საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №10/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.010.948
გამოქვეყნების წყარო სსმ, 141, 10/10/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2007 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის შესახებ
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.010.948
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №10/2007
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
ახლად არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 2🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა. ღონღაძე
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე