ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-133
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.010.806
გამოქვეყნების წყარო სსმ, 125, 05/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2007 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 63.0pt 26.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.010.806
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-133
2007 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის თანდართული წესი.
2. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს (ლ. თოთლაძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი
ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი
თავი I
განაცხადი ცხოველის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების მოთხოვნის მიზნით
მუხლი 1🔗. განაცხადი
1. ცხოველის ახალი ჯიშის განაცხადის წარდგენა, სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის ხდება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – ,,საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი).
2. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას, რომელშიც მითითებულია სელექციონერის სახელი და მისამართი;
ბ) ცხოველის ახალი ჯიშის შეთავაზებულ დასახელებას;
გ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად ზოოლოგიურ, კონსტიტუციურ-ექსტერიერულ ნიშან-თვისებებს და სამეურნეო დახასიათებას;
დ) ცხოველის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას;
ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, ,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შეახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით აკრედიტებულ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ნიმუში;
ვ) იმ თარიღის მითითებას, როდესაც ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა ჯიშის გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.
3. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მეშვეობით, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
4. თუ განაცხადი შეტანილია უფლებამონაცვლის მიერ, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 2🔗. განცხადება
1. განცხადება უნდა იყოს გაფორმებული ,,საქპატენტის“ მიერ დადგენილი ფორმით.
2. განცხადებაში აღინიშნება:
ა) სელექციონერის სახელი და მისამართი;
ბ) ცხოველის ახალი ჯიშის სელექციონერის მიერ შეთავაზებული დასახელება;
გ) სელექციონერის წერილობითი ვალდებულება, მიაწოდოს ,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით აკრედიტებულ პირს დადგენილ ვადაში დადგენილი ოდენობით, ასევე უსასყიდლოდ მიაწოდოს ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ნიმუშები;
დ) თუ ჯიშის სპერმა, ემბრიონი ან ცოცხალი პირუტყვი გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს, სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით, ასეთი გასხვისების ან სხვაგვარად გადაცემის თარიღი.
3. უცხოური ცხოველის ჯიშის დასახელება იწერება სელექციონერის ენაზე ქართული ტრანსკრიპციით.
მუხლი 3🔗. ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა
1. ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ცხოველის ჯიშის გვარსა და სახეობას (ქართულად და ლათინურად);
ბ) სელექციონერის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს;
გ) ცხოველის ჯიშის შეთავაზებულ დასახელებას;
დ) ცხოველის ჯიშის წარმომავლობას, გამოყვანის, გამოვლენისა და გაუმჯობესების მეთოდის მითითებით და საწყის (მშობელი) ფორმებს;
ე) ცხოველის ჯიშის შენარჩუნებისა და პროდუქტიულობის მაჩვენებლებს;
ვ) ცხოველის ჯიშის განმასხვავებელ და დამახასიათებელ ნიშნებს;
ზ) მსგავსი ცხოველის ჯიშების დასახელებებს და ნიშნებს, რითაც ისინი განსხვავდებიან ცხოველის ახალი ჯიშისაგან;
თ) ცხოველის ჯიშის გამოცდისათვის საჭირო განსაკუთრებული პირობების აღწერას;
ი) თუ განაცხადი ეხება მრავალხაზიან ცხოველის ჯიშს ან პოპულაციას, ამ ჯიშის ყველა ხაზზე ცალკე ცხოველის ხაზის აღწერილობას, პროცენტული თანაფარდობის აღნიშვნით.
2. ცხოველის ჯიშის აღწერილობას ხელს აწერს სელექციონერი.
მუხლი 4🔗. ფოტოგამოსახულება
განაცხადს უნდა ჰქონდეს თანდართული ცხოველის ახალი ჯიშის ფერადი ფოტოგამოსახულება ზომით 9X12 სმ ან 13X18 სმ., ორ ეგზემპლარად, თეთრ ფონზე.
მუხლი 5🔗. ცხოველის ახალი ჯიშის დასახელება
1. ცხოველის ახალი ჯიშის დასახელება, რომელიც მიეთითება განცხადებაში, უნდა იყოს შეთავაზებული სელექციონერის მიერ.
2. თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ცხოველის ახალი ჯიში ,,საქპატენტში“ განაცხადის შეტანამდე რეგისტრირებულია სხვა რომელიმე ქვეყანაში ან იმავე ჯიშის სარეგისტრაციო განაცხადი წარდგენილია ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ სხვა ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში, ,,საქპატენტში“ განაცხადის წარდგენისას სელექციონერი ვალდებულია მიუთითოს ცხოველის ახალი ჯიშისათვის იგივე დასახელება, განაცხადის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომელიც მიუთითა ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ სხვა ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში წარდგენილ განაცხადში.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასახელება შეუთავსებელია საქართველოს კანონმდებლობასთან ან ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებთან, ,,საქპატენტი“ მოსთხოვს სელექციონერს ცხოველის ახალი ჯიშისათვის სხვა დასახელების მითითებას.
4. ცხოველის ახალი ჯიშის დასახელება შემდგომში წარმოადგენს ამ ჯიშის გვარეობით დასახელებას და შესაძლებელს გახდის მის ადვილად ამოცნობას. იგი უნდა განსხვავდებოდეს იმავე ან ახლოს მდგომი ცხოველის სხვა ჯიშის ყველა დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და არ უნდა შეურაცხყოფდეს რელიგიურ გრძნობებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მიღებული პრაქტიკაა, და არ უნდა გამოიწვიოს ცხოველის ახალი ჯიშის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობის, იდენტურობის ან სელექციონერის ვინაობის აღრევა.
მუხლი 6🔗. განაცხადის წარდგენა
1. სელექციონერი განაცხადს ცხოველის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების მოთხოვნით წარადგენს ,,საქპატენტში“.
2. ,,საქპატენტი“ საგანაცხადო მასალების მიღებას ადასტურებს მის მიერ შემუშავებული ფორმის საკანცელარიო ცნობის გაცემით.
3. განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნეს წარმომადგენლის მეშვეობით.
4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ნებისმიერ ენაზე. საგანაცხადო მასალის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში სელექციონერმა 3 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5. განცხადება, ცხოველის ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება ,,საქპატენტში“ შეტანილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად. სხვა საგანაცხადო საბუთები შეტანილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად.
6. განაცხადი ,,საქპატენტში“ შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები:
ა) განცხადება, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ცხოველის ახალი ჯიშის დასახელება;
ბ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა.
მუხლი 7🔗. სხვა ქვეყანაში ადრე შეტანილი განაცხადის ,,საქპატენტში“ წარდგენა
1. თუ სელექციონერს სურს ისარგებლოს ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ სხვა ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პრიორიტეტით, იგი ვალდებულია ,,საქპატენტში“ განაცხადი წარადგინოს ამ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანაში განაცხადის წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს სხვა ქვეყანაში განაცხადის შეტანის თარიღი. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის ,,საქპატენტში“ შეტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში წარადგინოს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი, სადაც პირველად იყო წარდგენილი განაცხადი და მისი ქართული თარგმანი.
მუხლი 8🔗. განაცხადი ფორმალური მოთხოვნის ექსპერტიზა
1. ,,საქპატენტი“ ატარებს განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რაც მოიცავს საგანაცხადო მასალების სისრულის და გაფორმების შემოწმებას, განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების ჩათვლით.
2. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში.
3. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პროცესში სელექციონერს მიეცა ვადა ამ წესით გათვალისწინებული განაცხადის ხარვეზის გამოსასწორებლად, ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის განმავლობაში ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი ვადის დინება ჩერდება.
4. თუ განაცხადს, რომელსაც დაუდასტურდა შეტანის თარიღი, აკლია უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, სელექციონერს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ხარვეზის ერთი თვის ვადაში გამოსწორების თაობაზე. თუ განმცხადებელი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდება.
5. თუ პრიორიტეტად მოთხოვნილია ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ სხვა ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანაში განაცხადის შეტანის თარიღი, ხოლო განაცხადს აკლია ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთი, მაშინ სელექციონერს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების თაობაზე. თუ სელექციონერი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდება.
6. თუ განაცხადს აკლია ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, მაშინ სელექციონერს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა 3 თვეში ხარვეზის გამოსწორების თაობაზე. თუ სელექციონერი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდება.
7. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის მოთხოვნებს, განაცხადს ენიჭება ნომერი და უდგინდება პრიორიტეტი.
8. თუ შესრულებულია ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნები, სელექციონერს ეგზავნება განცხადების ასლი შევსებული მონაცემებით, ხოლო მასალები გადაეცემა გამოსაქვეყნებლად.
9. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში ,,საქპატენტი“ ატარებს განაცხადზე სიახლის ექსპერტიზას. სიახლის ექსპერტიზისას მოწმდება, გასულია თუ არა ერთი წელი განცხადებული ჯიშის გასამრავლებელი მასალის სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით განაცხადში მითითებული პირველი გასხვისების თარიღიდან განაცხადის ,,საქპატენტში“ შეტანამდე.
მუხლი 9🔗. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება
1. ,,საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს განაცხადის შეტანიდან 2 დღის ვადაში, თუ წარდგენილია ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები.
2. თუ საგანაცხადო მასალებს აკლია აღწერილობა ან განცხადება, განაცხადს შეტანის თარიღი არ უდასტურდება და თუ სელექციონერის ვინაობა და მიმოწერის მისამართი ცნობილია, სელექციონერს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის გამოსწორების შესახებ. შეტყობინების მიღების დღიდან თუ სელექციონერი ხარვეზს გამოასწორებს ერთი თვის ვადაში, განაცხადს შეტანის თარიღად უდასტურდება მოთხოვნილი საბუთების სრულად წარდგენის თარიღი.
3. თუ სელექციონერი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას არ შეასრულებს, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება და მასალები უკან დაუბრუნდება სელექციონერს.
მუხლი 10🔗. გამოქვეყნება
1. ,,საქპატენტი“ ცხოველის ახალი ჯიშის განაცხადის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში.
2. ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება:
ა) მონაცემები სელექციონერის შესახებ;
ბ) განაცხადის წარდგენის თარიღი;
გ) ცხოველი ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
დ) ცხოველის ახალი ჯიშის მოკლე დახასიათება, ხოლო აღწერილობა გამოიფინება საჯაროდ გასაცნობად.
3. გამოქვეყნების შემდეგ მასალები ორი კვირის ვადაში გადაეცემა გამოცდის ჩასატარებლად ,,ცხოველის ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ აკრედიტებულ პირს.
4. ,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული აკრედიტებული პირი ატარებს ცხოველის ახალი ჯიშის გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდა ტარდება განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული მეთოდიკების საფუძველზე.
მუხლი 11🔗. ცხოველის ახალი ჯიშის რეგისტრაცია
1. ცხოველის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ ,,საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება ცხოველის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის თაობაზე.
2. ცხოველის ახალი ჯიშების რეესტრში შეიტანება:
ა) ცხოველის ახალი ჯიშის გვარი და სახეობა;
ბ) ცხოველის ახალი ჯიშის დასახელება;
გ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება;
დ) სელექციონერის სახელი (დასახელება) და მისამართი;
ე) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.
3. რეესტრში მონაცემების შეტანის შემდეგ გაიცემა მოწმობა, რომლის ფორმასაც ადგენს ,,საქპატენტი“, ხოლო მონაცემები ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში.
4. ,,საქპატენტის“ მიერ ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება: სელექციონერის სახელი და მისამართი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, ცხოველის ახალი ჯიშის გვარი და სახეობა, ცხოველის ახალი ჯიშის დასახელება, ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება.
5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დადგენილი წესით გაეცნოს ცხოველთა ახალი ჯიშების რეესტრის მონაცემებს.
მუხლი 12🔗. ცვლილებების შეტანა რეესტრში
1. სელექციონერს ცხოველის ახალი ჯიშის რეგისტრაციის მოქმედების პერიოდში უფლება აქვს რეგისტრირებულ მონაცემებში შეიტანოს ცვლილება ან დამატება მხოლოდ სელექციონერის ან მისი წარმომადგენლის მისამართთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცვლილებები ქვეყნდება ,,საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში.
თავი II
პროცედურული ვადების გაგრძელება, შეწყვეტა და აღდგენა
მუხლი 13🔗. პროცედურული ვადების გაგრძელება
1. სელექციონერს უფლება აქვს ,,საქპატენტისადმი“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს პროცედურული ვადების გაგრძელება ერთი თვის ვადით ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე, განაცხადის გამოქვეყნებამდე.
2. ასეთი თხოვნის წარდგენა დასაშვებია არა უმეტეს სამჯერ.
მუხლი 14🔗. შეწყვეტა
სელექციონერს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ საფეხურზე გამოითხოვოს განაცხადი ან მოითხოვოს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
მუხლი 15🔗. განაცხადის აღდგენა
სელექციონერს უფლება აქვს ,,საქპატენტისადმი“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს განაცხადზე შეწყვეტილი საქმისწარმოების აღდგენა საქმისწარმოების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
მუხლი 16🔗. შედავებების განხილვა
1. ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში ნებისმიერ პირს უფლება აქვს ,,საქპატენტს“ წარუდგინოს წერილობითი შედავება, თუ:
ა) ცხოველის ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს;
ბ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა სრულ წარმოდგენას არ ქმნის ახალი ჯიშის შეფასებისთვის;
გ) აღწერილობაში შეტანილი მონაცემები გაყალბებულია;
დ) განაცხადში აღწერილ ცხოველის ახალ ჯიშზე მოთხოვნილი პრიორიტეტი სხვა ქვეყანაში ამ ცხოველის ჯიშზე წარდგენილი განაცხადის მიხედვით საფუძველსაა მოკლებული.
2. შედავების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში ,,საქპატენტი“ შედავების მასალებს დასკვნისათვის გადასცემს ,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს. შედავების მასალების ასლი გადაეცემა განმცხადებელს.
3. „საქპატენტი“ შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის დასკვნის საფუძველზე.
4. სელექციონერს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის ან განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
5. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატა საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 2 თვის ვადაში.
6. ,,საქპატენტის“ ან ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
ცხოველთა ახალ ჯიშებზე იძულებითი ლიცენზიის გაცემა
მუხლი 17🔗. იძულებითი ლიცენზიის გაცემა
1. ახალი ჯიშის გამოყენებაზე იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის ეროვნული საბჭოს (შემდგომში – საბჭო) რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. იძულებითი ლიცენზიის გაცემა ხდება სელექციონერისათვის ლიცენზიის საფასურის გადახდის პირობით.
3. იძულებითი ლიცენზია გაიცემა მხოლოდ მარტივი ლიცენზიის სახით.
მუხლი 18🔗. იძულებითი ლიცენზიის გაცემის პირობები
იძულებითი ლიცენზიის გაცემა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ საჯარო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით და იგი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მანამდე ცდილობდა სელექციონერისაგან ლიცენზიის მიღებას გონივრული პირობებით და გონივრულ ვადებში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.
მუხლი 19🔗. ცხოველის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები
იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დგინდება ცხოველის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა, სელექციონერისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა.
მუხლი 20🔗. იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ახალი ჯიშის გამოყენებაზე იძულებითი ლიცენზიის გაცემის მომენტისათვის ცხოველის ახალ ჯიშზე განსაკუთრებული უფლებების მოქმედების დარჩენილ ვადას.
2. იძულებითი სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები სრულდება და არის ამის აუცილებლობა.
მუხლი 21🔗. იძულებითი ლიცენზიის მიღება
1. იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით.
2. იძულებითი ლიცენზიის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ მიღებულ განცხადებას ორი კვირის ვადაში უგზავნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ მეცხოველეობის ეროვნულ საბჭოს.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) მტკიცებულებას, რომ დაინტერესებულმა პირმა აწარმოა მოლაპარაკება სელექციონერთან, მაგრამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ცხოველის ახალ ჯიშზე სამართლიანი პირობებით ლიცენზიის მიღების თაობაზე;
ბ) მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ სელექციონერი საკმარისად არ იყენებს ცხოველის ახალ ჯიშს, რითაც ზიანდება საჯარო ინტერესები;
გ) ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლებს;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადას.
4. განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში საბჭო განიხილავს მას და გამოაქვს გადაწყვეტილება.
5. იძულებითი ლიცენზიის გაცემისას საბჭოს გადაწყვეტილება შეიცავს:
ა) ლიცენზიის გამოყენების ფარგლებს და მოქმედების ვადას;
ბ) სელექციონერის ანაზღაურების ოდენობას.
6. საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს რეკომენდაციის სახე.
მუხლი 22🔗. იძულებითი ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტა
თუ იძულებითი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში შემოწმებით დადგინდება, რომ აღარ არსებობს იძულებითი ლიცენზიის მოქმედების საფუძვლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედება წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით.
მუხლი 23🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილება იძულებითი ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.