ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/175
სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.22.028.010.868
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 01/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2007 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| რიგითი № | ავტორი |
| რიგითი № | სახეობა |
| 5.1. სტატუსი | თავდაპირველი |
| 5.2. სტატუსის მინიჭების თარიღი | თავდაპირველი |
| 5.3. სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება | თავდაპირველი |
| 5.4. დოკუმენტის № | თავდაპირველი |
| 5.5. კატეგორია | თავდაპირველი |
| 5.6. კატეგორიის მინიჭების თარიღი | თავდაპირველი |
| 5.7. კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება | თავდაპირველი |
| 5.8. დოკუმენტის № | თავდაპირველი |
| დასახელება | თავდაპირველი |
| სტატუსი | თავდაპირველი |
| სტატუსის მინიჭების თარიღი | თავდაპირველი |
| სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება | თავდაპირველი |
| დოკუმენტის № | თავდაპირველი |
დოკუმენტის ტექსტი
ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 45.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:89.85pt 1.0in 71.9pt 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 89.85pt;} div.Section3 {page:Section3;} @page Section4 {size:11.0in 8.5in; margin:89.85pt 1.0in 53.9pt 1.0in;} div.Section4 {page:Section4;} @page Section5 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 89.85pt;} div.Section5 {page:Section5;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.22.028.010.868
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/175
2007 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და მათი შევსების წესი (დანართი №1).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 21 თებერვლის 3/52 ბრძანება ,,მოძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოქვეყნების წესის შესახებ“;
ბ) საქართველოს კულტურის მინისტრის 2003 წლის 22 ივლისის №3/195 ბრძანება ,,უძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოქვეყნების წესის შესახებ“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
დანართი №1
ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და მათი შევსების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის შემუშავების მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების/ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიცირების მიზნით, სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დადგენა.
2. თვისობრივად განსხვავებული მახასიათებლებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლის/ობიექტისათვის ცალ-ცალკე.
3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების სააღრიცხვო დოკუმენტაციას წარმოადგენს:
ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ობიექტთა სია დანართ №2-ში მოცემული ფორმის შესაბამისად;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტთა სია დანართ №3-ში მოცემული ფორმის შესაბამისად;
გ) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი დანართ №4-ში მოცემული ფორმის შესაბამისად;
დ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი დანართ №5-ში მოცემული ფორმის შესაბამისად;
ე) უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრი დანართ №6-ში მოცემული ფორმის შესაბამისად;
ვ) მოძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრი დანართ №7-ში მოცემული ფორმის შესაბამისად;
ზ) უძრავი ძეგლის პასპორტი დანართ №8-ში მოცემული ფორმის შესაბამისად;
თ) მოძრავი ძეგლის პასპორტი დანართ №9-ში მოცემული ფორმის შესაბამისად.
4. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების სააღრიცხვო დოკუმენტაციას აწარმოებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მეშვეობით.
5. ახალი ცნობების მოკვლევის ან გარემოებათა ცვლილებების შემთხვევაში, სააღრიცხვო დოკუმენტაცია ექვემდებარება განახლებას, ცვლილება წარმოადგენს შევსებული დოკუმენტაციის დანართს.
მუხლი 2🔗. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია
1. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია წარმოადგენს ნუსხას, რომელშიც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლბრივი აქტით – ბრძანებით (შემდგომში – სამართლებრივი აქტი) ობიექტი შეიძლება შეტანილ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა, ასევე, როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს.
2. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ობიექტის შეტანის მომენტიდან მასზე ვრცელდება ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი.
3. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ობიექტთა სია, ივსება ცხრილის სახით და შეიტანება უძრავი ობიექტის თაობაზე შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითი ნომერი;
ბ) დასახელება;
გ) მისამართი ან ადგილმდებარეობა;
დ) შენიშვნა (გრაფაში საჭიროების შემთხვევაში შეტანილ იქნება ობიექტის იდენტიფიცირებისათვის საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია).
4. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტთა სია ივსება ცხრილის სახით და შეიტანება მოძრავი ობიექტის თაობაზე შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითი ნომერი;
ბ) დასახელება;
გ) სახეობა;
დ) ავტორი (არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში, გრაფაში უნდა მიეთითოს მონაცემები აღმოჩენის ადგილისა და დროის თაობაზე);
ე) მასალა, ზომა;
ვ) ამჟამინდელი ადგილსამყოფელი/მისამართი (თუ ობიექტი დაცულია მუზეუმში, გრაფაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მუზეუმის დასახელება, სამუზეუმო ფონდისა და კოლექციის კოდი და ობიექტის საინვენტარო ნომერი);
ზ) შენიშვნა (გრაფაში საჭიროების შემთხვევაში შეტანილ იქნება ობიექტის იდენტიფიცირებისათვის საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია).
5. ობიექტი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ ექვსი თვის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვისა.
6. სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილ ობიექტს, მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული და კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, წარუდგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს.
7. თუ სათანადო კვლევების შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს დასკვნის საფუძველზე, მინისტრი უფლებამოსილია ამორიცხოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე.
8. მინისტრის სამართლებრივი აქტი ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის ან ამორიცხვის შესახებ ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან.
მუხლი 3🔗. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი
1. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი წარმოადგენს ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ მინისტრის სამართლებრივი აქტის დანართს, ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ ზოგადი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს.
2. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი დაყოფილია პუნქტებად. სააღრიცხვო ბარათი მოიცავს მისი შევსების მომენტისათვის არსებულ, ობიექტის/ძეგლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო პირველად მონაცემებს და დამატებით განახლებად მონაცემებს.
3. უძრავი ობიექტის/ძეგლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო პირველადი მონაცემებია:
ა) ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი № (ასეთის არსებობის შემთხვევაში, კოდირების ერთიანი ეროვნული სისტემის შემუშავებამდე);
ბ) ობიექტის/ძეგლის ფოტოსურათი (ობიექტის/ძეგლის საერთო ხედით);
გ) ობიექტის/ძეგლის სახელწოდება;
დ) ობიექტის/ ძეგლის მდებარეობა/მისამართი – (აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს:
დ.ა) ზუსტი მისამართი – ადმინისტრაციული ერთეულის (ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი, დაბა, სოფელი) სახელწოდება, ქალაქის რაიონის სახელწოდება, ქუჩა, შენობის №;
დ.ბ) ზუსტი მისამართის არარსებობის შემთხვევაში, თუ ობიექტი/ძეგლი არ მდებარეობს დასახლებულ პუნქტში, ადგილმდებარეობის გეოგრაფიული/ისტორიული განსაზღვრა, რომელშიც უნდა მიეთითოს: იტორიული მხარე, გეოგრაფიული ერთეული, ისტორიული დასახლების სახელწოდება და მანძილი და მიმართულება უახლოესი დასახლებული პუნქტიდან ობიექტამდე/ძეგლამდე;
ე) ობიექტის/ძეგლის სახეობა – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შესაბამისი სახეობა (უძრავი ძეგლის სახეობებია: არქიტექტურის, არქეოლოგიური, საინჟინრო, მემორიალური, ქალაქთმშენებლობის (ურბანული), საბაღე საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის, მონუმენტური სახვითი ხელოვნების, პალეოგრაფიული, ეთნოგრაფიული მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული) ამ სახეობებიდან შესაბამის შემთხვევაში შესაძლებელია მიეთითოს ერთი ან მეტი სახეობა;
ვ) აგების თარიღი – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის აგების პერიოდი, საუკუნე(ები) ან/და ზუსტი თარიღი, თუკი ის ცნობილია;
4. უძრავი ობიექტის/ძეგლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დამატებითი, განახლებადი მონაცემები შეიცავს შემდეგ პუნქტებს:
ა) ძეგლის/ობიექტის სტატუსი და კატეგორია – აღნიშნულ პუნქტში აისახება ობიექტის/ძეგლის სამართლებრივი დაცვის ისტორია, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა.ა) ობიექტის/ძეგლისათვის მინიჭებული ყველა წინა და ასევე ამჟამინდელი სტატუსი, მისი მინიჭების თარიღი, მიმნიჭებელი ორგანიზაცია, დოკუმენტის №;
ა.ბ) ძეგლისათვის მინიჭებული ყველა წინა და ასევე ამჟამინდელი კატეგორია, კატეგორიის მინიჭების თარიღი, მიმნიჭებელი ორგანიზაცია, დოკუმენტის №;
ა.გ) ძეგლის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდგომ მოცემული პუნქტის შესაბამის გრაფაში ასევე აღინიშნება რეესტრში შეტანის თარიღი და ნომერი;
ბ) ფუნქცია – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის თავდაპირველი და ამჟამინდელი ფუნქცია, რომელიც შეიძლება იყოს რელიგიური, სათავდაცვო და/ან საერო, პუნქტში ასევე უნდა მიეთითოს, ობიექტის/ძეგლის როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტული ფუნქცია;
გ) საკუთრება – აღნიშნულ პუნქტში ივსება ზოგადი ინფორმაცია ობიექტის/ძეგლის მესაკუთრის(ების) თაობაზე, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში მიეთითება კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობა;
დ) ობიექტის/ძეგლის მოკლე დახასიათება – აღნიშნული პუნქტი მოიცავს ძეგლის/ობიექტის იმ ძირითადი მახასიათებლების მოკლე აღწერას, რისთვისაც მას მიენიჭა ობიექტის/ძეგლის სტატუსი;
ე) ინფორმაცია ობიექტის/ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ – აღნიშნული პუნქტი მოიცავს:
ე.ა) ობიექტის/ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის ზოგად შეფასებას შემდეგი კრიტერიუმებით: კარგი, საშუალო, ცუდი, ძალიან ცუდი, დანგრეული;
ე.ბ) ობიექტის/ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის მოკლე აღწერას;
ე.გ) მითითებას დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესახებ (ბუნებრივი ადამიანის ზემოქმედება ან სხვა კონკრეტული მიზეზი);
ე.დ) ინფორმაციას მოსალოდნელ საშიშროებებზე და რეკომენდაციებს ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ვ) ობიექტის/ძეგლის შესახებ არსებული დოკუმენტაცია და ბიბლიოგრაფია – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის არსებული პასპორტი, სააღრიცხვო ბარათი, უახლესი ან საარქივო გრაფიკული მასალა, ფოტოები და ბიბლიოგრაფია. დოკუმენტის მითითებისას უნდა აღინიშნოს მისი დასახელება, შესრულების დრო, შემსრულებელი და შენახვის ადგილი;
ზ) მითითება ობიექტთან/ძეგლთან დაკავშირებულ სხვა ობიექტების/ძეგლების დოკუმენტაციაზე – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ინფორმაცია ობიექტთან/ძეგლთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ობიექტთა/ძეგლთა პასპორტების/სააღრიცხვო ბარათების, ასევე ობიექტში/ძეგლში დაცული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტთა/ძეგლთა პასპორტების/სააღრიცხვო ბარათების და სხვა დოკუმენტაციის შესახებ. დოკუმენტის მითითებისას უნდა აღინიშნოს მისი დასახელება, შესრულების დრო, შემსრულებელი და შენახვის ადგილი);
თ) დამატებითი ინფორმაცია – პუნქტი ივსება საჭიროების შემთხვევაში და შეიტანება იმ სახის ინფორმაცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული ბარათის პუნქტებით, მაგრამ საჭიროა ობიექტის/ძეგლის იდენტიფიცირებისათვის;
ი) ბარათის შედგენის თარიღი – პუნქტში მიეთითება ბარათის შედგენის წელი, თვე, რიცხვი;
კ) ბარათის შემდგენელი – პუნქტში მიეთითება ბარათის შემდგენელი პირის სახელი, გვარი და პროფესია.
5. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი მიცავს ობიექტის/ძეგლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი № (კოდირების ერთიანი ეროვნული სისტემის შემუშავებამდე, მიეთითება ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ობიექტის/ძეგლის ფოტოსურათი (ობიექტის/ძეგლის საერთო ხედით);
გ) ობიექტის/ძეგლის სახეობა – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შესაბამისი სახეობა. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობებია: არქეოლოგიური, საინჟინრო, პალეოგრაფიული, მემორიალური, ეთნოგრაფიული, სახვითი ხელოვნების, დოკუმენტური, მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული. ამ სახეობებიდან შესაბამის შემთხვევაში შესაძლებელია მიეთითოს ერთი ან მეტი სახეობა;
დ) ავტორი – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება:
დ.ა) ავტორის სახელი, გვარი, ფსევდონიმი, ხოლო თუ ავტორი უცნობია – შესაბამისი მიმდინარეობა (სკოლა);
დ.ბ) არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში გრაფაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია ძეგლის აღმოჩენის ადგილის შესახებ: მისამართი (მუნიციპლიტეტი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა,) ასევე საკოორდინატო მონაცემები X და Y, კვადრატი, უბნის ნომერი, სამარხის ნომერი, კულტურული ფენა, ნაგებობა, აღმოჩენის წელი და სხვა წარმომავლობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაცია;
ე) შექმნის დრო – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შექმნის ზუსტი თარიღი ან/და პერიოდი, საუკუნე(ები) და შექმნის ადგილი, თუკი ასეთი ცნობილია;
ვ) ამჟამინდელი ადგილმდებარეობა – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება:
ვ.ა) ობიექტის/ძეგლის ადგილსამყოფელი მისამართი (ადინისტრაციული ერთეული, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, №;);
ვ.ბ) თუ ობიექტი/ძეგლი დაცულია მუზეუმში, უნდა მიეთითოს შესაბამისი მუზეუმის დასახელება, მისამართი, სამუზეუმო ფონდისა და კოლექციის კოდი და ობიექტის საინვენტარო ნომერი;
ზ) დაცულობის ხარისხი – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს იმ საცავის მდგომარეობა, სადაც ინახება ობიექტი შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით: კარგი, საშუალო, ცუდი, ძალიან ცუდი;
თ) მინიჭებული კატაგორია – მიეთითება ძეგლის კატეგორია, მისი არსებობის შემთხვევაში;
ი) მასალა – აღნიშნულ პუნქტში არსებობის შემთხვევაში მიეთითება ძეგლის ქიმიური ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია: მისი ქიმიური შემადგელობის, სინჯისა და წონის შესახებ;
კ) ზომები – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება ობიექტის/ძეგლის ზომები.
6. მინისტრის სამართლებრივი აქტი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ, ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან.
7. უძრავი ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ან მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მინისტრის ბრძანების დანართის სახით გამოსაქვეყნებლად სავალდებულო ნაწილია სააღრიცხვო ბარათის ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული, იდენტიფიცირებისათვის საჭირო შევსებული პირველადი ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახელმწიფო რეესტრი
1. ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამისი მონაცემები აისახება ძეგლების სახელმწიფო რეესტრში.
2. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრი ივსება ცხრილის სახით და მოიცავს უძრავი ძეგლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) რიგით ნომერს;
ბ) ძეგლის სახელწოდებას;
გ) შექმნის (აგების) თარიღს (ზუსტი თარიღი, პერიოდი, საუკუნე);
დ) ადგილმდებარეობას/მისამართს;
ე) რეესტრში შეტანის თარიღს;
ვ) ძეგლის სააღრიცხვო ბარათის, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე პასპორტის ნომრებს;
ზ) შენიშვნას.
3. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრი ივსება ცხრილის სახით და მოიცავს მოძრავი ძეგლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) რიგით ნომერს;
ბ) ძეგლის სახეობას;
გ) ავტორს (სახელი, გვარი, ფსევდონიმი; თუ ავტორი უცნობია – შესაბამის მიმდინარეობას (სკოლა); არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში გრაფაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია ძეგლის აღმოჩენის ადგილის შესახებ);
დ) ძეგლის დასახელებას;
ე) შექმნის თარიღს (პერიოდი, საუკუნე(ები) ან/და ზუსტი თარიღი (თუკი ასეთი ცნობილია));
ვ) მასალას;
ზ) სააღრიცხვო ბარათის, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე პასპორტის ნომრებს;
თ) ადგილმდებარეობას (მისამართი: მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, №; თუ ძეგლი დაცულია მუზეუმში, უნდა მიეთითოს შესაბამისი მუზეუმის დასახელება, სამუზეუმო ფონდის, კოლექციის კოდი და ობიექტის საინვენტარო ნომერი);
ი) მინიჭებულ კატაგორიას (ივსება ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) რეესტრში შეტანის თარიღს;
ლ) შენიშვნას.
მუხლი 5🔗. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პასპორტი
1. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის, ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ, სამინისტრო უფლებამოსილია შეადგინოს ძეგლის პასპორტი. ძეგლის პასპორტი წარმოადგენს მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ დოკუმენტს.
2. უძრავი ძეგლის პასპორტი მოიაცავს ძეგლის სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებულ ძეგლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო (1–11 პუნქტები) და სამეცნიერო-კვლევით ინფორმაციას. ამასთან, უძრავი ძეგლის პასპორტში შესაძლებელია სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებული ინფორმაციის გაღრმავება და დაზუსტება, კერძოდ:
ა) მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციაში მითითებულ უნდა იქნეს ძეგლის კონკრეტული მესაკუთრე/მესაკუთრეები;
ბ) ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება უნდა მოხდეს მისი არქიტექტურული და კონსტრუქციული მდგომარეობის შევსების თვალსაზრისით;
გ) ასევე მითითებულ უნდა იქნეს ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი საარქივო წყაროები.
3. უძრავი ძეგლის პასპორტის სამეცნიერო-კვლევითი ნაწილი მოიცავს ძეგლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ისტორიული ცნობები – პუნქტში ივსება ინფორმაცია ძეგლის შესახებ არსებულ ისტორიულ ცნობებზე:
ა.ა) მონაცემები ძეგლის დაარსების, აღმოჩენის, მშენებლობის, შექმნის, ავტორის, დამკვეთის, ნაგებობასთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების და სხვ. შესახებ;
ა.ბ) ინფორმაცია გადაკეთების და/ან დანაკარგის შესახებ, რამაც შეცვალა ძეგლის თავდაპირველი სახე;
ბ) ძეგლის აღწერა – პუნქტი მოიცავს მონაცემებს:
ბ.ა) ძეგლის გარემოს შესახებ;
ბ.ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის შესახებ;
ბ.გ) როგორც მზიდი კონსტრუქციების, ასევე გადახურვის სამშენებლო მასალისა და ტექნიკის შესახებ;
ბ.დ) ძეგლში დაცული მონუმენტური ფერწერის, პლასტიკის და ეპიგრაფიკის ნიმუშებზე;
გ) მხატვრულ-ისტორიული რეზიუმე;
დ) ინფორმაცია ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების თაობაზე – აღნიშნულ პუნქტში ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ზოგად აღწერასთან ერთად უნდა მიეთითოს სამუშაოების ჩატარების დრო, ავტორი, დოკუმენტაციის შენახვის ადგილი;
ე) ძეგლის კარტოგრაფიული მონაცემები – პუნქტში მიეთითება ძეგლის X და Y კოორდინატები; სიმაღლე ზღვის დონიდან;
ვ) საკადასტრო ინფორმაცია – პუნქტში მიეთითება მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი და ივსება მისი არსებობის შემთხვევაში;
ზ) ინფორმაცია ინფრასტრუქტურის შესახებ – აღნიშნული პუნქტი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი არ მდებარეობს დასახლებულ პუნქტში და მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
ზ.ა) ძეგლთან არსებული უახლოესი დასახლებული პუნქტი;
ზ.ბ) მანძილი სამანქანო გზიდან ძეგლამდე;
ზ.გ) მანძილი უახლოესი რკინიგზის სადგურიდან ძეგლამდე;
თ) საილუსტრაციო მასალა – პუნქტი მოიცავს პასპორტზე თანდართული საილუსტრაციო მასალის ჩამონათვალს:
თ.ა) ფოტოები;
თ.ბ) სიტუაციური გეგმა;
თ.გ) გეგმა(ები);
თ.დ) ჭრილ(ებ)ი;
თ.ე) ფასად(ებ)ი;
თ.ვ) ინტერიერის განშლა(ები);
ი) დამცავი ზონების სქემა – აღნიშნული პუნქტი ივსება ძეგლის დამცავი ზონების (ინდივიდუალური და ზოგადი) არსებობის შემთხვევაში და მოიცავს ინფორმაციას დამცავი ზონის დადგენის შესახებ დოკუმენტის სახელწოდების, დოკუმენტის დამტკიცების თარიღის, შემდგენელი პირის/ორგანიზაციის, სამართლებრივი საფუძველის შესახებ და ასევე გრაფიკულ გამოსახულებას; ამავე გრაფაში აისახება ინფორმაცია დამცავი ზონის ცვლილებების შესახებ;
კ) დამატებითი ინფორმაცია – პუნქტი ივსება საჭიროების შემთხვევაში და შეიტანება იმ სახის ინფორმაცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული პასპორტის პუნქტებით, მაგრამ საჭიროა ძეგლის იდენტიფიცირებისათვის;
ლ) პასპორტის შედგენის თარიღი პუნქტში მიეთითება პასპორტის შედგენის წელი, თვე, რიცხვი;
მ) პასპორტის შემდგენელი პირის ვინაობა – პუნქტში მიეთითება პასპორტის შემდგენელი პირის სახელი, გვარი და პროფესია;
ნ) ინფორმაცია პასპორტში შეტანილი ცვლილებების შესახებ – პუნქტში მიეთითება ცვლილებების შეტანის თარიღი, შემდგენელი პირი;
4. მოძრავი ძეგლის პასპორტი მოიცავს მოძრავი ძეგლის შესახებ შემდეგ მონაცემებს:
ა) ძეგლის სახეობა – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ძეგლის შესაბამისი სახეობა. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობებია: არქეოლოგიური, საინჟინრო, პალეოგრაფიული, მემორიალური, ეთნოგრაფიული, სახვითი ხელოვნების, დოკუმენტური, მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული. ამ სახეობებიდან შესაბამის შემთხვევაში შესაძლებელია მიეთითოს ერთი ან მეტი სახეობა;
ბ) დასახელებას ორიგინალისა და ქართულ ენაზე;
გ) ავტორი – პუნქტში მიეთითება ძეგლის ავტორის სახელი, გვარი, ფსევდონიმი; თუ ავტორი უცნობია – შესაბამისი მიმდინარეობა(სკოლა);
დ) ავტორის ცხოვრების წლები – პუნქტში მიეთითება ავტორის ცხოვრების ზუსტი თარიღი, თუკი ის ცნობილია ან/და პერიოდი, საუკუნე(ები);
ე) შექმნის თარიღი ან პერიოდი – პუნქტში მიეთითება ძეგლის შექმნის ზუსტი თარიღი, თუკი ის ცნობილია ან/და პერიოდი, საუკუნე(ები), ხოლო არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში პუნქტში ასევე უნდა მიეთითოს ინფორმაცია დათარიღების მეთოდის შესახებ;
ვ) მინიჭებული კატეგორია – პუნქტი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ძეგლს მინიჭებული აქვს კატეგორია;
ზ) ინფორმაცია წარმომავლობის შესახებ – პუნქტში ივსება მონაცემები:
ზ.ა) ძეგლის მფლობელებისა და ადგილსამყოფლის ცვლილებების შესახებ;
ზ.ბ) არქეოლოგიური ძეგლის შემთხვევაში გრაფაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია ძეგლის აღმოჩენის შესახებ: მისამართი (მუნიციპლიტატი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა), ასევე საკოორდინატო მონაცემები X და Y, კვადრატის ნომერი, უბნის ნომერი, სამარხის ნომერი, კულტურული ფენა, ნაგებობა, აღმოჩენის წელი და სხვა წარმომავლობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაცია;
თ) ამჟმინდელი ადგილმდებარეობა – პუნქტში უნდა მიეთითოს ძელის განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაცია (მისამართი: მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, №; თუ ძეგლი დაცულია მუზეუმში, უნდა მიეთითოს შესაბამისი მუზეუმის დასახელება, სამუზეუმო ფონდის, კოლექციის კოდი და ობიექტის საინვენტარო ნომერი);
ი) დაცვის პირობები – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს იმ საცავის მდგომარეობა, სადაც ინახება ძეგლი შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით: დამაკმაყოფილებელი ან არადამაკმაყოფილებელი;
კ) შემადგენლობა – პუნქტი მოიცავს ინფორმაციას ძეგლის შემადგენელი ელემენტების რაოდენობისა და რაობის შესახებ;
ლ) ჟანრი;
მ) მასალა – პუნქტში არსებობის შემთხვევაში მიეთითება ძეგლის ქიმიური ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია: მისი ქიმიური შემადგენლობის, სინჯისა და წონის შესახებ;
ნ) ზომები – პუნქტში მიეთითება ძეგლის ზომები;
ო) აღწერა – პუნქტი მოიცავს ძეგლის სიუჟეტის, კომპოზიციის, კოლორიტის, ფორმის აღწერას;
პ) ძეგლის გაფორმების მასალის (ჩარჩო, ბუდე, კიოტი და ა.შ) თაობაზე ინფორმაცია;
ჟ) გაფორმების ზომა – პუნქტი მოიცავს ძეგლის გაფორმების მასალის (ჩარჩო, ბუდე, კიოტი და ა.შ) ზომების თაობაზე ინფორმაციას;
რ) საავტორო წარწერა – პუნქტი მოიცავს ინფორმაციას ძეგლზე, ავტორის მიერ შესრულებული, საავტორო წარწერის თაობაზე, მისი არსებობის შემთხვევაში;
ს) სხვა ნიშანი – პუნქტი მოიცავს ინფორმაციას, ძეგლზე არსებული ინიციალის, თარიღის, დამღის, პიქტოგრამის, გრაფიტოს, ორნამენტის, წარწერის და სხვა რაიმე ნიშნის თაობაზე;
ტ) ცვლილებები – პუნქტი მოიცავს ძეგლის შექმნის პერიოდიდან მასში შეტანილი ცვლილებების აღწერასა და ქრონოლოგიას;
უ) ფიზიკური მდგომარეობა – პუნქტი მოიცავს ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის აღწერას კონკრეტული დაზიანებების მითითებით;
ფ) ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები – პუნქტში მიეთითება ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ქრონოლოგია და სახეობა, ასევე სარესტავრაციო დაწესებულების მისამართი, სამუშაოს ჩატარების თარიღი, შემსრულებელი პირის ვინაობა, მეთოდი, გამოყენებული მასალა და სხვ.;
ქ) გამოფენებში მონაწილეობა – პუნქტში მიეთითება საქართველოში და საზღვარგარეთ მოწყობილი გამოფენები, რომლებშიც წარმოდგენილი იქნა ძეგლი, აგრეთვე გამოფენის თარიღი, შესაბამისი დაწესებულებების სახელწოდება და მისამართი;
ღ) ესკიზები, ვარიანტები, ასლები – პუნქტში, ძეგლის ესკიზების, ვარიანტებისა და ასლების არსებობის შემთხვევაში, მიეთითება ინფორმაცია მათი შემსრულებლისა და განთავსების ადგილის შესახებ;
ყ) ძეგლთან დაკავშირებული ძირითადი ბიბლიოგრაფია – პუნქტში უნდა მიეთითოს ძეგლთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია, უნდა აღინიშნოს მისი დასახელება, შესრულების დრო, შემსრულებელი და შენახვის ადგილი;
შ) პასპორტის შედგენის თარიღი – პუნქტში მიეთითება პასპორტის შედგენის წელი, თვე, რიცხვი;
ჩ) პასპორტის შემდგენელი პირის ვინაობა – პუნქტში მიეთითება პასპორტის შემდგენელი პირის სახელი, გვარი და პროფესია.
6. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი № 2
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ობიექტთა სია
რიგითი
№
სახელწოდება
ადგილმდებარეობა/მისამართი
შენიშვნა
დანართი № 3
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტთა სია
რიგითი №
სახეობა
ავტორი
(არქ. ობ.-ის აღმოჩენის ადგილი)
დასახელება
მასალა, ზომა
ადგილსამყოფელი
შენიშვნა
დანართი №4
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი
№
ფოტოსურათი
1. სახელწოდება
2. ადგილმდებარეობა / მისამართი
2.1 ზუსტი მისამართი
ადმინისტრაციული ერთეული
(ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი, დაბა, სოფელი)
ქალაქის რაიონი
ქუჩა (ქუჩები)
შენობის №
2.2 გეოგრაფიული / მდებარეობა
ისტორიული მხარე
გეოგრაფიული
ერთეულის სახელწოდება
ისტორიული დასახლების სახელწოდება
მანძილი და მიმართულება უახლოესი დასახლებული პუნქტიდან
3. სახეობა
არქიტექტურის
არქეოლოგიური
საინჟინრო
მემორიალური
ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
საბაღე-საპარკო ხელოვნების და
ლანდშაფტური არქიტექტურის
მონუმენტური სახვითი ხელოვნების
პალეოგრაფიული
ეთნოგრაფიული
მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლი
4. თარიღი (პერიოდი, საუკუნე, ზუსტი თარიღი)
5. სტატუსი და კატეგორია
5.1. სტატუსი
თავდაპირველი
ამჟამინდელი
5.2. სტატუსის მინიჭების
თარიღი
თავდაპირველი
ამჟამინდელი
5.3. სტატუსის მიმნიჭებელი
ორგანიზაციის დასახელება
თავდაპირველი
ამჟამინდელი
5.4. დოკუმენტის №
თავდაპირველი
ამჟამინდელი
5.5. კატეგორია
თავდაპირველი
ამჟამინდელი
5.6. კატეგორიის მინიჭების
თარიღი
თავდაპირველი
ამჟამინდელი
5.7. კატეგორიის მიმნიჭებელი
ორგანიზაციის დასახელება
თავდაპირველი
ამჟამინდელი
5.8. დოკუმენტის №
თავდაპირველი
ამჟამინდელი
5.9. რეესტრის №
5.10. რეესტრში შეტანის თარიღი
6. ფუნქცია
დასახელება
თავდაპირველი
ამჟამინდელი
6.1. რელიგიური
6.2. სათავდაცვო
6.3. საერო
7. საკუთრება
იურიდიული პირი
ფიზიკური პირი
და სხვა
8. მოკლე დახასიათება
9. ფიზიკური მდგომარეობა
9.1. ზოგადი შეფასება (კარგი, საშუალო, ცუდი, ძალიან ცუდი, დანგრეული)
9.2. მდგომარეობის მოკლე აღწერა
9.3. დაზიანების გამომწვევი მიზეზი
ბუნებრივი
ადამიანის ზემოქმედება
სხვა კონკრეტული მიზეზი
9.4. მოსალოდნელი საშიშროება და ჩასატარებელი ღონისძიებები
10. მითითება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის შესახებ არსებულ დოკუმენტაციასა და ბიბლიოგრაფიაზე
პასპორტი/ სააღრიცხვო ბარათი
გრაფიკული მასალა
ფოტოები
ბიბლიოგრაფია
11. მითითებები კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთან/ძეგლთან დაკავშირებულ სხვა ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე
დაკავშირებულ უძრავ ობიექტთა/ძეგლთა პასპორტები/სააღრიცხვო ბარათები
ობიექტში/ძეგლში დაცული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტთა/ძეგლთა პასპორტები/სააღრიცხვო ბარათები
სხვა დოკუმენტები
12. დამატებითი ინფორმაცია
13. ბარათის შემდგენელი
14. სააღრიცხვო ბარათის შედგენის თარიღი
დანართი №5
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი
№
ფოტო
1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა
2 სახელწოდება
3 ავტორი
4 შექმნის დრო, ადგილი
5. მასალა, ზომა
6. ადგილსამყოფელი
7. დაცულობის ხარისხი
8. მინიჭებული კატეგორია
დანართი № 6
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრი
რიგითი
№
სახელწოდება
შექმნის/აგების თარიღი
ადგილმდებარეობა/ მისამართი
რეესტრში შეტანის თარიღი
სააღრიცხვო ბარათის/პასპორტის №
შენიშვნა
დანართი №7
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრი
რიგითი
№
ავტორი
დასახელება
შექმნის
თარიღი
მასალა, ზომა
სააღრიცხვო
ბარათის №
ადგილსამყოფელი
მინიჭებული კატეგორია
რეესტრში შეტანის თარიღი
შენიშვნა
დანართი №8
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
უძრავი ძეგლის პასპორტი
ფოტო
1. სახელწოდება
2. ადგილმდებარეობა / მისამართი
2.1 ზუსტი მისამართი
ადმინისტრაციული ერთეული
(ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი, დაბა, სოფელი)
ქალაქის რაიონი
ქუჩა (ქუჩები)
შენობის №
2.2 გეოგრაფიული /იტორიული მდებარეობა
ისტორიული მხარე
გეოგრაფიული
ერთეულის სახელწოდება
ისტორიული დასახლების სახელწოდება
მანძილი და მიმართულება უახლოესი დასახლებული პუნქტიდან
3. სახეობა
არქიტექტურის
არქეოლოგიური
საინჟინრო
მემორიალური
ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
საბაღე-საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის
მონუმენტური სახვითი ხელოვნების
პალეოგრაფიული
ეთნოგრაფიული
მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის
განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლი
4. სტატუსი და კატეგორია
სტატუსი
თავდაპირველი
ამჟამინდელი
სტატუსის მინიჭების თარიღი
თავდაპირველი
ამჟამინდელი
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება
თავდაპირველი
ამჟამინდელი
დოკუმენტის №
თავდაპირველი
ამჟამინდელი
კატეგორია
თავდაპირველი
ამჟამინდელი
კატეგორიის მინიჭების თარიღი
თავდაპირველი
ამჟამინდელი
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება
თავდაპირველი
ამჟამინდელი
დოკუმენტის №
თავდაპირველი
ამჟამინდელი
რეესტრის №
რეესტრში შეტანის თარიღი
5. აგების თარიღი (პერიოდი, საუკუნე, ზუსტი თარიღი)
6. ფუნქცია
დასახელება
თავდაპირველი
ამჟამინდელი
1. რელიგიური
2. სათავდაცვო
3. საერო
7. საკუთრება (მესაკუთრე/მესაკუთრეები)
იურიდიული პირი
ფიზიკური პირი
და სხვა
8. ძეგლის მოკლე დახასიათება
9. ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა
9.1 ზოგადი შეფასება (კარგი, საშუალო, ცუდი, ძალიან ცუდი, დანგრეული)
ა) შეფასება არქიტექტურული თვალსაზრისით
ბ) შეფასება კონსტრუქციული თვალსაზრისით
9.2 მდგომარეობის მოკლე აღწერა
9.3 დაზიანების გამომწვევი მიზეზი
ბუნებრივი
ადამიანის ზემოქმედება
სხვა კონკრეტული მიზეზი
9.4 მოსალოდნელი საშიშროება და ჩასატარებელი ღონისძიებები
10. მითითება ძეგლის შესახებ არსებულ დოკუმენტაციასა და ბიბლიოგრაფიაზე
პასპორტი/
სააღრიცხვო ბარათი
უახლესი და საარქივო გრაფიკული მასალა
უახლესი და საარქივო ფოტოები
ბიბლიოგრაფია
საარქივო წყაროები
11. მითითებები ძეგლთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციაზე
დაკავშირებული უძრავ ობიექტთა/ძეგლთა პასპორტები/სააღრიცხვო ბარათები
ძეგლში დაცული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტთა/ძეგლთა პასპორტები/სააღრიცხვო ბარათები
სხვა დოკუმენტები
12. ისტორიული ცნობები
12.1 დაარსების, აღმოჩენის, მშენებლობის, შექმნის ისტორია, ავტორი, დამკვეთი, ნაგებობასთან დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები და სხვ.
12.2 გადაკეთება და/ან დანაკარგი, რამაც შეცვალა ძეგლის თავდაპირველი სახე
13. ძეგლის აღწერა
13.1 გარემო
13.2 არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია
13.3 სამშენებლო მასალა და ტექნიკა
ა) მზიდი კონსტრუქციები
ბ) გადახურვა
13.4 ინფორმაცია მონუმენტური ფერწერის, პლასტიკის და ეპიგრაფიკის ნიმუშებზე
14. მხატვრულ-ისტორიული რეზიუმე
15. ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები (ზოგადი აღწერა, დრო, ავტორი, დოკუმენ-
ტაციის შენახვის ადგილი)
16. კარტოგრაფიული მითითება
X კოორდინატი
Y კოორდინატი
სიმაღლე ზღვის დონიდან
17. საკადასტრო ინფორმაცია (მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი)
18. ინფრასტრუქტურა
უახლოესი დასახლებული პუნქტი
მანძილი სამანქანო გზიდან ძეგლამდე
მანძილი უახლოესი რკინიგზის
სადგურიდან ძეგლამდე
19. საილუსტრაციო მასალა
ფოტოები
გენგეგმა/სიტუაციური გეგმა
გეგმები
ჭრილები
ფასადები
ინტერიერის განშლები
20. დამცავი ზონის სქემა და ცვლილებები (დოკუმენტის სახელწოდება, თარიღი, ავტორი, სამართლებრივი საფუძველი, გრაფიკული გამოსახულება).
21. დამატებითი ინფორმაცია
22. პასპორტის შემდგენელი
23. პასპორტის შედგენის თარიღი
24. ინფორმაცია ცვლილებების შეტანის შესახებ (თარიღი)
დანართი №9
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
მოძრავი ძეგლის პასპორტი
ფოტო
1. ძეგლის სახეობა
2. დასახელება (ორიგინალის ენაზე, ქართულად)
3. ავტორი
4. ავტორის ცხოვრების წლები
5. სკოლა
6. შექმნის თარიღი ან პერიოდი
7. შექმნის ადგილი
8. მინიჭებული კატეგორია
9. წარმომავლობა
10. ამჟამინდელი ადგილმდებარეობა
12. დაცვის პირობები
13. შემადგენლობა
14. ჟანრი
15. მასალა
16. ზომები
17. აღწერა
18. გაფორმება /მასალა, ზომა/
19. საავტორო წარწერა
20. სხვა ნიშანი
21. შეტანილი ცვლილებები
22. ფიზიკური მდგომარეობა
/დაზიანებების მითითებით/
23. ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები
24. გამოფენებში მონაწილეობა
25. ესკიზები, ვარიანტები, ასლები
26. ძირითადი ბიბლიოგრაფია
27. შენიშვნა
28. შემდგენელი პირი