⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.05.2011)
გაუქმებულია:

საქართველოს ზოგიერთი დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2007
ძალის დაკარგვა 30.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №872
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.878
გამოქვეყნების წყარო სსმ, 138, 04/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,417 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2007 მიღება
30.05.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგიერთი დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 27.0pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.878 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №872 2007 წლის 26 სექტემბერი  ქ. თბილისი საქართველოს ზოგიერთი დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. „ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის №233 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი, „ქ. ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №139 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, „ქ. ბათუმის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №186 ბრძანებით შექმნილი ქ. ბათუმის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმი რეორგანიზებულ იქნეს გაერთიანების გზით და ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის სახით. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის თანდართული წესდება. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ქ. ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №139 ბრძანება; ბ) „ქ. ბათუმის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №186 ბრძანება; გ) „ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის №233 ბრძანება. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. დიდებულიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდება თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით. 3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. ცენტრის მისამართია: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა №84.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები 1. ცენტრის მიზანია სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და სერტიფიცირებული სპეციალისტების მომზადება. 2. თავისი მიზნის მისაღწევად ცენტრი: ა) უზრუნველყოფს ცენტრში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით; ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; გ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; დ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას; ე) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად; ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას; ზ) უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ზრდასრული პირის მიერ სწავლის შესაძლებლობას; თ) ზრუნავს სახელობო განათლების ადგილობრივ მოთხოვნებთან მისადაგებაზე; ი) უზრუნველყოფს საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიული განათლების პირობების შექმნას; კ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიული სწავლების ცენტრებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ლ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა ურთიერთგაცვლას; მ) უზრუნველყოფს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების ხარისხს; ნ) ახორციელებს პროფესიულ ორიენტაციას; ო) ახორციელებს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას; პ) უფლებამოსილია შექმნას სასწავლო საწარმო; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი II. ცენტრის მართვა     მუხლი 3🔗. ცენტრის მართვის ორგანოები და ცენტრის სტრუქტურა ცენტრის მართვის ორგანოებია ცენტრის დირექტორი და ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 4🔗. ცენტრის დირექტორი 1. ცენტრის დირექტორი ინიშნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 3 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით 2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი. 3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილეს არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს – ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 4. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლა; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) გარდაცვალება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას. 5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.     მუხლი 5🔗. ცენტრის დირექტორის ფუნქციები ცენტრის დირექტორი: ა) ახორციელებს ცენტრის მართვას; ბ) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში; გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის შინაგანაწესს, ბიუჯეტს და საშტატო განრიგს; დ) უზრუნველყოფს სახელობო განათლების მასწავლებლებთან, ინსტრუქტორებთან და ცენტრის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა; ე) ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნებთან დაკავშირებულ ვადებს; ზ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს სამეთვალყურეო საბჭოს ცენტრის საგანმანათლებლო და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ; თ) არა უგვიანეს პირველი თებერვლისა წარუდგენს სამინისტროს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშს; ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; კ) წარმართავს და ზედამხედველობს ცენტრში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას; ლ) ასრულებს ცენტრის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახლადდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული ცენტრის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო 1. ცენტრის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. 2. სამეთვალყურეო საბჭო: ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სწავლების ცენტრის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს და სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს. ცენტრის შინაგანაწესი სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს დაწესებულებაში პროფესიულ სტუდენტთა მიღების წესებს; გ) აკონტროლებს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; დ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ ცენტრის წესდების პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 7🔗. სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება 1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე. 2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ცენტრის დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით. 4. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. 5. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება ცენტრის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს ცენტრის სხვა საჯარო ცენტრთან გაერთიანება/მიერთება ან ცენტრის გაყოფა/გამოყოფა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით. 6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს: ბ.ა) ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამინისტროს მიერ დანიშნული პირია; ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია; გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს ამ ცენტრში; დ) სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და ცენტრს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა; ე) სამინისტროს მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობისა ან/და ორგანოების წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი; ვ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა ძალაში; ზ) პირი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებულია; თ) გარდაიცვალა.     მუხლი 8🔗. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით. 2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიულ სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელია, იგი აირჩევა პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით. 3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს; ბ) ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას; გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებში; დ) მეთვალყურეობას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას. 4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) თუ ამ წესდებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება; გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით.     მუხლი 9🔗. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა/დანიშვნა 1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი. 2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან. 3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი; გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი; დ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელი; ე) სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი. 4. სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის, დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ან/და შესაბამისი ორგანოების, ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით. 5. ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სამინისტრო ნიშნავს საკუთარი ინიციატივით ან ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ინიციატივით. 6. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლისა და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება ცენტრში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევა 1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელს ირჩევენ პროფესიული სტუდენტების სწავლის ვადით მათი მშობლები, ხოლო სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს ცენტრში მომუშავე სახელობო განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 3 წლის ვადით. 2. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის ან/და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ცენტრის დირექტორი. 3. თითოეული პირი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად. 4. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. პროფესიული სტუდენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ ერთი ხმა თითო პროფესიულ სტუდენტზე. 5. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი მხოლოდ მშობელს. 6. საარჩევნო კომისიის მიერ ცალ-ცალკე დაითვლება: ა) სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის შედეგები; ბ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლების შედეგები. 7. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას.     მუხლი 11🔗. საარჩევნო კომისია 1. პროფესიულ სტუდენტთა მშობელთა და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან. 2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი მასწავლებელი; ბ) ცენტრის დირექტორი ან მისი ნათესავი; გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი. 3. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი III. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყაროები. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 12🔗. ცენტრის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 13🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. ცენტრის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ცენტრის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ცენტრს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის. 5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 14🔗. ცენტრის დაფინანსების წყაროებია 1. ცენტრის საფინანსო სახსრების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან, მათ შორის, დამხმარე სასწავლო-სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ცენტრის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. ცენტრის სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ცენტრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. თავი IV. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუსლი 15. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. თავი V. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი     მუხლი 16🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI. გარდამავალი დებულებები     მუხლი 17🔗. გარდამავალი დებულებანი 1. ცენტრის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრის დირექტორი. 2. ცენტრის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება ცენტრის დირექტორმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში. 3. ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენელის დანიშვნა სამინიტრომ უზრუნველყოს 4 თვის ვადაში. 4. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბათუმის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაცვლეს.