„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.914
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1114
2007 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.2007წ., №29, მუხ. 348) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებუ-ლებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ადმინისტრაცია
ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზაცია და კონტროლი; შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი; შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა-შენახვის ორგანიზება;
ბ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება სამსახურის უფროსისათვის;
გ) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე; სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება; კვარტალური და წლიური საფინანსო, სტატისტიკური, აგრეთვე სამსახურის ნაერთი ბიუჯე-ტის შესრულების ანგარიშგების მომზადება და მათი დროულად წარდგენა; მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება და სოციალური დაცვის მექანიზმების შემუშავება;
დ) სამსახურის სისტემის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად; სამსახურის სისტემაში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობის განაწილება, კონტროლი და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; სამსახურის სისტემის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა; სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა; სასაწყობო მეურნეობის წარმოება;
ე) სამსახურის სისტემის საკადრო რესურსების მართვა, მისი ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
თ) შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ი) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაანგარიშება წელთა ნამსახურების მიხედვით;
კ) სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ლ) სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
მ) სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ჩატარების ორგანიზება;
ნ) დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა;
ო) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
პ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლი;
ჟ) პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების, უცხო ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, შემოსავლების სამსახურის მიერ გასამართი ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, სამსახურის ოფიციალური დელეგაციების (თანამშრომელთა) უცხოეთში მივლინებების ორგანიზება;
რ) შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაცია;
ს) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების წარმართვა; სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი; საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
ტ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება;
უ) სამსახურის ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალებების შესრულების ვადების კონტროლი;
ფ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ქ) ადმინისტრაციის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებათა შესრულება.“.
ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-10 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.10.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1114. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.033.010.914.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1114, 01.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.914 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/73360/