ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალური ფორმისა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №284/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.873
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 01/10/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ 14.07.2006
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი „„ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალური ფორმისა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის შესახებ“"
დოკუმენტის ტექსტი
ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალური ფორმისა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in .25in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.873
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №284/ნ
2007 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალური ფორმისა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის შესახებ
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. შეიქმნას ფსიქიურად დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბანკი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე.
2. ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალურ ფორმად გამოყენებულ იქნეს ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგ-ვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა.
3. ბანკის შექმნის მიზანია:
ა) სრულყოფილ იქნეს სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებისა და ფსიქიატრიული დაწესებულებების საქმიანობის მოცულობის შესახებ;
ბ) მოწესრიგდეს ერთიანი სააღრიცხვო სისტემა;
გ) მოხდეს სხვადასხვა დაწესებულებაში არსებული მონაცემების სისტემატიზაცია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საჭირო ინფორმაციის დროულ მოპოვებას და უზრუნველყოფს ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას.
4. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის, მონაცემთა დამუშავებისა და დროული შემოსვლა/გაცემისათვის საინფორმაციო ბანკი წარმოადგენს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.
5. საინფორმაციო ბანკში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაგზავნილი ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პაციენტის საპასპორტო მონაცემებს (გვარი, სახელი, დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი);
ბ) საცხოვრებელი რაიონი;
გ) პაციენტის სქესი;
დ) განათლება;
ე) პროფესია;
ვ) ოჯახური მდგომარეობა;
ზ) დასაქმებულია თუ არა;
თ) ქმედობაუნარიონობისა და ქმედუნარიანობის შესახებ ინფორმაცია;
ი) კლინიკური დიაგნოზი ICD 10 მიხედვით;
კ) მკურნალობა ნებაყოფლობითია თუ არანებაყოფლობითი;
ლ) ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემოსვლის ან აღრიცხვაზე აყვანის თარიღი;
მ) პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის თარიღი;
ნ) პაციენტის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაწერის ან აღრიცხვიდან მოხსნის თარიღი;
ო) პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების თარიღი;
პ) მითითება პაციენტის გარდაცვალების მიზეზზე.
6. საინფორმაციო ბანკში ფსიქიატრიული სტაციონარიდან ინფორმაცია იგზავნება:
ა) პაციენტის შემოსვლიდან – ერთი კვირის ვადაში;
ბ) პაციენტის გაწერიდან – 72 საათში.
7. საინფორმაციო ბანკში ამბულატორიული დაწესებულებიდან ინფორმაცია იგზავნება:
ა) პაციენტის აღრიცხვაზე აყვანიდან – ერთი კვირის ვადაში;
ბ) აღრიცხვიდან მოხსნიდან – 72 საათში.
8. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის დასრულებიდან ინფორმაცია იგზავნება 72 საათში;
9. საინფორმაციო ბანკში სპეციალიზებული (პანსიონატი, თავშესაფარი) დაწესებულებიდან ინფორმაცია იგზავნება:
ა) პაციენტის შემოსვლიდან – ერთი კვირის ვადაში;
ბ) პაციენტის გაწერიდან – 72 საათში.
10. თუ პირველადი გამოკვლევისას ან სხვა სახის ფსიქიატრიული დახმარებისას არ დაისვა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი, ამ პაციენტის მონაცემები საინფორმაციო ბანკში არ იგზავნება.
11. სრულყოფილი ინფორმაციის დროულ გაგზავნაზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
12. ბრძანების ამოქმედების დღიდან 6 თვის ვადაში ფსიქიატრიული დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მიაწოდონ ინფორმაცია მათ დაწესებულებაში მკურნალობაზე ან დინამიურ მეთვალყურეობაზე მყოფ პირთა შესახებ, აგრეთვე დაწესებულებებში წინა წლებში აღრიცხულ ავადმყოფთა შესახებ.
13. საინფორმაციო ბანკში მონაცემები დაცული უნდა იყოს კონფიდენციალობის სრული დაცვით.
14. საინფორმაციო ბანკის კონფიდენციალურ მონაცემებზე დასაშვებ პირებს (უწყებებს) მიეკუთვნება:
ა) სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებიც ატარებენ ფსიქიატრიულ გამოკვლევას და გასცემენ შესაბამის დასკვნას ფსიქიური ჯანმრთელობის შესახებ;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
გ) მოსამართლე.
15. საინფორმაციო ბანკი ინფორმაციას გასცემს სამუშაო საათებში დაუყოვნებლივ.
16. საინფორმაციო ბანკის მონაცემების გამოყენება პირთა იდენტიფიკაციის გარეშე შეუძლია აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
17. საინფორმაციო ბანკში მონაცემთა დაცულობასა და ინფორმაციის სწორ და კანონიერ გაცემაზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
18. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი