,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.010.888
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1088
2007 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა – დანართი №2 , დანართი №2ა და დანართი №2ბ“.
ბ) „ინსტრუქციის“:
ბ.ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, რეგიონალური საბაჟო/რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), სტრუქტურული ერთეული, რომელთა კომპეტენციაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის დებულებით, რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), დებულებით ან შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ბ.ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირები
საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას (ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) იღებენ: შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე, რეგიონალური საბაჟოს/ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და მისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის უფროსი/მისი მოადგილე (შემდგომში – უფლებამოსილი მოხელეები)“.
ბ.გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან, ხოლო მისი დამოწმებული ასლი ეგზავნება რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.“;
ბ.დ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვა
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას. მათი გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის კანცელარიაში. ოქმის ფორმებს ჟურნალში აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი რეგიონალური საბაჟოების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებზე. სტრუქტურული ერთეულები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გამოყენებულ და დაბრუნებულ (გაუქმებულ ან დაზიანებულ) ოქმებს, რის შესახებაც ამზადებენ ყოველკვირეულ ანგარიშს. რეგიონალურ საბაჟო „აღმოსავლეთზე გაიცემა ოქმები სერიით „რსა“, რეგიონალურ საბაჟო „დასავლეთზე“ სერიით „რსდ“, ხოლო რეგიონალურ ცენტრებზე (საგადასახადო ინსპექციებზე) – სერიით „რცსი.“;
ბ.ე) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო სამართალდარღვევის ყველა საქმე რეგიონალური საბაჟოების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიერ აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი) №5 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად“.
ბ.ვ) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგიონალური საბაჟოების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფროსებს, ხოლო აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე, შენახვასა და მასში შეტანილი მონაცემების უტყუარობაზე – რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებით ან საბაჟოს ორგანოების უფროსების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს“.
ბ.ზ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღრიცხვის ჟურნალები დამტკიცებული ფორმის (დანართი №5) შესაბამისად იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, რეგიონალური საბაჟოების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიხედვით.“;
ბ.თ) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კალენდარული წლის ბოლოს აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ოქმის და საბაჟო შეტყობინების რეგისტრაციის შემდეგ რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.“;
ბ.ი) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევების საქმეთა რეგისტრაციას და მონაცემების შეტანას ახორციელებს რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი მუშაკი, რომელსაც უშუალოდ აქვს დაკისრებული აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერების წარმოება.“;
ბ.კ) 22-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მისი შემდგენელი პირის მიერ, მარეგისტრირებელ სტრუქტურულ ერთეულს უნდა წარედგინოს ოქმის შედგენის დღიდან არა უგვიანეს 48 საათისა. რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამდებობის პირთა მიერ შედგენილი ოქმები და გამოცემული საბაჟო შეტყობინებები ექვემდებარება ჟურნალში აუცილებელ რეგისტრაციას სამი დღის ვადაში.
5. რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადმინისტრაციული შენობის ადგილსამყოფელი ადმინისტრაციული პუნქტის ფარგლებს გარეთ მდებარე სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეების მიერ შედგენილი ოქმების ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოწოდების შეუძლებლობისას, გამონაკლის შემთხვევაში, საქმეეების რეგისტრაცია დასაშვებია ფაქსით, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აღრიცხვის ჟურნალში ივსება, სულ ცოტა, 1–4, 7, 8, 9, 11 გრაფები. მონაცემები სხვა გრაფებში შეიტანება საქმის წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.”;
ბ.ლ) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირველი აღნიშნავს იმ რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან მისი სტრუქტურული ერთეულის კოდს (საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის მიხედვით), სადაც დარეგისტრირდა ოქმი (დადგენილება).“;
ბ.მ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუცილებელ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია, დამოუკიდებლად აწარმოოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმე, აგრეთვე გამოითხოვოს ის რეგიონალური საბაჟოდან/რეგიონალური ცენტრიდან (საგადასახადო ინსპექციიდან) და დამოუკიდებლად აწარმოოს იგი“.
გ) ბრძანებას დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №2ბ.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.
ნ. გილაური
დანართი №2ბ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
საბაჟო სამართალდარღვევის
ოქმი 000000 სერია —რცსი
1.–––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ––––––––––––––––––––––––––––––––––– შედგენის თარიღი(რიცხვი, თვე,წელი) შედგენის ადგილი, საბაჟო ორგანოს დასახელება
და კოდი (არსებობის შემთხვევაში)
3.–––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც
და გვარი გამოავლინა სამართალდარღვევა
5.მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ:––––––––––––––––––––––––––––––––––
ფიზიკური პირის შემთხვევაში, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეკვიზიტები (მათ შორის, პირადი ნომერი), სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა),
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაბადების თარიღი; იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა.
6. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და შინაარსი (მათ შორის, არსებითი ფაქტები და გარემოებები):
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7. საბაჟო კოდექსი მუხლი (მუხლის ნაწილი), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმის ან საქმისწარმოების სხვა მონაწილის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმობის (პასპორტის) რეკვიზიტები (მათ შორის, პირადი ნომერი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი და გვარი
9. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებები: –––––––––––––––––––––––––––––––––
ახსნა-განმარტების არსებობის შემთხვევაში მიეთითება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩამოართვა ახსნა-განმარტება
10. საქმისწარმოების ან/და სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ასეთ შემთხვევაში მიეთითება ღონისძიების დასახელება და ოქმის რეკვიზიტები
11. შეფარდებულია სანქცია ჯარიმის სახით: –––––––––––––––––––––––––––––––––––
ჯარიმის თანხა ციფრებით და სიტყვიერად
12. ჯარიმის გადახდის ვადა, ადგილი და წესი –––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შემდგენი –––––––––––––––––––––– მოწმე ან სხვა მონაწილე ––––––––––––––––
ხელმოწერა ხელმოწერა და სტატუსი
დამრღვევის ხელმოწერა (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას და სადავოდ არ ხდის მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს) ––––––––––––––––––
დამრღვევის ხელმოწერა ოქმის ჩაბარებაზე (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას) ან/და ოქმის ერთი პირის გადაცემაზე ––––––––––––––––––
ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა ––––––––––––––––––
13. შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამ ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია საბაჟო კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, IX კარით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.