ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.10.2007
ძალის დაკარგვა 08.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №1469
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.010.926
გამოქვეყნების წყარო სსმ, 140, 09/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.12.2011
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:ChveuNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.CveuMT-12, li.CveuMT-12, div.CveuMT-12 {mso-style-name:CveuMT-12; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:ChveuNusx; text-decoration:underline;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.010.926
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №1469
2007 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებში 61234.84 ჰექტარ ფართობზე ეროვნულ პარკში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3🔗. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლებისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე;
დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა.
მუხლი 4🔗. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 61234.84 ჰა.
მუხლი 5🔗. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზონირება
გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და დაცული ტერიტორიების საერთაშორისო კატეგორიების გათვალისწინებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ვიზიტორთა ზონა:
გ) ტრადიციული გამოყენების ზონა.
მუხლი 6🔗. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
1. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 5275 ჰა ტერიტორიას, რომლებიც გადანაწილებულია უბნების მიხედვით:
ა) აბასთუმნის უბანი – კვარტალები №№1, 2, 3, 9, 10, 15 (სულ 1242 ჰა);
ბ) აწყურის უბანი – კვარტალები: №№38, 39, 40, 41, 42, 43, 47, 48, 49, 68, 73, (სულ 1 466 ჰა); ჰა;
გ) ნუნისის უბანი – კვარტალები №№ 34, 35, 41, 46, 48 (სულ 622 ჰა);
დ) მარელისის უბანი – კვარტალები №№ 47, 49, 50, (სულ 470 ჰა);
ე) საქონდრიის უბანი – კვარტალები №№22, 27, 28, 29, 30 (სულ 913 ჰა);
ვ) ლაშურის უბანი – კვარტალები №№ 66, 67, 69, 97, 98, 99 (სულ 562 ჰა).
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა.
მუხლი 7🔗. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის საერთო ფართობი შეადგენს 30229.7 ჰა ტერიტორიას, რომლებიც გადანაწილებულია უბნების მიხედვით:
ა) აბასთუმნის უბანი – კვარტალები №№4, 5, 6, 8, 11, 12, 13, 14, 16, 17, 18, 20, 21, 22, 24, 25, 26, 27, 29, 35, 40, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 53, 56, 58 (სულ 4685 ჰა);
ბ) აწყურის უბანი – კვარტალები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, 34, 35, 36, 37, 44, 50, 52, 53, 54, 55, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66; №69 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 10, 11, 13, 14; კვარტალები №№71 და 72; №74 კვარტალის ლიტერები №№ 1, 3, 7, 12; კვარტალები №№75, 76 და 78; (სულ 7243.7 ჰა);
გ) ზანავის უბანი – კვარტალები №№1, 3, 4, 5, 6, 8, 13, 15, 16, 17, 18, 19, 25, 26, 27, 31 (სულ 1941 ჰა);
დ) ქვიშხეთის უბანი – კვარტალები №№4, 12, 13, 14 (სულ 415 ჰა);
ე) ნუნისის უბანი – კვარტალები №№6, 7, 12, 13, 14, 20, 21, 22, 23, 24, 25, 29, 30, 31, 32, 33, 36, 37, 38, 39, 40, 42, 43, 44, 45, 47, 49, 50, 51 (სულ 3880 ჰა);
ვ) მარელისი უბანი – კვარტალები №№1, 2, 3, 4, 5, 9, 10, 14, 15, 21, 22, 23, 24, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 48, 51, 52, 53, 54, 55 (სულ 5607 ჰა);
ზ) საქონდრიის უბანი – კვარტალები №№ 2, 3, 4, 5, 6, 9, 10, 11, 12, 17, 18, 19, 20, 21, 23, 24, 25, 26, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46 (სულ 4758 ჰა);
თ) ლაშურის უბანი – კვარტალები №№42, 54, 55, 53, 65, 68, 70, 71, 93, 94, 105, 106, 107, 108 (სულ 1700 ჰა).
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
დ) სამეცნიერო კვლევა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;
ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა;
მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, ნაწილობრივ სახეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში მანქანით.
მუხლი 8🔗. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
1. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 25730.14 ჰა ტერიტორიას და მოიცავს:
ა) აბასთუმნის უბანი – კვარტალები №№7, 19, 23, 28, 30, 31, 32, 33, 34, 36, 37, 38, 39, 41, 42, 52, 54, 55, 57 (სულ 3384 ჰა);
ბ) აწყურის უბანი – კვარტალები №№23, 24, 25, 31, 45, 46, 51, 56; №69 კვარტალის ლიტერები №№5, 6, 7, 8, 9, 12; კვარტალი №70; №74 კვარტალის ლიტერები №№ 2, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16; კვარტალები №№77, 79, 80, 81, 82, 83, 84 (სულ 2156.3 ჰა);
გ) ზანავის უბანი – კვარტალები №№2, 7, 9, 12, 14, 20, 21, 22, 23, 24, 28, 29, 30 (სულ 1672 ჰა);
დ) ქვიშხეთის უბანი – კვარტალები №№ 5, 7, 8, 9, 10, 11, 15, 16; (სულ 1162 ჰა);
ე) ნუნისის უბანი – კვარტალები №№15, 16, 17, 18, 19, 26, 27, 28 (სულ 809 ჰა);
ვ) მარელისის უბანი – კვარტალები №№6, 7, 8, 11, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 25 (სულ 1717 ჰა);
ზ) საქონდრიის უბანი – კვარტალები №№7, 8, 13, 14, 15, 16 (სულ 954 ჰა);
თ) ეროვნული პარკის ალპური საძოვრებით დაკავებული ტერიტორია (სულ 10 748.44 ჰა);
ი) „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორია (სულ 3127.4 ჰა).
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) ეკოტურიზმი;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
ლ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;
მ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.
3. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა უბნების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს:
ა) აბასთუმნის უბანზე – 1500 მ3 საშეშე მერქანი;
ბ) აწყურის უბანი – 600 მ3 საშეშე მერქანი;
გ) ზანავის უბანი – 500 მ3 საშეშე მერქანი;
დ) ქვიშხეთის უბანი – 350 მ3 საშეშე მერქანი;
ე) ნუნისის უბანი – 150 მ3 საშეშე მერქანი;
ვ) მარელისის უბანი – 250 მ3 საშეშე მერქანი;
ზ) საქონდრიის უბანი – 150 მ3 საშეშე მერქანი;
თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე 600 მ3 საშეშე მერქანი.
მუხლი 9🔗. დრობითი რეგულირების წესის მოქმედების ვადა
დრობითი რეგულირების წესის მოქმედების ვადა ძალაშია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი სამენეჯმენტო გეგმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე.
მუხლი 10🔗. დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.