⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.06.2014)
გაუქმებულია:

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.10.2007
ძალის დაკარგვა 23.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №156
სარეგისტრაციო კოდი 480.070.000.22.030.010.921
გამოქვეყნების წყარო სსმ, 140, 09/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,598 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.2007 მიღება
23.06.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:27.0pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 37.35pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.070.000.22.030.010.921 საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის ბრძანება №156 2007 წლის 4 ოქტომბერი  ქ. თბილისი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის თანდართული ტიპობრივი დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ბეჟუაშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა (შემდგომში – წარმომადგენლობა) არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ქვედანაყოფი და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანი-ზაციაში) წარმოადგენს საქართველოს. 2. დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და მინისტრის ბრძანებებითა და ინსტრუქციებით. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ითვალისწინებს ასევე მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობას. 4. წარმომადგენლობა, უზრუნველყოფს საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) და აღნიშნული მიზნის მისაღწევად ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა, დელეგაციათა და ექსპერტთა ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობას, კოორდინაციას და მონიტორინგს. 5. წარმომადგენლობის შენობაზე და/ან მის ტერიტორიაზე, ასევე წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რეზიდენციაზე ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აღმართულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს სახელმწიფო დროშა აგრეთვე განთავსდება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ავტომობილზე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) არსებული საპროტოკოლო პრაქტიკის შესაბამისად. 6. წარმომადგენლობის შენობის წინა ფასადზე განთავსდება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, რომლის ქვეშაც განთავსდება აბრა წარმომადგენლობის შესაბამისი დასახელებით ქართულ და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენებზე. 7. სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების სხვა შემთხვევები განისაზღვრება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) არსებული საპროტოკოლო პრაქტიკის შესაბამისად. 8. წარმომადგენლობა, წარმომადგენლობის კარმიდამო, წარმომადგენლობის თანამშრომლები და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები სარგებლობენ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით. 9. წარმომადგენლობა, მასში დასაქმებული მოსამსახურეები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ჩვეულებებსა და ტრადიციებს, არ დაუშვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს საშინაო საქმეებში ჩარევად. 10. წარმომადგენლობა წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს. წარმომადგენლობას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრაძანებით.     მუხლი 2🔗. ძირითადი მოვალეობები წარმომადგენლობის ძირითადი მოვალეობებია: ა) წარმოადგინოს საქართველო ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში); ბ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელება; გ) დიპლომატიური საშუალებებითა და გზებით უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ინტერესები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში); დ) დაიცვას საქართველოს, მისი მოქალაქეებისა და იურიდული პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში); ე) წარმართოს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) უზრუნველყოს საქართველოდან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) და საქართველოში ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან (საერთაშორისო ორგანიზაციიდან) ოფიციალურ დელეგაციათა ვიზიტების მომზადება და განხორციელება.     მუხლი 3🔗. წარმომადგენლობის ფუნქციები წარმომადგენლობის ფუნქციებია: ა) სამინისტროს მეშვეობით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და მინისტრს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ; ბ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციას) შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო, კულტურულ და სხვა სფეროებში; გ) ხელი შეუწყოს მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის, შეიმუშაოს და სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და ზოგადად რეგიონში საქართველოს ინტერესების დასაცავად და გასატარებლად; დ) უზრუნველყოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს საშინაო და საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში; ე) ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს, საჭიროების შემთხვევაში, არა-სამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს წარმოაჩინონ საქართველოს შესაძლებლობანი და თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, დაამყარონ კავშირები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებებთან; ვ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციას) შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებაში, მოამზადოს წინადადებები საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციას) შორის ხელშეკრულებათა ხელმოწერის, აღსრულების, ანულირებისა და დროებითი შეჩერების თაობაზე; ზ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობითა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელოს საკონსულო ფუნქციები; თ) დაიცვას საქართველოს ინტერტესები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში); ი) საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით გაატაროს ღონისძიებები წარმომადგენლობის, მისი კარმიდამოს, ქონების და არქივის დაცვის მიზნით; კ) საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ადგილსამყოფელი ქვეყნის თანხმობისა და მესამე ქვეყნის თხოვნის შემთხვევაში დაიცვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლოს ქართულ დიასპორასთან და სათვისტომოებთან და ხელი შეუწყოს მის საქმიანობას; მ) რეგულარულად მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამხედრო და კულტურული სიახლეებისა და განვითარების თაობაზე, მათ შორის, დაამუშაოს ინფორმაცია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიმართულებების, მისი ადგილის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე და ზოგადად რეგიონში, შეისწავლოს სხვა სახელმწიფოთა საქმიანობა და კონკრეტული რეგიონის რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი; ნ) შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტისა და მინისტრის დავალებები, ასევე სამინისტროსთან შეთანხმებით განიხილოს სხვა სახელმწიფო უწყებათა წინადადებები; ო) განიხილოს საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადგილობრივი დაწესებულებების, თვითმმართველი ორგანიზაციების, სააგენტოების, ორგანიზაციებისა და კომპანიების წინადადებები; პ) ხელი შეუწყოს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს ქართული პროდუქციისა და მომსახურების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციაში; ჟ) განახორციელოს საქმიანობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ტერიტორიულ და ფუნქციონალურ დეპარტამენტებთან უშუალო კოორდინაციით; რ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები.     მუხლი 4🔗. წარმომადგენლობის უფლებამოსილებები წარმომადგენლობა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია: ა) მოამზადოს და წარუდგინოს სამინისტროს წინადადებები ოფიციალურ დელეგაციათა ვიზიტების თაობაზე; ბ) დაამყაროს ურთიერთობა მიმღები სახელმწიფოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან (საზოგადოებრივ დაწესებულებებთან და ასოციაციებთან), სამეცნიერო და კულტურული წრეებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ მისიებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან, რომლებიც განლაგებულნი არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე; გ) მოიპოვოს დოკუმენტაცია, ინფორმაცია და/ან სხვა მასალები საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებიდან, სააგენტოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან წარმომადგენლობის საქმიანობის განსახორციელებლად; დ) წარუდგინოს სამინისტროს წინადადებები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის თაობაზე; ე) ჩაატაროს კონფერენციები, შეხვედრები, გამოფენები, ფორუმები და სხვა ღონისძიებები;     მუხლი 5🔗. წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა 1. წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. 2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და პირადად არის პასუხისმგებელი წარმომადგენლობაზე დაკისრებული ამოცანებისა და დავალებების შესრულებაზე. 3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის საქმიანობას; ბ) თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოფს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობას; გ) აკონტროლებს წარმომადგენლობის ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და ფინანსურ წესრიგს; დ) პასუხისმგებელია გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმომადგენლობისათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე; ე) ზედამხედველობს წარმომადგენლობის თანამშრომელთა მიერ საქართველოსა და საერთაშორიშო კანონმდებლობის, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციებისა და დირექტივების შესრულებას; ვ) უზრუნველყოფს წარმომადგენლობის თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას და წარუდგენს სამინისტროს წინადადებებს წარმომადგენლობის საქმიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით; ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საელჩოს თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ; თ) გამოსცემს ბრძანებებს საელჩოს თანამშრომელთა ადგილსამყოფელი ქვეყნის და იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც ასევე აკრედიტებულია საელჩო, ამტკიცებს წარმომადგენლობის შინაგანაწესს და ზედამხედველობს შინაგანაწესის სათანადოდ შესრულებას; ი) უზრუნველყოფს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას; კ) ატარებს შესაბამის ღონისძიებებს წარმომადგენლობის, წარმომადგენლობის თანამშრომელთა და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვისათვის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად; ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას წარმომადგენლობის შტატგარეშე თანამშრომლებთან, წყვეტს მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობას, გამოსცემს ბრძანებებს მათი შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; მ) აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წარმომადგენლებთან, მონაწილეობს საერთაშორისო დონის კონფერენციებსა და შეხვედრებში და კანონმდებლობის შესაბამისად ხელს აწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ნ) სამინისტროს აწვდის ინფორმაციას საქართველოს დელეგაციების, ექსპერტთა ჯგუფებისა და სააგენტოების საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა და ქმედებათა შესახებ და საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს მინისტრს წინადადებას მათი საქმიანობის ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით; ო) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს წარმომადგენლობის მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. 4. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არ- ყოფნის შემთხვევაში წარმომადგენლობის მუშაობას ხელმძღვანელობს საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, ნიშნავს მინისტრი.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები 1. წარმომადგენლობის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. 2. წარმომადგენლობის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს მინისტრი. წარმომადგენლობის თანამშრომლები ექვემდებარებიან წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საქმეთა დროებით რწმუნებულს და ვალდებულნი არიან შეასრულონ მისი ბრძანებები და დავალებები. 3. წარმომადგენლობა თავის საქმიანობას წარმართავს შესაბამისი ფორმით შემუშავებული წლიური მოქმედებათა გეგმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურათა წარმომადგენლები შესაძლებელია მივლინებულ იქნენ წარმომადგენლობაში. დასახელებული პირები თავის საქმიანობისას და გადაწყვეტილებათა მიღებისას კოორდინირებულად მოქმედებენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან. 5. საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად წარმომადგენლობასთან შეიძლება ფუნქციონირებდეს სკოლა. 6. დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.