორგანოები, რტო, ფოთოლი, მტევანი და სხვ.).
მუხლი 5🔗. მცენარის ახალი ჯიშის დასახელება
1. მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, რომელიც მიეთითება განცხადებაში, უნდა იყოს შეთავაზებული სელექციონერის მიერ.
2. თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მცენარის ახალი ჯიში ,,საქპატენტში“ განაცხადის შეტანამდე რეგისტრირებულია ,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ კონვენციის (შემგომში – UPOV-ის კონვენცია) მონაწილე სახელმწიფოში ან იმავე ჯიშის სარეგისტრაციო განაცხადი წარდგენილია UPOV-ის კონვენციის წევრ რომელიმე სახელმწიფოში, ,,საქპატენტში“ განაცხადის წარდგენისას სელექციონერი ვალდებულია მიუთითოს მცენარის ახალი ჯიშისათვის იგივე დასახელება, განაცხადის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომელიც მიუთითა UPOV-ის კონვენციის წევრ სახელმწიფოში წარდგენილ განაცხადში.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასახელება შეუთავსებელია საქართველოს კანონმდებლობასთან ან ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებთან, ,,საქპატენტი“ მოსთხოვს სელექციონერს მცენარის ახალი ჯიშისათვის სხვა დასახელების მითითებას.
4. მცენარის ახალი ჯიშის დასახელება შემდგომში წარმოადგენს ამ ჯიშის გვარეობით დასახელებას და შესაძლებელს გახდის მის ადვილად ამოცნობას. იგი უნდა განსხვავდებოდეს იმავე ან ახლოს მდგომი ბოტანიკური სახეობის მცენარის სხვა ჯიშის ყველა დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და არ უნდა შეურაცხყოფდეს რელიგიურ გრძნობებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მიღებული პრაქტიკაა, და არ უნდა გამოიწვიოს მცენარის ახალი ჯიშის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობის, იდენტურობის ან სელექციონერის ვინაობის აღრევა.
მუხლი 6🔗. განაცხადის წარდგენა
1. სელექციონერი განაცხადს მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების მოთხოვნით წარადგენს ,,საქპატენტში“.
2. ,,საქპატენტი“ საგანაცხადო მასალების მიღებას ადასტურებს მის მიერ შემუშავებული ფორმის საკანცელარიო ცნობის გაცემით.
3. განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნეს წარმომადგენლის მეშვეობით.
4. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ნებისმიერ ენაზე. საგანაცხადო მასალის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში სელექციონერმა 3 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5. განცხადება, მცენარის ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება ,,საქპატენტში“ შეტანილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად. სხვა საგანაცხადო საბუთები შეტანილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად.
6. განაცხადი ,,საქპატენტში“ შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები:
ა) განცხადება, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მცენარის ახალი ჯიშის დასახელება;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა.
მუხლი 7🔗. სხვა ქვეყანაში ადრე შეტანილი განაცხადის ,,საქპატენტში“ წარდგენა
1. თუ სელექციონერს სურს ისარგებლოს UPOV-ის კონვენციით დადგენილი პრიორიტეტით, იგი ვალდებულია ,,საქპატენტში“ განაცხადი წარადგინოს UPOV-ის კონვენციის მონაწილე ქვეყანაში პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს სხვა ქვეყანაში განაცხადის შეტანის თარიღი. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის ,,საქპატენტში“ შეტანის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში წარადგინოს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი, სადაც პირველად იყო წარდგენილი განაცხადი და მისი ქართული თარგმანი. აღნიშნული ასლის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ,,საქპატენტს“ წარედგინება არა უგვიანეს ორი თვისა მისი უცხო ენაზე მიწოდების დღიდან.
მუხლი 8🔗. განაცხადის ფორმალური მოთხოვნის ექსპერტიზა
1. ,,საქპატენტი“ ატარებს განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რაც მოიცავს საგანაცხადო მასალების სისრულის და გაფორმების შემოწმებას, განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების ჩათვლით.
2. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში.
3. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პროცესში სელექციონერს მიეცა ვადა ამ წესით გათვალისწინებული განაცხადის ხარვეზის გამოსასწორებლად, ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის განმავლობაში ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი ვადის დინება ჩერდება.
4. თუ განაცხადს, რომელსაც დაუდასტურდა შეტანის თარიღი, აკლია უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, სელექციონერს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ხარვეზის ერთი თვის ვადაში გამოსწორების თაობაზე. თუ განმცახდებელი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდება.
5. თუ პრიორიტეტად მოთხოვნილია UPOV-ის კონვენციის წევრ სხვა ქვეყანაში განაცახდის შეტანის თარიღი, ხოლო განაცხადს აკლია ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთი, მაშინ სელექციონერს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების თაობაზე. თუ სელექციონერი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდება.
6. თუ განაცხადს აკლია ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, მაშინ სელექციონერს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა 3 თვეში ხარვეზის გამოსწორების თაობაზე. თუ სელექციონერი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდება.
7. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის მოთხოვნებს, განაცხადს ენიჭება ნომერი და უდგინდება პრიორიტეტი.
8. თუ შესრულებულია ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნები, სელექციონერს ეგზავნება განცხადების ასლი შევსებული მონაცემებით, ხოლო მასალები გადაეცემა გამოსაქვეყნებლად.
9. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში ,,საქპატენტი“ ატარებს განაცხადზე სიახლის ექსპერტიზას. სიახლის ექსპერტიზისას მოწმდება, გასულია თუ არა ერთი წელი განცხადებული ჯიშის გასამრავლებელი მასალის სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით განაცხადში მითითებული პირველი გასხვისების თარიღიდან განაცხადის ,,საქპატენტში“ შეტანამდე.
მუხლი 9🔗. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება
1. ,,საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს განაცხადის შეტანიდან 2 დღის ვადაში, თუ წარდგენილია ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები.
2. თუ საგანაცხადო მასალებს აკლია აღწერილობა ან განცხადება, განაცხადს შეტანის თარიღი არ უდასტურდება და, თუ სელექციონერის ვინაობა და მიმოწერის მისამართი ცნობილია, სელექციონერს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის გამოსწორების შესახებ. შეტყობინების მიღების დღიდან თუ სელექციონერი ხარვეზს გამოასწორებს ერთი თვის ვადაში, განაცხადს შეტანის თარიღად უდასტურდება მოთხოვნილი საბუთების სრულად წარდგენის თარიღი.
3. თუ სელექციონერი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას არ შეასრულებს, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება და მასალები უკან დაუბრუნდება სელექციონერს.
მუხლი 10🔗. გამოქვეყნება
1. ,,საქპატენტი“ მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში.
2. ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება:
ა) მონაცემები სელექციონერის შესახებ;
ბ) განაცხადის წარდგენის თარიღი;
გ) მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
დ) მცენარის ახალი ჯიშის მოკლე დახასიათება, ხოლო აღწერილობა გამოიფინება საჯაროდ გასაცნობად.
3. გამოქვეყნების შემდეგ მასალები ორი კვირის ვადაში გადეცემა გამოცდის ჩასატარებლად ,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ აკრედიტებულ პირს.
4. ,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აკრედიტებული პირი ატარებს მცენარის ახალი ჯიშის გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდა ტარდება განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების შესახებ UPOV-ის წესების საფუძველზე.
მუხლი 11🔗. მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია
1. მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ ,,საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის თაობაზე.
2. მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში შეიტანება:
ა) მცენარის ახალი ჯიშის გვარი და სახეობა;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის დასახელება;
გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება;
დ) სელექციონერის სახელი (დასახელება) და მისამართი;
ე) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.
3. რეესტრში მონაცემების შეტანის შემდეგ გაიცემა მოწმობა, რომლის ფორმასაც ადგენს „საქპატენტი“, ხოლო მონაცემები ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში.
4. ,,საქპატენტის“ მიერ ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება: სელექციონერის სახელი და მისამართი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, მცენარის ახალი ჯიშის გვარი და სახეობა, მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება.
5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დადგენილი წესით გაეცნოს მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრის მონაცემებს.
მუხლი 12🔗. ცვლილებების შეტანა რეესტრში
1. სელექციონერს მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის მოქმედების პერიოდში უფლება აქვს რეგისტრირებულ მონაცემებში შეიტანოს ცვლილება ან დამატება მხოლოდ სელექციონერის ან მისი წარმომადგენლის მისამართთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცვლილებები ქვეყნდება ,,საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში.
თავი II
პროცედურული ვადების გაგრძელება, შეწყვეტა და აღდგენა
მუხლი 13🔗. პროცედურული ვადების გაგრძელება
1. სელექციონერს უფლება აქვს ,,საქპატენტისადმი“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს პროცედურული ვადების გაგრძელება ერთი თვის ვადით ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე, განაცხადის გამოქვეყნებამდე.
2. ასეთი თხოვნის წარდგენა დასაშვებია არა უმეტეს სამჯერ.
მუხლი 14🔗. შეწყვეტა
სელექციონერს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ საფეხურზე გამოითხოვოს განაცხადი ან მოითხოვოს განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტა.
მუხლი 15🔗. განაცხადის აღდგენა
სელექციონერს უფლება აქვს ,,საქპატენტისადმი“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს განაცხადზე შეწყვეტილი საქმისწარმოების აღდგენა საქმისწარმოების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
მუხლი 16🔗. შედავებების განხილვა
1. მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება „საქპატენტს“ წარუდგინოს წერილობითი შედავება, თუ:
ა) მცენარის ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა სრულ წარმოდგენას არ ქმნის ახალი ჯიშის შეფასებისთვის;
გ) აღწერილობაში შეტანილი მონაცემები გაყალბებულია;
დ) განაცხადში აღწერილ მცენარის ახალ ჯიშზე მოთხოვნილი პრიორიტეტი სხვა ქვეყანაში ამ მცენარის ჯიშზე წარდგენილი განაცხადის მიხედვით საფუძველსაა მოკლებული.
2. შედავების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში „საქპატენტი“ შედავების მასალებს დასკვნისათვის გადასცემს ,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს. შედავების მასალების ასლი გადაეცემა განმცხადებელს.
3. „საქპატენტი“ შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის დასკვნის საფუძველზე.
4. სელექციონერს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის ან განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
5. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატა საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 2 თვის ვადაში.
6. ,,საქპატენტის“ ან ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
მცენარეთა ახალ ჯიშებზე იძულებითი ლიცენზიის გაცემა
მუხლი 17🔗. იძულებითი ლიცენზიის გაცემა
1. ახალი ჯიშის (სათესლე ან მცენარეული მასალა, მიღებული მოსავალი) გამოყენებაზე იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეთესლეობის ეროვნული საბჭოს (შემდგომში – საბჭო) რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. იძულებითი ლიცენზია გაიცემა მხოლოდ მარტივი ლიცენზიის სახით.
მუხლი 18🔗. იძულებითი ლიცენზიის გაცემის პირობები
იძულებითი ლიცენზიის გაცემა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ საჯარო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით და იგი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მანამდე ცდილობდა სელექციონერისაგან ლიცენზიის მიღებას გონივრული პირობებით და გონივრულ ვადებში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.
მუხლი 19🔗. მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები
იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დგინდება მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა, სელექციონერისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა.
მუხლი 20🔗. იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ახალი ჯიშის გამოყენებაზე იძულებითი ლიცენზიის გაცემის მომენტისათვის მცენარის ახალ ჯიშზე განსაკუთრებული უფლებების მოქმედების დარჩენილ ვადას.
2. იძულებითი სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები სრულდება და არის ამის აუცილებლობა.
მუხლი 21🔗. იძულებითი ლიცენზიის მიღება
1. იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეთესლეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით.
2. იძულებითი ლიცენზიის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულ განცხადებას ორი კვირის ვადაში უგზავნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ მეთესლეობის ეროვნულ საბჭოს.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) მტკიცებულებას, რომ დაინტერესებულმა პირმა აწარმოა მოლაპარაკება სელექციონერთან, მაგრამ ვერ მიაღწია შეთანხმებას მცენარის ახალ ჯიშზე სამართლიანი პირობებით ლიცენზიის მიღების თაობაზე;
ბ) მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ სელექციონერი საკმარისად არ იყენებს მცენარის ახალ ჯიშს, რითაც ზიანდება საჯარო ინტერესები;
გ) ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლებს;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადას.
4. განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში საბჭო განიხილავს მას და გამოაქვს გადაწყვეტილება.
5. იძულებითი ლიცენზიის გაცემისას საბჭოს გადაწყვეტილება შეიცავს:
ა) ლიცენზიის გამოყენების ფარგლებს და მოქმედების ვადას;
ბ) სელექციონერის ანაზღაურების ოდენობას.
6. საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს რეკომენდაციის სახე.
მუხლი 22🔗. იძულებითი ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტა
თუ იძულებითი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში შემოწმებით დადგინდება, რომ აღარ არსებობს იძულებითი ლიცენზიის მოქმედების საფუძვლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედება წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით.
მუხლი 23🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილება იძულებითი ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.