კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორებისა და დამატების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით სპეციალური ჯგუფების მუშაობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 12.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №7/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.010.826
გამოქვეყნების წყარო სსმ, 128, 13/09/2007
matsne.gov.ge 440 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორებისა და დამატების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით სპეციალური ჯგუფების მუშაობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.010.826 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №7/2007 2007 წელი 12 სექტემბერი ქ. თბილისი კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ამომრჩეველთა მონაცემების გადა­მოწ­მების/შესწორებისა და დამატების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარე­გისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით სპეციალური ჯგუფების მუშაობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლისა და 129​4 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება-შესწორებისა და დამატების მიზნით სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ შემოვლით ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                           ა. ღონღაძე კომისიის მდივანი                                                                             გ. მჭედლიძე დანართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება-შესწორების მიზნით სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ შემოვლით ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ინსტრუქცია 1. სპეციალურ ჯგუფს შესამოწმებლად გადაეცემა სპეციალური სახით დაბეჭდილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის მისთვის განკუთვნილი ნაწილი და ცარიელი ფორმა გამოტოვებულ ამომრჩეველთა აღსარიცხად. 2. სპეციალური ჯგუფის წევრები კარდაკარ დაივლიან საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ოჯახს, ნახავენ თითოეული ამომრჩევლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ძველი საბჭოთა პასპორტი, ყველა სხვა სახის დოკუმენტი სიაში ცვლილებების შეტანის საფუძვლად არ გამოდგება!) და მონაცემებს შეადარებენ მათ ხელთ არსებულ ამომრჩეველთა სიას. 3. თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანილი მონაცემები არ ემთხვევა ამომრჩევლის პირადობის მოწმობის მონაცემებს, სპეციალური ჯგუფის წევრი დაბეჭდილ სტრიქონში გადახაზავს მხოლოდ არასწორ სიმბოლოებს (გრაფებში ,,პირადი ნომერი“ და ,,დაბადების თარიღი“ – არასწორ ციფრებს, გრაფაში ,,გვარი, სახელი“ – არასწორად აკრეფილ ასოებს, ხოლო გრაფაში ,,მისამართი“ – საჭიროებისამებრ ასოებსაც და ციფრებსაც) და საჭირო ცვლილებებს შეიტანს უშუალოდ დაბეჭდილი მონაცემების ქვემოთ შესწორებებისათვის განკუთვნილ ცარიელ სტრიქონში გადახაზული სიმბილოების ქვეშ. არ გადაწეროთ სწორი მონაცემები! ყველა შესწორება უნდა გაკეთდეს: ●     მხოლოდ წითელი ფერის პასტით; ●     მკაფიო, ოპერატორისათვის ადვილად გასარჩევი კალიგრაფიით. 4. ინფორმაცია ამომრჩევლის რეგისტრაციიდან მოხსნის ან გარდაცვალების შესახებ აღინიშნება გრაფაში ,,შენიშვნა“. 5. თუ ამომრჩეველი არ აღმოჩნდა შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მაგრამ თვითონ ან მისი ოჯახის წევრი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ამ უბანზეა რეგისტრირებული, სპეციალური ჯგუფის წევრს ასეთი ამომრჩევლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მონაცემები შეაქვს ამომრჩეველთა დამატების აღრიცხვის ფორმაში. 6. ორივე სახის ფორმაში შეტანილი მონაცემების სისწორეს თითოეულ გვერდზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი პირი. 7. სპეციალური ჯგუფის წევრები გრაფაში ,,შენიშვნა“ ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საჭიროებისამებრ აღნიშნავენ იმ უსინათლო ამომრჩევლებს, რომლებმაც იციან ბრაილის შრიფტით სარგებლობა. 8. ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმების დასრულების შემდეგ ამომრჩეველთა შესწორებულ ერთიან სიას და ამომრჩეველთა დამატების აღრიცხვის ფორმებს სპეციალური ჯგუფი დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.