,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.024.010.919
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1475
2007 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს N01/01-01/113 ბრძანებით (სსმ III, 2002წ., N84, მუხლი 765) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების მე–5 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს დირექტორი. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მისი ბრძანებით განსაზღვრული მოადგილე.“.
მუხლი 2.
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. არველაძე