ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.08.2007
ძალის დაკარგვა 15.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №772
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.010.810
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 06/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1. | ნათლად არის ჩამოყალიბებული პრობლემის არსი, მიზანი და ამოცანები |
| 2. | აქვს მაღალი მეცნიერული და/ან პრაქტიკული მნიშვნელობა |
| 3. | ნათლად არის ჩამოყალიბებული მოსალოდნელი შედეგები, მათი მიღწევისა და შეფასების მექანიზმები |
| 4. | პროექტის განხორციელება შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში რეალისტურია |
| 5. | ნათლად არის აღწერილი ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, ხოლო არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება რეალისტურია |
| 6. | პროექტის განხორციელებისათვის გრანტის მაძიებელს გააჩნია სათანადო პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია |
| სულ | 100 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.10.2015
დოკუმენტის ტექსტი
ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:46.3pt 45.0pt .25in 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.010.810
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №772
2007 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №328 ბრძანებულების მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულება (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები (დანართი №2).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი №1
დებულება
ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი (შემდგომში – გრანტი) არის მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება და მიმართულია მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და მათი სამეცნიერო პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობისკენ.
2. წინამდებარე დებულება აწესრიგებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების განხორციელების კონტროლის წესს.
მუხლი 2🔗. გრანტის მიზანი და ამოცანები
1. გრანტის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს საქართველოში მეცნიერების განვითარებას.
2. გრანტის ამოცანაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ ღია კონკურსის გზით, დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეული და დამტკიცებული სამეცნიერო პროექტების ფინანსური უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
1. გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებას;
ბ) კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადების დადგენას, კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას, საგრანტო განაცხადისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ) პროექტის მომზადებისა და კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით კონკურსანტებისათვის კონსულტაციების მოწყობას;
დ) პროექტის შეფასებას შესაბამისი დარგის ექსპერტთა მეშვეობით;
ე) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენასა და სამეცნიერო საბჭოს მიერ მის დამტკიცებას;
ვ) შერჩეული პროექტების საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
ზ) დამტკიცებული პროექტების დაფინანსებას და მათი განხორციელების კონტროლს ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაფინანსება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 4🔗. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები
1. ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო საგრანტო კონკურსები შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის.
2. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 35- წლამდე საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მეცნიერებს (მაგისტრს, დოქტორანტს, დოქტორს და მათთან გათანაბრებულ პირებს).
3. კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ ბაკალავრს, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
4. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტის წარმდგენ ფიზიკურ პირს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
5. საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს:
ა) 3 თვე;
ბ) 6 თვე;
გ) 9 თვე;
დ) 12 თვე.
6. გრანტის მაქსიმალური ოდენობაა:
ა) სამთვიან პროექტებზე – 5 000 ლარი;
ბ) ექვსთვიან პროექტებზე – 9 000 ლარი;
გ) ცხრათვიან პროექტებზე – 12 000 ლარი;
დ) თორმეტთვიან პროექტებზე – 15 000 ლარი.
7. თითოეულ პიროვნებას შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს ერთი პროექტისა ერთ საგრანტო კონკურსში.
8. ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
ა) ქართველოლოგიური მეცნიერებები;
ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ე) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
ვ) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები;
ზ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
თ) აგრარული მეცნიერებები.
9. ფონდის მიერ განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებისათვის დადგენილი თანხიდან, მიმართულების ნაშთის სხვა მიმართულებაში გადანაწილების უფლება აქვს ფონდს. ნაშთი არის სამეცნიერო მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხის ის ნაწილი, რომელიც:
ა) რჩება მიმართულებაში ყველა დამტკიცებული პროექტის დაფინანსების შემდეგ;
ბ) თანხის განაწილების შემდეგ სრულად ვერ ფარავს შესაბამის მაღალქულიან პროექტს.
10. ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად ფონდი არ აფინანსებს საგრანტო პროექტებს, რომლებიც ვერ მოიპოვებენ 40 ქულაზე მეტს.
მუხლი 5🔗. ფონდში საგრანტო პროექტის საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვის პროცესი და შეფასება
1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტის შესაფასებლად კომპეტენტური და დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევას. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს სულ ცოტა ორმა შესაბამისი დარგის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე ექსპერტმა.
2. ექსპერტები აფასებენ პროექტებს დადგენილების დანართი №2-ით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. შეფასების შედეგები წარედგინება ფონდს მის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. ექსპერტთა შეფასების საფუძველზე ფონდი ავლენს უმაღლესი ქულების მქონე პროექტებს სამეცნიერო მიმართულებათა მიხედვით.
3. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ნუსხას ფონდის დირექტორი წარუდგენს ფონდის სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად.
4. ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროექტებს ფონდი დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
5. პროექტის დამტკიცების შემდეგ ფონდი აფორმებს ხელშეკრულებას გრანტის მიმღებთან.
6. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ, პროექტის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს მათთვის ექსპერტთა შეფასების გაცნობას ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე.
7. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
8. ფონდის მიერ დადგენილ ვადაში შეფასების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ფონდი გადაწყვეტილებას იღებს სხვა ექსპერტთა შეფასების საფუძველზე.
9. საგრანტო პროექტის შეფასებისას ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესის დარღვევის შემთხვევაში საგრანტო პროექტი საჭიროებს ხელახალ განხილვას.
მუხლი 6🔗. საგრანტო პროექტის განხილვაში, შეფასებასა და დამტკიცებაში მონაწილეობის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ექსპერტი იყოს 35 წელზე ნაკლები ასაკის პირი.
2. არ შეიძლება საგრანტო პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან იყოს ექსპერტი პირი, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საგრანტო კონკურსში;
ბ) საგრანტო კონკურსში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) საგრანტო კონკურსში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) იყო ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტი მოცემულ საგრანტო კონკურსში;
ე) შრომით ურთიერთობაშია დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი.
4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია ფონდს აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოების შესახებ და გააკეთოს თვითაცილება.
მუხლი 7🔗. საგრანტო კონკურსის ეტაპები
საგრანტო კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების მომზადება და ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით;
დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე ფონდის მიერ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა;
ე) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცება;
ვ) შერჩეული პროექტების საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
ზ) დასაფინანსებელი პროექტების ავტორებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
მუხლი 8🔗. საგრანტო პროექტების შესრულების მონიტორინგი, პროექტის დაფინანსების შეჩერება, შეწყვეტა
1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული საგრანტო პროექტების ფინანსურ და შინაარსობრივ კონტროლს.
2. პროექტზე მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმებს და მათი წარმოდგენის პერიოდულობას ადგენს ფონდი.
3. საგრანტო პროექტის დაფინანსება შეიძლება შეწყდეს ფონდის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ან პროექტის ავტორის ინიციატივით.
4. პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის, გრანტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ყალბი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია შეაჩეროს ან\და შეწყვიტოს პროექტის საგრანტო დაფინანსება. დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში ფონდის გადაწყვეტილებაში მიეთითება ის ვადები და პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – შეწყვეტა.
5. პროექტის ავტორის ინიციატივით გრანტის შეწყვეტის შემთხვევაში, პროექტის ავტორი ვალდებულია ფონდს დაუბრუნოს აუთვისებელი სახსრები და გრანტის ფარგლებში შეძენილი ქონება.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ფონდის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება და აუთვისებელი სახსრები გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.
მუხლი 9🔗. გარდამავალი დაბულებები
პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემა და კონტროლი უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.
დანართი №2
ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
ქულა
1.
ნათლად არის ჩამოყალიბებული პრობლემის არსი, მიზანი და ამოცანები
14
2.
აქვს მაღალი მეცნიერული და/ან პრაქტიკული მნიშვნელობა
24
3.
ნათლად არის ჩამოყალიბებული მოსალოდნელი შედეგები, მათი მიღწევისა და შეფასების მექანიზმები
21
4.
პროექტის განხორციელება შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში რეალისტურია
11
5.
ნათლად არის აღწერილი ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, ხოლო არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება რეალისტურია
13
6.
პროექტის განხორციელებისათვის გრანტის მაძიებელს გააჩნია სათანადო პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია
17
სულ
100