საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №785
სარეგისტრაციო კოდი 270.030.000.22.022.010.811
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 06/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,238 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 44.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.030.000.22.022.010.811 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №785 2007 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო  სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული  შრომითი ხელშეკრულების პირობების  დამტკიცების შესახებ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია დანართი საჯარო  სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების  პირობები თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. შრომითი ხელშეკრულების ფორმა 1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, წინამდებარე ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 2. შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. ამ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ ენას აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ქართული. ხელშეკრულების ტექსტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ქართულ ენაზე დადებული შრომითი ხელშეკრულების ტექსტს.     მუხლი 2🔗. შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები არიან: ერთი მხრივ – საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა), წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირით – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარით და მეორე მხრივ – კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩეული სკოლის დირექტორი (დასაქმებული).     მუხლი 3🔗. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა შრომითი ურთიერთობა სკოლასა და სკოლის დირექტორს შორის წარმოიშობა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სკოლის დირექტორად რეგისტრაციის მომენტიდან. თავი II შრომითი ხელშეკრულების  შინაარსი     მუხლი 4🔗. შრომითი ხელშეკრულების პირობები 1. შრომითი ხელშეკრულებით სავალდებულოა განისაზღვროს: ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი; ბ) ხელშემკვრელი მხარეების ვინაობა და მისამართი; გ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები; დ) სამუშაო დრო; ე) სამუშაო ადგილი; ვ) შრომის ანაზღაურების პირობები; ზ) შვებულების მიცემის წესი; თ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი; ი) შრომითი ხელშეკრულების მოქმედება; კ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა; ლ) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები; მ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 2. შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შრომით ხელშეკრულებაში მითითებული ვადების გამოთვლასთან, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებასთან, მისი პირობების შეცვლასთან, ვადამდე შეწყვეტასთან და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის, ანაზრაურებადი შვებულების ხანგრძლივობა.     მუხლი 5🔗. ხელშემკვრელი მხარეების ვინაობა და მისამართი შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეები ვალდებულნი არიან მიუთითონ თავიანთი სტატუსი (დასაქმებული – საქართველოს მოქალაქე, დამსაქმებელი – სკოლა, სამეურვეო საბჭოს სახით), ვინაობა (გვარი, სახელი) და მისამართი. სკოლის შემთხვევაში მისამართად მითითებულ უნდა იქნეს სკოლის ოფიციალური მისამართი, ხოლო დასაქმებულის შემთხვევაში – მისი ფაქტობრივი და სარეგისტრაციო მისამართი.     მუხლი 6🔗. შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. სკოლის დირექტორი ვალდებულია: ა) სკოლის სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა, სკოლის განვითარების სტრატეგია და სკოლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, აგრეთვე სკოლის შინაგანაწესი და სკოლის ბიუჯეტი; ბ) უზრუნველყოს სკოლის შემდგომი წინსვლა და განვითარება სკოლის თვითშეფასების საფუძველზე; გ) უზრუნველყოს სწავლებისა და სწავლის მაღალი ხარისხი და სწავლის თანაბარი შესაძლებლობები ყველა მოსწავლისათვის; დ) შექმნას სწავლისა და განვითარებისათვის უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემო სკოლაში; ე) განახორციელოს სკოლის პოლიტიკა; ვ) მართოს სკოლა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ხელი შეუწყოს სიახლეების დანერგვას სკოლაში; ზ) წარმართოს სკოლის ყოველდღიური საქმიანობა და უზრუნველყოს სკოლის ფიზიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენება სკოლის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად; თ) უზრუნველყოს ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ეფექტური კავშირების დამყარების, განვითარებისა და შენარჩუნების მიზნით; ი) იზრუნოს საკუთარ და სკოლის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე; კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2. შრომით ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის მხარეთა – სკოლისა (დამსაქმებლის) და სკოლის დირექტორის (დასაქმებულის) სხვა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.     მუხლი 7🔗. სკოლის შინაგანაწესის  მოქმედება შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომში – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.     მუხლი 8🔗. შრომის ანაზღაურების პირობები შრომით ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს სკოლის დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობები – ოდენობა სკოლის საშტატო განრიგის/ნუსხის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების გაცემის ადგილთან და გაცემის სიხშირესთან, ანგარიშსწორების ფორმასთან და დროსთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 9🔗.  მხარეთა პასუხისმგებლობის წესი 1. შრომითი ხელშეკრულების მხარეები პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე. 2. სკოლის დირექტორის დისციპლინური პასუხისმგებლობა სკოლის შინაგანაწესისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.     მუხლი 10🔗. შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა შრომითი ხელშეკრულება შედგენილ უნდა იქნეს არანაკლებ სამ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლარი – იგზავნება და ინახება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული სკოლის დირექტორთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შედგენილ უნდა იქნეს არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ინახება ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.     მუხლი 11🔗. შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შრომით ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმებული ცვლილებები ან დამატებები შედგენილ უნდა იქნეს წერილობით, რაც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ. შრომით ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების ან/და დამატების მიმართ ვრცელდება ამ დანართის მე-10 მუხლით დადგენილი წესი.     მუხლი 12🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა 1. შრომითი ხელშეკრულების ბოლოს სავალდებულოა მიეთითოს მხარეთა რეკვიზიტები, რაც გულისხმობს მათ პირად მონაცემებს (მისამართი – ოფიციალური, მუდმივი და სარეგისტრაციო მისამართი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, საბანკო ანგარიში და სხვა) და ხელმოწერას. 2. სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლის ხელმოწერას სავალდებულოა დაესვას სკოლის ბეჭედი.     მუხლი 13🔗. შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა 1. სკოლის დირექტორთან დადებული შრომითი ხელშეკრულება ვადამდე წყდება სამეურვეო საბჭოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.