საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.02.2008
ძალის დაკარგვა 10.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.978
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 25/02/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 60.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №34
2008 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში. თავისი კომპეტენციის ფარგლებში იგი შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე, რომელიც კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროს საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. მას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: თბილისი, 0177, მ. თამარაშვილის ქ. №15ა.
მუხლი 2🔗. სამინისტროს ფუნქციები და ამოცანები
სამინისტროს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება და ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა;
ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;
გ) მიგრანტთა კატეგორიების დადგენა;
დ) ლტოლვილთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ხელშეწყობა, სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა;
ე) მიგრაციული ნაკადის აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
ვ) დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საერთაშორისო (სამთავრობო და არასამთავრობო) ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
თ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელების ორგანიზება;
ი) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა; ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება;
კ) თავის ძირითად ამოცანათა ფარგლებში საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
ლ) მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად სამართლებრივი ბაზის მომზადება;
მ) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად მიგრანტთა მიღება-განსახლების, გადაუდებელი დახმარების, დასაქმების ხელშეწყობისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის ორგანიზება;
ნ) მიგრანტთათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი;
ო) ლტოლვილთა, დევნილთა, დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
პ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად ლტოლვილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადებაში მონაწილეობა;
ჟ) საქართველოს სახელით საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა და სათანადო ინფორმაციის გავრცელება.
მუხლი 3🔗. სამინისტროს უფლებამოსილებანი
სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს სამინისტროს საქმიანობის გეგმები და მათი შესრულებისათვის უზრუნველყოს საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემა;
ბ) მართოს თავის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონება;
გ) შეიმუშაოს სამინისტროს საშტატო ნუსხა და განახორციელოს მოხელეთა სწავლების ორგანიზება;
დ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს სამინისტროსათვის დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა;
ე) სათანადო ორგანოებში შეიტანოს წარდგინება უკანონო მიგრანტთა გაძევების შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშაოს და გამოსცეს სამართლებრივი აქტები და მოითხოვოს მათი შესრულება;
ზ) დასახულ ამოცანათა გადაწყვეტისათვის გაანაწილოს მიზნობრივად გამოყოფილი ფინანსური სახსრები და მატერიალური საშუალებები;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულებები როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) განიხილოს სამინისტროში შემოსული წერილები, განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები;
კ) მოიწვიოს სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები, მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, საქველმოქმედო აქციები, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
ლ) დადგენილი წესით გამოსცეს თავისი საქმიანობის ამსახველი ჟურნალები, ბიულეტენები და სხვა ბეჭდვითი მასალები.
მუხლი 4🔗. მინისტრი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ვ) ადგენს სამინისტროს სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
თ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
ი) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
მ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;
ო) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის;
პ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
ჟ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
რ) კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს;
ს) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;
ტ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 5🔗. მინისტრის მოადგილეები
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 6🔗. სამინისტროს სტრუქტურა
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი, აგრეთვე საკუთარი ბლანკის არსებობა და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებითა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) შიდა დაყოფის მიხედვით ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავის მოვალეობათა შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს და მინისტრის იმ მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინაციას უწევს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა ხელფასისა და პრემიის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საფინანსო დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი;
ე) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) შიდა კონტროლის სამმართველო;
თ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო.
5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად და განყოფილებებად, რომელთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
6
. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;
ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველო;
გ) ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის სამმართველო;
დ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველო.
მუხლი 7🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობანი და სტრუქტურა
1. საფინანსო დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა-ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება;
ე) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება; დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მინისტრის ცალ-კეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
2. საფინანსო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო.
3. იურიდიული დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი საკითხების შესახებ იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
დ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
4. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველო.
5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;
ბ) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვითარება;
გ) ურთიერთობის წარმართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
დ) საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებიდან გამომდინარე, სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით.
6. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) ლტოლვილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა აღრიცხვა; მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ბ) ლტოლვილთა სტატუსის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
გ) ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
დ) ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
ე) ლტოლვილთა მონაცემების ბაზის შექმნა; ლტოლვილთა ანკეტისა და ლტოლვილის მოწმობის ფორმების შემუშავება, ანკეტების წარმოება და მოწმობების გაცემის ორგანიზება;
ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
ზ) ლტოლვილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
თ) ლტოლვილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
ი) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიანტთა საინფორმაციო ბანკის შექმნა; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;
კ) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციული პროცესების მონიტორინგი;
ლ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამების განხორციელება; ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზება; ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ეკომიგრანტების მონაცემთა ბაზის შექმნა;
მ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ნ) შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი;
ო) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
პ) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად;
რ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
7. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველო;
ბ) განსახლების სამმართველო;
გ) მიგრაციის სამმართველო.
8. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაბაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა;
ვ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმის შემუშავება; მოწმობის გაცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება;
ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიღება, გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა; შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
კ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
ლ) კონფლიქტის ზონებში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სხვა პირთა კონფლიქტის ზონაში არსებული უძრავი ქონების დაცვის მექანიზმების შემუშავება;
მ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
9. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სოციალურ საკითხთა სამმართველო;
გ) უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველო.
10. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;
გ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;
დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
თ) საკადრო რესურსების მართვის ორგანიზება; სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზება;
ი) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
11. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) კადრების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
12. შიდა კონტროლის სამმართველოს უფლება-მოვალეობანია:
ა) სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ბ) მინისტრის დავალების საფუძველზე კონკრეტულ საკითხთა შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
13. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფლება-მოვალეობანია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე;
გ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება;
დ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;
ე) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე დევნილთა შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
14. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება.
მუხლი 8🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას საბჭოები და კომისიები (შემდგომში – საბჭო) სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. საბჭო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. საბჭოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. საბჭოს მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
4. თუ საბჭოს თავმჯდომარე არ არის სახელმწიფო მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს საბჭოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
5. საბჭოს საქმიანობასა და საბჭოს სხდომის საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
6. საბჭო უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომ ამოცანათა შესასრულებლად სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.
7. საბჭო ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 9🔗. სამინისტროს სიმბოლიკა
1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მმ დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს არის წარწერა „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო“.
2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
მუხლი 10🔗. სამსახურებრივი ზედამხედველობა
1. მინისტრი კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ მომზადებულ აქტებსა და საქმიანობას.
2. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს თავის პირველ მოადგილეს.
მუხლი 11🔗. სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანა
სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.