⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.09.2010)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.09.2007
ძალის დაკარგვა 21.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1415
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.010.850
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 26/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,295 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2007 მიღება
21.09.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt .5in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.010.850 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1415 2007 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებ­ლობის უფლებით გადაცემის შესახებ, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის და მე-12 მუხლის 6​2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელ­მწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივა­ტიზების შესახებ“. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წლის 20 სექტემბრის №1-1/102 ბრძანება „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის პირველი მოადგილე დ. ნატროშვილი დებულება სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონე­­ბის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყი­დ­ვის ფორმით პრივატიზების წესს. 2. „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პირ­და­­პირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძ­­ველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტი­ლებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართვე­ლოს პრეზიდენტი. 3. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორ­მით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაე­ცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინ­დისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდა­პირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პი­რო­ბას (პირობებს), ხოლო, თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძ­ველ­ზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირ­დაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). 4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქო­ნე­ბის მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 5. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორ­მით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს კონკურენ­ტული შერჩევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით. 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონ­კუ­რენ­ტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის წარდგი­ნების საფუძველზე, ხოლო საკითხს ამზადებს საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემ­დგომში – სამინისტრო). 7. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე სახელ­მწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ: ა) არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირო­ბათა სიმრავლე; ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია. 8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების პირ­დაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტე­რესის გამოხატვით. 9. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონ­კუ­რენ­ტული შერჩევის მიზნით შესაბამისი ღო­ნისძიებების გატარების თაობაზე. 10. კონკურენტული შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქონების და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყე­ნოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერე­სებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შე­საძ­ლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენ­ციური ინვესტორების ინფორმირების პირობით. 11. საქართველოს მთავრობა ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხა­დებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუ­თებულ წინადადებებს კონკურენტული შერჩევის საფუძ­ველზე ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვე­ტილებას ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 12. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებემდე, ქონების პრივატიზების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 %-ი. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთა­ვა­ზე­ბული ინვესტიციის მოცულობის 5 %-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიც­ხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 13. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების პირ­­და­პირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიი­ღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.     მუხლი 2🔗. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება პირდაპირი მიყიდვის, მათ შორის კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელ­მწი­ფო ქონების შესყიდვის მსურველი განცხადებით მიმარ­თავს სამინის­ტროს და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იური­დიუ­ლი პირის შემთხვევაში); გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთ­ხოვნილ იქნეს სამინისტროს მიერ (მათ შორის, ცალ­კეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუ­მენ­ტები). დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარ­მოდ­გენილ უნდა იქნეს სამინისტროს მიერ მოთხოვნილ ვადაში.     მუხლი 3🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. პირდაპირი მიყიდვის, მათ შორის, კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელ­მწიფო ქონების პრივატიზების საკითხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ხელშეკრულების დასადებად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 2. სამინისტრო მყიდველთან ნასყიდობის ხელშეკრუ­ლებას (შემდგომში – ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში. 3. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორ­მით პრივატიზებისას მყიდველი ნასყიდობის თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. 4. ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ; ბ) გამყიდველისა და მყიდველის მისამართები; გ) შეძენილი ქონების დასახელება; დ) შეძენილი ქონების შემადგენლობა; ე) ნასყიდობის ფასი და გადახდის ვადები; ვ) შეძენის პირობები (ვალდებულებები), თუ ისინი დადგენილია სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტი­ლებით; ზ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; თ) კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, ასევე, ინვესტიციის მოცულობა და მისი განხორციელების გრაფიკი; ი) სხვა მონაცემები დასადები ხელშეკრულების სპეცი­ფი­კის გათვალისწინებით; კ) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. 5. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგის­ტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფ­ლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პი­­რობით.     მუხლი 4🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა 1. თუ მყიდველი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირ­და­პირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების ნასყიდობის ფასს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე. 2. მყიდველი ვალდებულია პირდაპირი მიყიდვით (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით) შეძენილი სახელმწიფო ქონების პრივატიზე­ბის შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები), მოქმედი კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე, 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. ხელშეკრუ­ლებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალის­წინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 3. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადას­ტურებამდე მყიდველს უფლება არა აქვს, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე განკარგოს, გასცეს სარგებლობაში ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. ამასთან, მყიდველი პასუხისმგებელია გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე. 4. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებუ­ლია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო სამინის­ტროსა და მყიდველს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერი­ლობით უნდა ეცნობოს სამინისტროს. 5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეს­რუ­ლებულად ითვლება სამინისტროს მიერ მათი დადას­ტურების მომენტიდან. 6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუს­რულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერი­ლობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარ­ღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდე­ნობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრუ­ლებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდე­ლი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგა­დაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლო­ბის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადა­გადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ პირდაპირი მიყიდვის (კონკურენ­ტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე) და სახელშეკრულებო პირობების შეუსრუ­ლებ­ლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკ­რულებით. 8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესე­ბულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინის­ტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.     მუხლი 5🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონ­კუ­­რენ­ტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდ­ვის საფუძველზე) ფორმით პრივატიზებასთან დაკავში­რებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განი­­ხი­­ლავს სასამართლო.