პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №285/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.872
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 01/10/2007
matsne.gov.ge 689 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.872 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №285/ნ 2007 წლის 27 სექტემბერი  ქ. თბილისი პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის თანდართული წესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი დანართი პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. პირველად ფსიქიატრიულ გამოკვლევად ითვლება შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმთან პირის პირველი კონსულტაცია, თუ გამოკვლევის მომენტში ექიმის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოსაკვლევი პირისათვის წარსულში რაიმე სახის ფსიქიატრიული დახმარება არ აღმოუჩენიათ. 2. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის მიზანია ექიმის მიერ გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გაცემა ან/და გამოსაკვლევი პირისათვის სათანადო ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების განსაზღვრა.     მუხლი 2🔗. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის საფუძველი 1. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევა ტარდება გამოსაკვლევი პირის ან 16 წლამდე პირის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თხოვნით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევისა). არასრულწლოვანის გამოკვლევის შემთხვევაში ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმმა გამოსაკვლევ პირს უნდა მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია გამოკვლევის აუცილებლობის თაობაზე და შეძლებისდაგვარად დაითანხმოს გამოკვლევაზე. 2. თუ არასრულწლოვანმა დამოუკიდებლად მიმართა ექიმს გამოკვლევის ჩასატარებლად და გარკვეული მიზეზების გამო არ სურს კანონიერმა წარმომადგენლმა (მშობელმა) იცოდეს ამის შესახებ, ექიმს შეუძლია გამოკვლევის საკითხი გადაწყვიტოს ინდივიდუალურად კონკრეტული გარემოებებისა და მოზარდის ინტერესების გათვალისწინებით. 3. გამოსაკვლევი პირის თანხმობის გარეშე პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევა დასაშვებია, თუ პირის ქცევა სერიოზულ საფუძველს იძლევა ფსიქიკური აშლილობის არსებობაზე, რითაც საფრთხე ექმნება მის ან სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში პირველადი გამოკვლევის საფუძველია სამედიცინო დაწესებულების ექიმის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ან პირის კანონიერი წარმომადგენელის/ნათესავის (მეზობლის, ახლობლის და ა.შ.) წერილობითი (გამონაკლის შემთხვევაში – ზეპირი) განცხადება, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის აუცილებლობა. თუ ექიმი არ ჩათვლის აღნიშნულ მონაცემებს სარწმუნოდ (გამოკვლევის ინიციატორი წარმოადგენს აშკარად უსაფუძვლო ან პათოლოგიური შინაარსის მონაცემებს), მას შეუძლია უარი თქვას გამოკვლევაზე და სათანადო მიზეზის მითითებით ხელი მოაწეროს განცხადებას (თხოვნას/მომართვას).     მუხლი 3🔗. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება 1. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევა ტარდება შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან გამონაკლის შემთხვევაში ბინაზე. ექიმს შეუძლია უარი განაცხადოს გამოკვლევაზე, თუ მისი უსაფრთხოება არ არის დაცული. 2. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გამოკვლევაში სხვა სპეციალისტების (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი და სხვა) ჩართვა. 3. თუ ექიმს უძნელდება გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება, შეუძლია შესთავაზოს განმეორებითი ამბულატორიული ან სტაცონარული გამოკვლევა. 4. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის დასრულების შემდეგ ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის შემთხვევაში ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სამედიცინო ბარათში, რომელიც ინახება დაწესებულების არქივში დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გაცემა 1. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გაცემისათვის გამოსაკვლევ პირს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, ხოლო 16 წლამდე პირს – დაბადების მოწმობა, მის კანონიერ წარმომადგენელს – პირადობის მოწმობა. 2. ცნობას პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ხელს აწერენ პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩამტარებელი ექიმი და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი და მოწმდება დაწესებულების ბეჭდით. ცნობაში აღინიშნება, რომ დასკვნა გაიცა პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის შედეგად.