,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.010.839
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1349
2007 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №80 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №113, მუხ. 1242) დამტკიცებულ ,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (რეგიონალური სატყეო სამმართველოს) ტყის მცველის (რეინჯერის), დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის უფროსის, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უბნის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამისილი პირების მიერ, მათთვის ტყის მართვაზე საქართველოს ტყის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.
4. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (რეგიონალური სატყეო სამმართველოს) ტყის მცველის (რეინჯერის), დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის უფროსის, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უბნის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, მათთვის ტყის მართვაზე საქართველოს ტყის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.“.
2. დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ხე-ტყე – ხის დახარისხების (დამზადების) შედეგად მიღებული სამასალე მორი ან საშეშე მერქანი.
2. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია – ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, შავად ნამზადი დეტალი.“.
3. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დოკუმენტის გამცემი ორგანო ვალდებულია განაცხადოს უარი დოკუმენტის გაცემაზე, თუ:
ა) არ არსებობს წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საფუძველი;
ბ) დარღვეულია ტყით სარგებლობის ან ხანძარსაწინაამღდეგო წესები, მათ შორის ტყით მოსარგებლეს შეჩერებული აქვს ტყით სარგებლობის უფლება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძვლები ან/და დარღვეულია ტყით სარგებლობის ვადები;
გ) სახეზე არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შესაბამისობა;
დ) 4 სმ და მეტი დიამეტრის (წვრილი ბოლო) მქონე საშეშე მერქნის შემთხვევაში არ არის დაკოტრილი სიგრძით არა უმეტეს ერთ მეტრამდე;
ე) დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.
4. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:
,,3. სამასალე მორისთვის და საშეშე მერქნისთვის დოკუმენტის გაცემა ხდება ცალ-ცალკე.“.
5. დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტის გაცემა დადასტურდება ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღრული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდის დარტყმით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დოკუმენტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის გამცემ პირს.“.
6. დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოებისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირზე დოკუმენტის ფორმები გაიცემა (ასევე გაფუჭებული ან გაუქმებული ბრუნდება) შესაბამის ჟურნალში ხელის მოწერით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე