საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2007
ძალაში შესვლა 27.09.2007
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №560
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.010.857
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 27/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი |
| 2 | მე-10 კადრირებული ბრიგადა – კოჯრის რეზერვისტთა მომზადების ბაზა |
| 3 | მე-40 კადრირებული ბრიგადა – მუხროვანი რეზერვისტთა მომზადების ბაზა |
| 4 | 50-ე კადრირებული ბრიგადა – თელავის რეზერვისტთა მომზადების ბაზა |
| 5 | მე-20 კადრირებული ბრიგადა – სენაკის რეზერვისტთა მომზადების ბაზა |
| 6 | ეროვნული გვარდიის აჭარის ა.რ. – ქ. ბათუმის სამობილიზაციო შტაბი |
| 7 | ეროვნული გვარდიის აფხაზეთის ა.რ. სამობილიზაციო შტაბი |
| 8 | ეროვნული გვარდიის I თანრიგის სამობილიზაციო შტაბი |
| 9 | ეროვნული გვარდიის II თანრიგის სამობილიზაციო შტაბი |
| 10 | ეროვნული გვარდიის III თანრიგის სამობილიზაციო შტაბი |
| 11 | საარტილერიო ბრიგადის თ/მ დივიზიონი „დანა “ |
| 12 | საარტილერიო ბრიგადის დაცვის ასეული |
| 13 | საარტილერიო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი |
| 14 | საარტილერიო ბრიგადის მართვის ბატარეა |
| 15 | საარტილერიო ბრიგადის ლოგისტიკის ბატალიონი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.25in .75in 35.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.010.857
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №560
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 და „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №1);
ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოების ნუსხა (დანართი №2);
გ) კურსანტთა ფულადი სარგოების ნუსხა (დანართი №3);
დ) სამოქალაქო თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №4);
ე) სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიების ნუსხა (დანართი №5);
ვ) სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №6);
ზ) სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №7);
თ) რისკის დონეების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა (დანართი №8);
ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი №9);
კ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №10) და აღნიშნულ ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 აგვისტოდან მიეცეთ დანამატი 300 ლარის ოდენობით;
ლ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №11) და აღნიშნულ ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 სექტემბრიდან მიეცეთ დანამატი 115 ლარის ოდენობით;
მ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №12) და აღნიშნულ ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მიეცეთ დანამატი 170 ლარის ოდენობით;
ნ) დანართი №13 და აღნიშნულ დანართში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოსამსახურე პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მიეცეთ დანამატი 260 ლარის ოდენობით.
2. სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა თანამდებობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 100 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I, II, III მსუბუქი ქვეითი ბრიგადების „ბრიგადის სერჟანტს“ (S-7) მიეცეთ დანამატი 230 ლარის ოდენობით.
3. სამხედრო-საჰაერო ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა თანამდებობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მათი ფუნქციების, საპასუხისმგებლო სამუშაოსა და მისი მოცულობის გათვალისწინებით, ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ დანამატი დანართი №6-ის მიხედვით.
4. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც იმსახურეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამით ან კონტრაქტის საფუძველზე იმსახურეს სამი წლისა და სამი თვის ვადით და კონტრაქტი შეუწყდათ ვადის გასვლის გამო, აგრეთვე, კონტრაქტის საფუძველზე იმსახურეს ოთხი წლის ვადით და ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს კონტრაქტის საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი – 115 ლარის ოდენობით.
5. სამხედრო მოსამსახურეებს, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქარველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის პირველი თებერვლის №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან მე-6 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი. შესაბამისი ფულადი კომპენსაციები არ მიეცემათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, კურსანტებს და რეზერვიდან ჩარიცხულ მსმენელებს.
6. სამხედრო მოსამსახურეებს სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულება განესაზღვროთ:
ა) საერთო საჯარისო, მეზღვაურთა და სამკურნალო სასურსათო იჯრები საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 5 ლარის ოდენობით;
ბ) მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 6.5 ლარის ოდენობით;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ზენორმატიული დატვირთვიდან გამომდინარე, საქვაბე კმაყოფაზე ყოფნისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 8.5 ლარის ოდენობით;
დ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში:
დ.ა.) საერთო საჯარისო შემადგენლობისათვის – 59 ლარის ოდენობით;
დ.ბ.) მფრინავთა შემადგენლობისათვის – 121,4 ლარის ოდენობით;
დ.გ.) მეზღვაურთა შემადგენლობისათვის – 70 ლარის ოდენობით.
7. კონტრაქტორების მიერ სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ორგანიზების განხორციელების შემთხვევაში კვების ყოველდღიური ნორმის ღირებულებას ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.
8. სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.
9. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით და სურვილს გამოთქვამენ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლაზე, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლის დღიდან, კანონმდებლობით დადგენილი გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადის მე-12 თვის ჩათვლით თანამდებობრივი სარგო განესაზღვროთ 57 ლარით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ანაზღაურება განესაზღვროთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
10. ოფიცერთა შემადგენლობას ოფიცრის თანამდებობაზე ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;
ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;
გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;
ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%;
ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%;
თ) 30 წელი და მეტი – 45%.
11. კაპრალთა და სერჟანტთა (მიჩმანთა) შემადგენლობას სამხედრო თანამდებობაზე ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;
ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;
გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;
ვ) 20 წელი და მეტი – 35%.
12. სამოქალაქო პირებს ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ნამსახურობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 5 წლამდე – 10%;
ბ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
გ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
დ) 15 წელი და მეტი – 30%.
13. სამოქალაქო პირებს საჯარო მოხელის საკლასო ჩინისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს – 40%;
ბ) I კლასის სახელმწიფო მრჩეველს, I კლასის მრჩეველს – 35%;
გ) სახელმწიფო მრჩეველს, II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის მრჩეველს – 30%;
დ) III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის რეფერენტს – 25%;
ე) საჯარო სამსახურის III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის რეფერენტს – 20%;
ვ) საჯარო სამსახურის III კლასის რეფერენტს – 15%.
14. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც გასულები არიან მუდმივი დისლოკაციის (დაბანაკების) პუნქტის გარეთ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, პოლიგონებზე, სათადარიგო აეროდრომებზე, მანევრებსა და წვრთნებზე, სამხედრო ამოცანათა დამუშავებისათვის, ახალი სამხედრო ტექნიკის შესწავლისა და ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით, რომელიც დამტკიცებულია ზემდგომი შტაბის სასწავლო გეგმით), ეძლევათ საველე ფული ყოველდღიური ანაზღაურების სახით თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ოდენობით.
15. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს საბრძოლო დავალების, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით, სამინისტროსათვის „მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე ერთჯერადი დახმარება.
16. სამხედრო მფრინავებს თანამდებობრივი სარგო მიეცეთ სამმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის სამ დღედ, ხოლო მფრინავი შემადგენლობის იმ მოსამსახურეებს, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ორმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის ორ დღედ. ამასთან, სამხედრო მფრინავებს თითოეული საბრძოლო გაფრენისათვის ეძლევათ დანამატი 60 ლარის ოდენობით.
17. სამხედრო მოსამსახურეებს პარაშუტით თითოეული ხტომისათვის ეძლევათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 2-დან 10-მდე – 0.5%;
ბ) 10-დან 50-მდე – 1%;
გ) 50-დან 300-მდე – 1.5%;
დ) 300-დან 500-მდე – 2%;
ე) 500-დან 1000-მდე – 2,5%;
ვ) 1000 და მეტი – 3%;
ზ) ინსტრუქტორ–პარაშუტისტებს მე-17 პუნქტში მითითებული დანამატი ეძლევათ წელიწადში არა უმეტეს 100, ხოლო სხვა სამხედრო მოსამსახურეებს არა უმეტეს 50 ხტომაზე. ინსტრუქტორ-პარაშუტისტებს დანამატი ეძლევათ 300 ნახტომის შესრულების შემდეგ.
18. სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ შემდეგი დანამატი:
ა) საზღვაო აკვატორიაში საბრძოლო მორიგეობისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 0.8 ლარის ოდენობით;
ბ) საბრძოლო მორიგეობისას შეზღუდული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში ბაზაში დგომის ყოველი ერთი საათისათვის – 0.4 ლარის ოდენობით;
გ) ზღვაში ყოფნის ყველა სხვა შემთხვევაში (წვრთნები, მანევრები და ა. შ.) ყოველი ერთი საათისათვის – 0,2 ლარის ოდენობით.
19. სამხედრო მოსამსახურეებს ყოველ 10 მეტრ სიღრმეზე ერთი საათის განმავლობაში წყალქვეშ შესრულებული სამუშაოებისათვის ეძლევათ დანამატი 45 ლარის ოდენობით.
20. იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისა და მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული კატეგორიის სამხედრო და სამოქალაქო პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
21. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს დაშიფვრაზე უწყვეტი მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 3 წლამდე – 10%;
ბ) 3-დან 6 წლამდე – 15%;
გ) 6 წელი და მეტი – 20%.
22. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს (გარდა უცხო ენის სპეციალისტებისა) უცხო ენების ცოდნისა და სამსახურში პრაქტიკული გამოყენებისათვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება მიეცეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) დასავლეთ ევროპული ერთი ენის ცოდნისათვის – 10%;
ბ) აღმოსავლეთ ქვეყნების ერთი ან დასავლეთ ევროპული ორი ენის ცოდნისათვის – 20%;
გ) აღმოსავლეთ ქვეყნების ორი ან დასავლეთ ევროპული სამი ენის ცოდნისათვის – 30%.
23. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს სამეცნიერო ხარისხისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით.
24. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარჩინებულ კურსანტებს ფრიადოსნობის განმავლობაში ფულადი სარგო ეძლევათ ორმაგი ოდენობით.
25. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არა უმეტეს ორი თვისა.
26. სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;
ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;
გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;
დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;
ე) 20 წელი და მეტი თორმეტმაგი.
კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას (გარდა ოფიცერთა შემადგენლობისა) ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება არ გაიცემა.
27. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე და ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ორმაგი ოდენობით.
28. სამოქალაქო პირებს, რომლებიც გათავისუფლებული არიან სამსახურიდან, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო – 1 თვის;
ბ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო – 2 თვის.
29. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო პენსიის უფლებით დათხოვნილი არიან ყოფილი სსრკ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან და სამხედრო სამსახურს გადიან საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას გასაცემი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაანგარიშების დროს მხედველობაში არ მიიღება ყოფილი სსრკ-ის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობის წლები.
30. იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომელთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე სითხეებთან, ქიმიურ, მომწამლავ, რადიაქტიულ და სხვა ნივთიერებებთან, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლებათ დღენახევრად და სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოები, ხოლო სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდებათ ერთნახევარი ოდენობით.
31. სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში.
32. სამხედრო მოსამსახურეებს, სამოქალაქო პირებს, თავდაცვის სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილ პენსიონერებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ ისარგებლონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით მისი დებულების შესაბამისად. როდესაც ჰოსპიტალში ვერ ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება იმ მიზეზით, რომ ჰოსპიტალს არ გააჩნია შესაძლებლობა ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გასაწევად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე ამ პუნქტში მითითებული პირების მიერ სამედიცინო მომსახურებით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარგებლობის შემთხვევები და წინაპირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
33. სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი არიან მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს – თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). რეზერვიდან ჩარიცხულ მსმენელებს უწესდებათ ყოველთვიური ფულადი სარგო 230 ლარის ოდენობით.
34. სასწავლებლად (გრძელვადიანი მივლინებით) სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო შესაძლებელია მიეცეთ როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისი ქვეყნის ვალუტით ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
35. სამხედრო მოსამსახურეებს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის, ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლებათ ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში, ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. შესაბამისად ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში მიეცემათ სამმაგი ან ორმაგი ოდენობით.
36. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც ეძლევათ შესაბამისად ფულადი სარგოები ან თანამდებობრივი სარგო ერთნახევარი, ორმაგი ან სამმაგი ოდენობით – წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, ყველა სახის დახმარება, დანამატი, ჯილდო (პრემია) და პენსიის დასანიშნად ფულადი სარგოები უანგარიშდებათ ფულადი სარგოებისა და თანამდებობრივი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.
37. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ გასაცემლებზე ვალდებულებები წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნება.
38. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი;
ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი;
გ) მსუბუქი დაზიანება – 2000 ლარი.
დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.
39. სამოქალაქო პირმა, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილი იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) შრომისუნარიანობის სრული (100%) დაკარგვისას – 5000 ლარი;
ბ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (არანაკლებ 70%) დაკარგვისას – 3000 ლარი;
გ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (25%-60%-მდე) დაკარგვისას – 2000 ლარი;
დ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (25%-მდე) დაკარგვისას – 1000 ლარი.
40. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
41. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო პირზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
42. მე-40 პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (შვილები) და სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილი (შვილები), ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში – მშობლები და სრულწლოვანი შვილი (შვილები). თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების დახმარებას მათი სახელით იღებს შვილების კანონიერი წარმომადგენელი.
43. ნამსახურობის დღეების დაანგარიშებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედება (მათ შორის – გამოცემული აქტი) სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გაასაჩივროს ნამსახურების დღეების გაზრდილი ოდენობით დაანგარიშების უფლების წარმოქმნიდან ერთი თვის ვადაში.
44. შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელი მოსამსახურეების თანამდებობრივი დასახელების ნუსხა და რაოდენობა, ამ თანამდებობისათვის სახელფასო განაკვეთის ოდენობა და საათობრივი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
45. თუ ამ ბრძანების მე-2, მე-3, მე-16, მე-20, 30-ე და 44-ე პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამის თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და შესაბამისად ამ ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე) შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება. მითითებული აქტის გამოცემის უფლება შეიძლება დელეგირებული იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.
46. სამოქალაქო პირებისათვის გასაცემ დანამატებზე (გარდა დანამატისა საკლასო ჩინზე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებები წარმოიქმნება მხოლოდ ამ ბრძანების ამოქმედების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
47. მე-4 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, თუ მათ ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელეს სამხედრო სამსახური კონტრაქტის საფუძველზე 2007 წლის 2 მარტამდე მე-4 პუქტით განსაზღვრული დანამატი ეძლევათ ამ ბრძანების ამოქმედების დღის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, და შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებები წარმოიქმნება ამ თარიღიდან. ხოლო იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დანამატს იღებდნენ ამ ბრძანების ამოქმედებამდე, მე-4 პუქტით განსაზღვრული დანამატი ეძლევათ ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან. კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სამსახურის გაგრძელებისას გასაფორმებელი კონტრაქტის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
48. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანება;
ბ) „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №143 ბრძანება.
49. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 27 სექტემბრიდან.
დ. კეზერაშვილი
დანართი №1
სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა
(ლარებში)
№
შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი
კოდი
1
1
არმიის გენერალი
G-4
420
2
გენერალ-ლეიტენენტი, ადმირალი
G-3
390
3
გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი
G-2
380
4
ბრიგადის გენერალი, კონტრადმირალი
G-1
350
5
პოლკოვნიკი
O-7
300
6
ვიცე-პოლკოვნიკი
O-6
250
7
მაიორი
O-5
210
8
კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი
O-4
180
9
უფროსი ლეიტენანტი
O-3
170
10
ლეიტენანტი
O-2
160
11
უმცროსი ლეიტენანტი
O-1
150
12
სერჟანტ-ლეიტენანტი, მიჩმან-ლეიტენანტი
S-9
135
13
მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი
S-8
130
14
ბრიგადის სერჟანტი
S-7
127
15
ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი),
ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი)
S-6
125
16
მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი
S-5
123
17
უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი
S-4
121
18
სერჟანტი, მიჩმანი
S-3
119
19
უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი
S-2
117
20
კაპრალი (სპეციალისტი), საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი)
S-1
115
დანართი №2
სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოები
(ლარებში)
№
საშტატო წოდებრივი კატეგორია
კოდი
ფულადი სარგო
1
პირველი კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის მატროსი
SO-4
12
2
მეორე კლასის ეფრეიტორი, მეორე კლასის მატროსი
SO-3
10
3
ეფრეიტორი, უფროსი მატროსი
SO-2
8
4
რიგითი, მატროსი
SO-1
6
დანართი №3
კურსანტთა ფულადი სარგოები
(ლარებში)
№
თანამდებ
ობრი
-ვი კატეგორია
კოდი
ფულადი სარგო
1 კურსი
2 კურსი
3 კურსი
4 კურსი
5 კურსი
6 კურსი
1
კურსანტი, ოცეულის მეთაური
SOK-4
12
14
16
18
20
22
2
კურსანტი, ოცეულის მეთაურის მოადგილე
SOK-3
10
12
14
16
18
20
3
კურსანტი, ათეულის მეთაური
SOK-2
8
10
12
14
16
18
4
კურსანტი
SOK-1
6
8
10
12
14
16
დანართი №4
სამოქალაქო თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები
(ლარებში)
№
თანამდებობები
კოდი
თანამდებობრივი
სარგო
1
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი
CP-15
2000
2
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი
CP-14
1350
3
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
CP-13
1250
4
სამმართველოს უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი
CP-12
1100
5
სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს მთავარი ბუღალტერი
CP-11
1000
6
განყოფილების უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსი, კანცელარიის უფროსი, პროტოკოლის უფროსი, მინისტრის თანაშემწე
CP-10
900
7
განყოფილების უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, მინისტრის მოადგილის მრჩეველი
CP-9
800
8
ჯგუფის უფროსი, მინისტრის მოადგილის თანაშემწე, მთავარი რევიზორი, მთავარი ინსპექტორი
CP-8
750
9
უფროსი რევიზორი, რეფერენტი, უფროსი ინსპექტორი, მთავარი მენეჯერი, მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი (სამინისტროს მთავარი ბუღალტრის გარდა)
CP-7
700
10
უფროსი იურისტკონსულტი, უფროსი ფინანსისტი, უფროსი ეკონომისტი, უფროსი ბუღალტერი, რევიზორი, ინსპექტორი, წამყვანი მენეჯერი, უფროსი სპეციალისტი
CP-6
650
11
მენეჯერი, იურისტკონსულტი, მოლარე - ხაზინადარი, პროგრამისტი, თარჯიმანი, სპეციალისტი, მდივან-რეფერენტი, უფროსი ლაბორანტი ბუღალტერი, მუსიკოსი
CP-5
550
12
მზარეული, მექანიკოსი, ელექტრომექანიკოსი, კორექტორი, ტექნიკოსი, ლაბორანტი, ადმინისტრატორი, ინსტრუქტორი, საწყობის უფროსი, მბეჭდავი, ოპერატორი, მედდა, აღმზრდელი, ოსტატი, არქივარიუსი, ბიბლიოთეკარი
CP-4
390
13
ზეინკალი, ელექტიკოსი, სანტექნიკოსი, შენობის კომენდანტი, ექსპედიტორი, მძღოლი, უმცროსი მედდა, დიასახლისი, სამედიცინო რეგისტრატორი, დეზინფექტორი, დამფასოებელი
CP-3
375
14
მკერავი, ტელეგრაფისტი, ტელეფონისტი, გრავიორი, ფოტოგრაფი, ხურო, მეუთოვე, მეწაღე, ფელდეგერი, სანიტარი, ძიძა
CP-2
360
15
კურიერი, მეკუჭნავე, მეეზოვე, დარაჯი, მელიფტე, მებაღე, შვეიცარი, დამლაგებელი
CP-1
345
დანართი №5
სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიები
(ლარებში)
№
შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი
კოდი
ა
ბ
1
არმიის გენერალი
G-4
1150
520
2
გენერალ-ლეიტენენტი, ადმირალი
G-3
1070
490
3
გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი
G-2
1020
470
4
ბრიგადის გენერალი, კონტრადმირალი
G-1
920
420
5
პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი
O-7
800
360
6
ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი
O-6
690
305
7
მაიორი, III რანგის კაპიტანი
O-5
515
225
8
კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი
O-4
510
215
9
უფროსი ლეიტენანტი
O-3
505
213
10
ლეიტენანტი
O-2
500
210
11
უმცროსი ლეიტენანტი
O-1
495
208
12
სერჟანტ-ლეიტენანტი, მიჩმან-ლეიტენანტი
S-9
490
205
13
მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი
S-8
485
203
14
ბრიგადის სერჟანტი
S-7
480
200
15
ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი)
S-6
470
195
16
მასტერ-სერჟანტი, მასტერ-მიჩმანი
S-5
460
190
17
უფროსი სერჟანტი. უფროსი მიჩმანი
S-4
450
185
18
სერჟანტი, მიჩმანი
S-3
440
180
19
უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი
S-2
435
178
20
კაპრალი (სპეციალისტი), საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი)
S-1
430
175
შენიშვნა:
1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართების ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების და დანამატების კატეგორიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო თანამდებობაზე დაინიშნება სამოქალაქო პირი, მისი ანაზღაურება განისაზღვროს ამ თანამდებობისათვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოსა და კატეგორიის დანამატის ოდენობით.
დანართი №6
სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა
(ლარებში)
№
შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი
კოდი
დანამატი თვეში
1
მაიორი
O-5
425
2
კაპიტანი
O-4
475
3
უფროსი ლეიტენანტი
O-3
500
4
ბატალიონის სერჟანტი
S-6
610
5
მასტერ
-სერჟანტი
S-5
620
6
უფროსი სერჟანტი
S-4
635
7
სერჟანტი
S-3
650
დანართი №7
სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ნუსხა
(ლარებში)
№
სამხედრო წოდება
კოდი
წოდებრივი სარგო
1
არმიის გენერალი
G-4
100
2
გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი
G-3
90
3
გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი
G-2
80
4
ბრიგადის გენერალი
კონტრადმირალი
G-1
70
5
პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი
O-7
60
6
ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი
O-6
50
7
მაიორი, III რანგის კაპიტანი
O-5
40
8
კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი
O-4
30
9
უფროსი ლეიტენანტი
O-3
25
10
ლეიტენანტი
O-2
20
11
უმცროსი ლეიტენანტი
O-1
15
12
სერჟანტ-ლეიტენანტი, მიჩმან-ლეიტენანტი
S-9
10
13
მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი
S-8
9
14
ბრიგადის სერჟანტი
S-7
8
15
ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი)
S-6
7
16
მასტერ-სერჟანტი, მასტერ-მიჩმანი
S-5
6
17
უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი
S-4
5
18
სერჟანტი, მიჩმანი
S-3
4
19
უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი
S-2
3
20
კაპრალი (სპეციალისტი) საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი)
S-1
2
21
პირველი კლასის ეფრეიტორი,
პირველი კლასის მატროსი
SO-4
-
22
მეორე კლასის ეფრეიტორი,
მეორე კლასის მატროსი
SO-3
-
23
ეფრეიტორი, უფროსი მატროსი
SO-2
-
24
რიგითი, მატროსი
SO-1
-
დანართი №8
რისკის დონეების მიხედვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმები
(აშშ დოლარებში)
№
შესაბამისი თანამდებობის
წოდებრივი ზღვარი
გრძელვადიანი მივლინების თანხები
ერაყი
კოსოვო
გერმანიის
კონტინგენტთან
თურქეთის
კონტინგენტთან
1
პოლკოვნიკი
1 700
1 700
1 370
2
ვიცე-პოლკოვნიკი
1 500
1 430
1 100
3
მაიორი
1 300
1 180
850
4
კაპიტანი
1 100
900
570
5
უფროსი ლეიტენანტი
1 000
800
470
6
ლეიტენანტი
980
780
450
7
უმცროსი ლეიტენანტი
950
750
400
8
სერჟანტ-ლეიტენანტი
930
700
350
9
მთავარი სერჟანტი
900
680
330
10
ბრიგადის სერჟანტი
870
650
300
11
ბატალიონის სერჟანტი
850
600
270
12
მასტერ-სერჟანტი
800
530
200
13
უფროსი სერჟანტი
750
460
130
14
სერჟანტი
700
400
70
15
უმცროსი სერჟანტი
650
330
16
კაპრალი
600
270
17
ვადიანი სამხედრო მოსამსახურე
125
18
სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი (აღმოსავლური ენების თარჯიმანი)
1 155
შენიშვნა: ერთჯერადი დახმარებების გაანგარიშება განხორციელდება წინამდებარე თანხების გარეშე.
დანართი №9
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები
(აშშ დოლარებში)
ხარჯების დასახელება
№
დასახელება
ანაზღაუ
-
რების
ნორმები
სამედი
-
ცინო დაზღვევა
ოფი
-
სის
დაქი
-
რავება
შენახვის
ხარჯები
სულ
1
სამხედრო ატაშე აშშ-ში
1472.00
1000.00
4750.00
7222.00
2
საქართველოს უფროსი მეკავშირე ოფიცერი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში
1472.00
1472.00
3
სამხედრო ატაშე აზერბაიჯანისა და ირანის ისლამურ რესპუბლიკებში
1104.00
600.00
2000.00
3704.00
4
საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობა ნატოში
1656.00
900.00
1700.00
4256.00
5
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნატოში
1656.00
900.00
900.00
3300.00
6756.00
6
ნატოს პარტნიორობის საკოორდინაციო უჯრედში საქართველოს მეკავშირე ოფიცერი
1472.00
900.00
200.00
2500.00
5072.00
7
სამხედრო ატაშე გერმანიში
1472.00
900.00
2500.00
4872.00
8
სამხედრო ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში
1472.00
900.00
3400.00
4872.00
9
სამხედრო ატაშეს მოადგილე (თანაშემწე) თურქეთის რესპუბლიკაში
1196.00
900.00
1500.00
3596.00
10
სამხედრო ატაშე რუსეთის ფედერაციაში
1472.00
600.00
2500.00
4572.00
11
სამხედრო წარმომადგენლობა დსთ-ში
1472.00
600.00
2500.00
4572.00
12
სამხედრო ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკაში
1472.00
900.00
2500.00
4872.00
13
სამხედრო ატაშე უკრაინაში
1104.00
600.00
2000.00
3704.00
14
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უკრაინაში
1104.00
600.00
2000.00
3704.00
15
ნატოს პარტნიორობის საშტაბო ოფიცერი
1472.00
900.00
2500.00
4872.00
16
მეკავშირე ოფიცერი ნატო
-ში (ბრიუსელი)
1472.00
900.00
2500.00
4872.00
17
სამხედრო ატაშე ჩრდილოეთ ირლანდიასა და ბრიტანეთის გაერთი
ანებულ სამეფოში
1472.00
900.00
6000.00
8372.00
18
მეკავშირე ოფიცერი იტალიაში
1472.00
900.00
2500.00
4872.00
19
ნატოს მოკავშირე ძალების ტრანსფორმაციის სარდლობის შტაბში მეკავშირე ოფიცერი აშშ-ში
1472.00
900.00
2500.00
4872.00
20
ნატოს საერთაშორისო აპარატის ლოგისტიკური შტაბის ოფიცერი
1472.00
900.00
2500.00
4872.00
21
თავდაცვის ატაშე ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში
1472.00
900.00
2500.00
4872.00
შენიშვნა:
1. ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად თანხების გამოყოფა ხორციელდება დამატებით შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა პირთა როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ერთჯერადი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს წინასწარ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
3. ევროზონის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა პირთა ანაზღაურების და შენახვის ხარჯების გადარიცხვები განხორციელდეს შესაბამისი კურსით ევროებში.
4. თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის მივლინებისა და კუთვნილი შვებულების დროს მგზავრობის ანაზღაურება განისაზღვროს თბილისიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან მგზავრობის ეკონომკლასის ბილეთების ღირებულებით.
დანართი №10
სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა
სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება
1
სპეციალური დანიშნულების რაზმი
2
სპეციალური დანიშნულების სკოლა
3
საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი
სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები
4
ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეული
5
I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული
6
მე-2 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული
7
მე-3 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული
8
მე-4 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული
დანართი №11
სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა
სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება
1
სპეციალური დანიშნულების რაზმი
2
სპეციალური დანიშნულების სკოლა
3
საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი
სახმელეთო ჯარების ცალკეული ქვედანაყოფები
4
ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი
5
ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
6
ცალკეული საინჟინ
რო-ქიმიური ბატალიონი
საარტილერიო ბრიგადა
7
საარტილერიო ბრიგადის მმართველობა
8
საარტილერიო ბრიგადის 152 მმ-იანი საჰაუბიცო
„მსტა
“-ს დივიზიონი
9
საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი რეაქტიული დივიზიონი
10
საარტილერიო ბრიგადის 152 მმ-იანი საჰაუბიცო
„თ/ქ 2ს3
“-ს დივიზიონი
11
საარტილერიო ბრიგადის თ/მ დივიზიონი
„დანა
“
12
საარტილერიო ბრიგადის დაცვის ასეული
13
საარტილერიო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი
14
საარტილერიო ბრიგადის მართვის ბატარეა
15
საარტილერიო ბრიგადის ლოგისტიკის ბატალიონი
16
საარტილერიო ბრიგადის სასწავლო ბატალიონი
I ქვეითი ბრიგადა
17
I ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი
18
I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი
19
I ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეული
20
I ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეული
მე-2 ქვეითი ბრიგადა
21
მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი
22
მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი
23
მე-2 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეული
24
მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეული
მე-3 ქვეითი ბრიგადა
25
მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი
26
მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი
27
მე-3 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეული
28
მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეული
მე-4 ქვეითი ბრიგადა
29
მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი
30
მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი
31
მე-4 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეული
32
მე-4 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეული
დანართი №12
სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა
ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი
1
ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი
2
მე-10 კადრირებული ბრიგადა – კოჯრის რეზერვისტთა მომზადების ბაზა
3
მე-40 კადრირებული ბრიგადა – მუხროვანი რეზერვისტთა მომზადების ბაზა
4
50-ე კადრირებული ბრიგადა – თელავის რეზერვისტთა მომზადების ბაზა
5
მე-20 კადრირებული ბრიგადა – სენაკის რეზერვისტთა მომზადების ბაზა
6
ეროვნული გვარდიის აჭარის ა.რ. – ქ. ბათუმის სამობილიზაციო შტაბი
7
ეროვნული გვარდიის აფხაზეთის ა.რ. სამობილიზაციო შტაბი
8
ეროვნული გვარდიის I თანრიგის სამობილიზაციო შტაბი
9
ეროვნული გვარდიის II თანრიგის სამობილიზაციო შტაბი
10
ეროვნული გვარდიის III თანრიგის სამობილიზაციო შტაბი
დანართი №13
სტრუქტურული ქვედანაყოფი
ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა
1.
სამოქალაქო შტატზე მომსახურე პირები