,,თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის №559 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№914
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.010.931
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 143, 15/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.931

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №914

2007 წლის 4 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის №559 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის №559 ბრძანებაში (სსმ III, 24.10.2005წ., №122, მუხ.1379) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების მე-7 მუხლის:

ა.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. დირექტორს სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსის საფუძველზე ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

ა.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს დაწესებულების დირექტორი. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

ბ) წესდებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი.

გ) წესდებიდან ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ა. დიდებულიძე