„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 26.09.2007
ძალის დაკარგვა 28.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №310
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.862
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 26/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 50.55pt 35.95pt 45.6pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.862
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №310
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულება“ ამ ბრძანების დანართის სახით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 781).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ტყეშელაშვილი
დანართი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) შტაბის (შემდგომში – შტაბი) დანიშნულებებს, ფუნქცებს, ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.
2. შტაბი არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
3. შტაბი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის (შემდგომში – თავმჯდომარე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 2🔗. შტაბის ფუნქციები და ამოცანები
1. შტაბი:
ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებსა და დეპარტამენტიდან სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში გასაგზავნ მასალებს;
გ) ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღებას, მის დამუშავებას და მასზე დროულად რეაგირების კონტროლს;
დ) აანალიზებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობას;
ე) ატარებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ინსპექტირებას;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
2. შტაბის ამოცანებია:
ა) დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა, მათი მუშაობის სტილის, მართვის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
ბ) სასჯელაღსრულების ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, იუსტიციის მინისტრის და თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლის განხორციელება.
მუხლი 3🔗. შტაბის მართვა
1. შტაბს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. შტაბის უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
3. შტაბის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს შტაბის საქმიანობას;
ბ) მონაწილეობს შტაბის მოსამსახურეთა კანდიდატურების შერჩევაში;
გ) აკონტროლებს შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას;
დ) თავმჯდომარეს აბარებს შტაბის მუშაობის ანგარიშს;
ე) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს შტაბის მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ვ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს შტაბის სამუშაო გეგმას;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს შტაბის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს;
თ) კურირებას უწევს შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს.
4. შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს შტაბის სამსახურებრივი კონტროლის განყოფილების უფროსი.
მუხლი 4🔗. შტაბის მოსამსახურეები
1. შტაბის მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო ნუსხით.
2. შტაბის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. შტაბის მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან შტაბის შესამაბისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის და შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗. შტაბის სტრუქტურა
შტაბის შემადგენლობაშია:
ა) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება;
ბ) სამორიგეო.
მუხლი 6🔗. სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება
1. სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება აკონტროლებს სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების მიერ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი დისციპლინის განუხრელ შესრულებას.
2. სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესრულების მიზნით:
ა) აწარმოებს სასჯელაღსრულების ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების გეგმურ ან/და არაგეგმურ ინსპექტირებას;
ბ) ამოწმებს სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივ დისციპლინას;
გ) უფლება აქვს მოითხოვოს მოსამსახურეთა მიერ ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას და შტაბის უფროსის მეშვეობით თავმჯდომარეს წარუდგენს რეკომენდაციებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
3. სასჯელაღსრულების ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამსახურებრივი კონტროლის განყოფილების შეუფერხებელ და ეფექტურ საქმიანობას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინონ დახმარება მას უფლებამოსილების განხორციელებაში.
4. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, განყოფილება ადგენს ოქმს. ოქმი შედგება დარღვევის აღმოჩენის მომეტში. თუ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა ოქმის დაუყოვნებლივ შედგენის საშუალებას, ოქმი შედგება ამისათვის აუცილებელი გარემოებების დადგომისთანავე.
5. შემოწმების შესახებ ოქმში სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი და დრო;
ბ) შედგენის ადგილი;
გ) დარღვევის ადგილი;
დ) დარღვევის დრო (თუ შესაძლებელია განსაზღვრა);
ე) დამრღვევის (თუ არის ცნობილი) შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, თანამდებობა, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია);
ვ) დარღვევის არსი;
ზ) ინფორმაცია დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი თანამდებობის პირი (პირები), შედგენის დამსწრე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სავარაუდო დამრღვევი. თუ დამრღვევი ან დამსწრე უარს აცხადებს ხელის მოწერაზე, ოქმში კეთდება შენიშვნა, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი პირები.
მუხლი 7🔗. სამორიგეო
სამორიგეო:
ა) იღებს, ამუშავებს, სრულყოფს, აანალიზებს და ხელმძღვანელობას მოახსენებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას;
ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სადღეღამისო კრებსებში შესატანი ინფორმაციის მიღება-დამუშავებაზე;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებით მოქმედებაში მოჰყავს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმები, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის „განგაშის“ სქემით გამოძახებას;
დ) აკონტროლებს სამორიგეოს პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელმძღვანელობს მორიგე განწესების სადღეღამისო მუშაობას.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი
შტაბის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.