„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.922
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №291/ნ
2007 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანების (სსმ III, 2007წ., №18, მუხლი 210) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №2-ში (სამედიცინო პერსონალის მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამა) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები
პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ა) საოჯახო მედიცინის მოდელისათვის ადამიანური რესურსის მზადება;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებისათვის პერსონალის მზადება;
გ) ჯანდაცვის სექტორში მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მენეჯერების მზადება;
დ) მზადების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა;
ე) სპეციფიკურ დარგებში სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალისტთა უცხოეთში სტაჟირება;
ვ) პროგრამის მართვა და მზადების ორგანიზება;
ზ) ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და მიღების ფაქტების დადგენის და სამოხელეო დონეზე ადმინისტრირება.“
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 380 000 ათასი ლარით, თანდართული ცხრილი №1-ის შესაბამისად.
3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ჯახის ექიმები მზადებას გაივლიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ 2006 წლის 16 ივნისს აკრედიტებული პროგრამის შესაბამისად, ხოლო ზოგადი პრაქტიკის ექთნები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 13 მაისის № 129/ო ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადი პრაქტიკის ექთნის (ოჯახის ექთნის) გადამზადების პროგრამის“ შესაბამისად.“.
4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. კომპონენტის ბენეფიციარები
კომპონენტით გათვალისწინებულია ქ. თბილისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალის, მათ შორის, 200 – გადაუდებელი დახმარების ექიმის და 200-გადაუდებელი დახმარების ექთნის მზადება. ასევე, კომპონენტით გათვალისიწნებულია 300 საპატრულო პოლიციის თანამშრომლისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება.“.
5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია
1. კომპონენტის ბენეფიციარების (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმები და ექთნები) მომზადების მიზნით განხორციელდება შესაბამისი სასწავლო პროგრამის შესყიდვა.
2. გადაუდებელი დახმარების პერსონალი მზადებას გაივლის აკრედიტებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
3. მოსამზადებელი კონტინგენტის ინფორმირებას განახორცილებს სსიპ ,,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“.
4. კომპონენტის ფარგლებში გადასამზადებელი პერსონალის შერჩევას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი შესარჩევი კომისია შერჩევის წესისა და პირობების შესაბამისად, ხოლო შერჩევის პროცესის ორგანიზებას – სსიპ ,,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“. მზადებისათვის შერჩეულ პირთა სიას შერჩევის შედეგების განხილვის საფუძველზე განსაზღვრავს შესარჩევი კომისია და ამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
5. გადამზადებულთა საბოლოო შეფასება ტარდება მომსახურების მომწოდებლის მიერ, რომელსაც ზედამხედველობას უწევს მზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი, რომელის შემადგენლობასაც განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბოლოო შეფასების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გადამზადებულ პირებზე გაიცემა მოწმობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (მოწმობების დამზადების ხარჯები გათვალისწინებულია პროგრამის ფარგლებში).
6. გადასამზადებელ პატრულის თანამშრომელთა სიას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
7. პატრულის თანამშრომელთა მომზადება მოხდება მოკლევადიანი პირველადი სამედიცინო დახმარების პროგრამის შესაბამისად.
8. გადაუდებელი დახმარების სამსახურებისათვის პერსონალის მზადების განმახორციელებელი დაწესებულებები შეირჩევა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 205 568 ლარით.“.
7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 55 000 ლარით.“.
8. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. განხორციელების გეგმა
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | III თვე | IV თვე | V თვე | VI თვე | VII თვე | VIII თვე | IX თვე | X თვე | XI თვე | XII თვე |
| 1 | ოჯახის ექიმებისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნების მომზადება-გადამზადება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ტენდერის გამოცხადება პერსონალის მზადებისათვის მომსახურების შესყიდვაზე |
| X |
|
|
|
|
|
|
|
| |
| ტრენინგის მიმწოდებლების სატენდერო შერჩევა |
| X | X |
|
|
|
|
|
|
| |
| ექიმების/ექთნების ინფორმირება |
| X |
|
|
|
|
|
|
|
| |
| ექიმების/ექთნების შერჩევა |
|
| X |
|
|
|
|
|
|
| |
| ექიმების ტრენინგი (2-კვირიანი შესვენებების გათვალისწინებით შუალედური და საბოლოო გამოცდების მოსამზადებლად) |
|
|
| X | X | X | X | X | X | X | |
| ექთნების ტრენინგი (2-კვირიანი შესვენებების გათვალისწინებით შუალედური და საბოლოო გამოცდების მოსამზადებლად) |
|
|
| X | X | X | X | X | X |
| |
| ექიმების მზადების საბოლოო შეფასება |
|
|
|
|
|
|
|
|
| X | |
| ექთნების მზადების საბოლოო შეფასება |
|
|
|
|
|
|
|
| X |
| |
| ექიმების/ექთნების ტრენინგის მოწმობების გაცემა |
|
|
|
|
|
|
|
|
| X | |
| 2 | ჯანდაცვის სექტორის მენეჯერების მომზადება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ტენდერის გამოცხადება |
| X |
|
|
|
|
|
|
|
| |
| ტრენინგის პროვაიდერების სატენდერო შერჩევა |
| X | X |
|
|
|
|
|
|
| |
| მენეჯერების ინფორმირება |
| X |
|
|
|
|
|
|
|
| |
| მენეჯერების შერჩევა |
|
| X | X |
|
|
|
|
|
| |
| მენეჯერების მზადება(შესვენებების გათვალისწინებით) |
|
|
| X | X | X | X | X |
|
| |
| მენეჯერების მზადების საბოლოო შეფასება |
|
|
|
|
|
|
|
| X |
| |
| მენეჯერებისათვის მზადების მოწმობების გაცემა |
|
|
|
|
|
|
|
|
| X | |
| 3 | გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებისათვის პერსონალის მზადება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ტენდერის გამოცხადება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებისათვის ექიმების და ექთნების მზადების სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე |
|
|
| X |
|
|
|
|
|
| |
| სასწავლო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით მომსახურების მიმწოდებლების სატენდერო შერჩევა |
|
|
| X | X |
|
|
|
|
| |
| სასწავლო პროგრამის შემუშავება |
|
|
|
| X | X |
|
|
|
| |
| ტენდერის გამოცხადება პერსონალის მზადებისათვის მომსახურების შესასყიდად |
|
|
|
|
|
| X |
|
|
| |
| მზადების მიმწოდებლების სატენდერო შერჩევა |
|
|
|
|
|
| X |
|
|
|
| გადაუდებელი დახმარების ექიმებისა და ექნების მზადების შესახებ პერსონალის ინფორმირება |
|
|
|
|
|
| X |
|
|
| |||||||||
| გადაუდებელი დახმარების ექიმებისა და ექნების მზადებისათვის პერსონალის შერჩევა |
|
|
|
|
|
| X |
|
|
| |||||||||
| გადაუდებელი დახმარების ექიმების გადამზადება |
|
|
|
|
|
| X | X | X | X | |||||||||
| გადაუდებელი დახმარების ექთნების გადამზადება |
|
|
|
|
|
| X | X | X | X | |||||||||
| ტენდერი პატრულის მუშაკთა მზადებისათვის მომსახურების შესასყიდად |
|
|
| X |
|
|
|
|
|
| |||||||||
| პატრულის მუშაკთა მზადება |
|
|
|
|
| X | X | X | X | X | |||||||||
| გადაუდებელი დახმარების ექიმებისა და ექთნების შეფასება |
|
|
|
|
|
|
|
|
| X | |||||||||
| გადაუდებელი დახმარების ექიმებისა და ექთნებისთვის მზადების მოწმობების გაცემა |
|
|
|
|
|
|
|
|
| X | |||||||||
9. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 116 743 ლარით.“.
10. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
სამედიცინო პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამის ბიუჯეტი
| I | საოჯახო მედიცინის მოდელისათვის ადამიანური რესურსის მზადება | რაოდე-ნობა | ერთეულის ღირებულება | სოც. ანა-რიცხი | სულ | ღირებუ -ლება სულ |
|
| 1 | ოჯახის ექიმების გადამზადება (თბილისი) | 180 | 1833 |
|
| 329940 |
|
| 2 | ოჯახის ექიმების გადამზადება (რეგიონი) | 144 | 3626 |
|
| 522144 |
|
| 2.1 | ოჯახის ექიმების მზადების ხარჯები (რეგიონი) | 144 | 1833 |
|
| 263952 |
|
| 2.2 | ოჯახის ექიმების კვების კომპენსაცია (რეგიონი) | 144 | 1494 | 299 | 1793 | 258192 |
|
| 3 | ზოგადი პრაქტიკის ექთნების გადამზადება (თბილისი) | 180 | 1378 |
|
| 248040 |
|
| 4 | ზოგადი პრაქტიკის ექთნების გადამზადება (რეგიონი) | 144 | 2872 |
|
| 413568 |
|
| 4.1 | ოჯახის ექთნების მზადების ხარჯები (რეგიონი) | 144 | 1378 |
|
| 198432 |
|
| 4.2 | ოჯახის ექთნების კვების კომპენსაცია(რეგიონი) | 144 | 1245 | 249 | 1494 | 215136 |
|
| ქვეჯამი | 533 |
|
|
| 1513692 |
| |
| II | გადაუდებელი დახმარების ცენტრების პერსონალის მზადება |
|
|
|
|
|
|
| 1 | გადაუდებელი დახმარების ექიმების გადამზადება (თბილისი) | 200 | 382 |
|
| 76400 |
|
| 2 | გადაუდებელი დახმარების ექთნების გადამზადება (თბილისი) | 200 | 285 |
|
| 57000 |
|
| 4 | საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მზადება | 300 | 105 |
|
| 31 500 |
|
| 5 | გადაუდებელი დახმარების ცენტრებისთვის პერსონალის მომზადებისთვის სასწავლო პროგრამის შემუშავება |
|
|
|
| 40 668 |
|
| ქვეჯამი | 700 |
|
|
| 205 568 |
| |
| III | მენეჯერების მზადება |
|
|
|
|
|
|
| 1 | სისტემის მენეჯერები | 40 | 1300 |
|
| 52000 |
|
| 2 | პჯდ ცენტრის მენეჯერები | 60 | 1300 |
|
| 78000 |
|
| 3 | ჰოსპიტლების მენეჯერები | 100 | 1300 |
|
| 130000 |
|
| 4 | სასწავლო მასალის მომზადება |
|
|
|
| 2997 |
|
| ქვეჯამი | 193 |
|
|
| 262997 |
| |
| IV | მზადების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა |
|
|
|
|
|
|
| 1 | ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის ანაზღაურება (40 დღეზე გაანგარიშებით) | 5 | 100 | 20 | 120 | 24000 |
|
| 2 | სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტების შემუშავება |
|
|
|
| 28 000 |
|
| 2.1 | შერჩევის ტესტ-კითხვარების შემუშავება |
|
|
|
| 10 000 |
|
| 2.2 | საბოლოო შეფასების ტესტ-კითხვარების შემუშავება |
|
|
|
| 18 000 |
|
| 3 | მზადების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის სამივლინებო ხარჯები | 40 | 75 |
|
| 3 000 |
|
| ქვეჯამი |
|
|
|
| 55 000 |
| |
| V | სპეციფიკურ დარგებში სამედიცინო პერსონალის კვ ა ლიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალისტთა უცხოეთში სტაჟირების კომპონენტი |
|
|
|
|
|
|
| 1 | სპეციალისტთა უცხოეთში სტაჟირება* | 96 | 23000 |
|
| 2208000 |
|
| ქვეჯამი |
|
|
|
| 2 208 000 |
| |
| VI | პროგრამის მართვა და მზადების ორგანიზება |
|
|
|
|
|
|
| 1 | მზადების კოორდინატორები (10 თვეზე გაანგარიშებით) | 5 | 885 | 177 | 1062 | 53 100 |
|
| 2 | შესყიდვის სპეციალისტი (10 თვეზე გაანგარიშებით) | 1 | 800 | 160 | 960 | 9600 |
|
| 3 | სპეციალისტი საბუღალტრო აღრიცხვის დარგში (10 თვეზე გაანგარიშებით) | 1 | 800 | 160 | 960 | 9600 |
|
| 4 | ინსპექტირების/მივლინების ხარჯები | 35 | 75 |
|
| 2625 |
|
| 5 | შესყიდვის მიზნით განცხადებების განთავსების ხარჯები |
|
|
|
| 5000 |
|
| 6 | ოფისის ხარჯები | 7 | 500 |
|
| 3500 |
|
| 7 | შესარჩევის კონტინგენტის ინფორმირება |
|
|
|
| 90 |
|
| 8 | შერჩევის ტექნიკური უზრუნველყოფა |
|
|
|
| 19632 |
|
| 8,1 | ოჯახის ექიმ (8) და ექთან (8) ექსპერტთა ანაზღაურების ხარჯები | 12 ** | 80 | 16 | 96 | 18432 |
|
| 8,2 | პროგრამისტის დაქირავების ხარჯები | 2 | 500 | 100 | 600 | 1200 |
|
| 9 | შერჩევის ორგანიზაციული უზრუნველყოფა |
|
|
|
| 11556 |
|
| 9,1 | საკანცელარიო მასალები |
|
|
|
| 3556 |
|
| 9,2 | დარბაზის დაქირავების ხარჯები |
|
|
|
| 8000 |
|
| 10 | მზადების მოწმობების ბეჭდვა | 2550 | 0,8 |
|
| 2040 |
|
| ქვეჯამი |
|
|
|
| 116 743 |
| |
| VII | ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და მიღების ფაქტების დადგენა და სამოხელეო დონეზე ადმინისტრირება |
|
|
|
|
|
|
| 1. | ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და მიღების ფაქტების დადგენის და სამოხელეო დონეზე ადმინისტრირების კომპონენტი |
|
|
|
| 18 000 |
|
| ქვეჯამი |
|
|
|
| 18 000 |
| |
| სულ ბიუჯეტი |
|
|
|
| 4 380 000 |
| |
| * ქვეყნის ფარგლებს გარეთ სპეციალისტთა სტაჟირება/მივლინების ხარჯები გათვლილია 45-დღიანი სასწავლო კურსის საშუალო ღირებულების (აშშ ნიუ-იორკი, გერმანია) შესაბამისად. თანხა შეიცავს მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის დაქირავების, სასწავლო კურსის ღირებულებისა და სადღეღამისო ნორმას.“. | |||||||
** დღეების რაოდენობა“
11. პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VIII:
„თავი VIII
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და მიღების ფაქტების დადგენის და სამოხელეო დონეზე ადმინისტრირების კომპონენტი
მუხლი 31. კომპონენტის ამოცანა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიურ ექსპერტიზაში დაკავებული ექიმებისათვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და მიღების ფაქტების დადგენის და სამოხელეო დონეზე ადმინისტრირების სწავლება.
მუხლი 32. კომპონენტის ბენეფიაციარები
კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს მასშტაბით 45 ექიმის მომზადება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.
მუხლი 33. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია
1. კომპონენტის ფარგლებში გადასამზადებელი პერსონალის შერჩევას განახორციელებს საქართვე-ლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. პერსონალი მზადებას გაივლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დიპლომის შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ 2007 წლის 14 მაისს აკრედიტებული №2007157 სასწავლო პროგ-რამის შესაბამისად.
3. გადამზადებულთა საბოლოო შეფასება ტარდება მიმწოდებლის მიერ, რომელსაც ზედამხედველობას უწევს მზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბოლოო შეფასების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველ-ყოფის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გადამზადებულ პირებზე გაიცემა მოწმობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (მოწმობების დამზადების ხარჯები გათვალისწინებულია პროგრამის ფარგლებში).
4. კურსდამთავრებულებს მიეცემათ უფლება აწარმოონ საქმიანობა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტის დადგენის ექსპერტიზაში.
5. მზადების განმახორციელებელი დაწესებულება შეირჩევა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 34. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 18 000 ლარით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი