„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.855
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №547
2007 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №176, მუხლი 2416) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების 321 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„321. ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობის შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა) მომზადება-წარმოება;
ბ) შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დოკუმენტების პროექტების მომზადება;
გ) კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი, ატესტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების შედეგების გავლენის ანალიზი, ვაკანსიების შევსების სისტემის ანალიზი;
დ) კადრების რაოდენობრივი შემადგენლობისა და მონაცემთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების და შრომის წიგნაკების წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, საკადრო მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა;
ე) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ზ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამდებობის პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების პროექტების მომზადება;
ი) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომელთა საკლასო ჩინების მინიჭებასთან დაკავშირებული მუშაობის ორგანიზება;
კ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მუშაკთა დასაჯილდოებელი მასალის მომზადება;
ლ) მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე;
მ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ნ) პერსონალის ანალიზი ასაკობრივი მონაცემების, განათლების, სამუშაო გამოცდილების მიხედვით;
ო) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების „ორგანიზაციული აღწერის“ მომზადება და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
პ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თითოეული თანამდებობისთვის „სამუშაო აღწერის“ მომზადება და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
ჟ) „ორგანიზაციული აღწერის“ და „სამუშაოს აღწერის“ საფუძველზე თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში სამუშაო პირობების შესწავლა ანალიზი, შეესაბამება თუ არა სამუშაოს მოცულობისა და ქვედანაყოფის რაოდენობის – შემადგენლობის შესაბამისობის და სამუშაო დროის მართვის ანალიზი;
რ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თითოეული თანამდებობისათვის პროფესიულ-საკვალიფიკაციო მოთხოვნების უზრუნველყოფა;
ს) ანგარიშგების ერთიანი სისტემის შექმნა ყოველი მოხელის მიერ გაწეული სამუშაოსა და მივლინებების ეფექტურობის ანალიზის მიზნით;
ტ) პერსონალს შორის სამსახურეობრივი ურთიერთობების, ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის არსებობის შესწავლა-ანალიზი, ფსიქოლოგიური ტესტირება და შესაბამისი დასკვნების – რეკომენდაციების მომზადება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე ანალიზის შედეგად რეკომენდაციებისა და პროგნოზების შემუშავება.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი