,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1091
სარეგისტრაციო კოდი
230.150.070.22.033.010.891
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 139, 05/10/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.891

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1091

2007 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9

საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის, მოწმობა №2-ის და TIR-ის რეგისტრაცია და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში. შემოსვლაზე იწარმოება ცალკე ჟურნალი, ხოლო გასვლაზე ცალკე. ამ ინსტრუქციის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოწმობა, მოწმობა №2 და TIR წიგნაკის ფურცლები (ყვითელი და მწვანე), შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამმართველოს ეგზავნება საბაჟო გამშვები პუნქტების (საბაჟო საგუშაგოების) მიერ, საბაჟო დამუშავების ადგილების მიხედვით სისტემატიზებული. კონტროლზე აყვანისას და კონტროლიდან მოხსნისას, არა უგვიანეს მეორე დღისა, მოწმობები ეგზავნება რეგიონალურ საბაჟოებს/რეგიონალურ ცენტრებს (საგადასახადო ინსპექციებს), რომლებიც უზრუნველყოფენ მათი შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამმართველოში გადაგზავნას. მოწმობაში და ინფორმაციის პროგრამა ,,ASYCUDA“-ს მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას დგება აქტი, რომელიც შესაბამის აღრიცხვის მოწმობასთან ერთად იგზავნება შესაბამის სამმართველოში“;

ბ) მე-11 მუხლის ,,ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ც) გრაფა 23 – ,,დანიშნულების საბაჟო“ – აღინიშნება, დანიშნულების საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი განკუთვნილია დახურული ტიპის საბაჟო საწყობში შესანახად, გრაფაში აღინიშნება რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) კოდი, ხოლო დეკლარანტს უფლება აქვს საბაჟო დამუშავების ოპერაციები განახორციელოს ამ რეგიონალური საბაჟო ორგანოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.

ნ. გილაური