,,მარტყოფის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის №35 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.936
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №919
2007 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,მარტყოფის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის №35 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,მარტყოფის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიული პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის №35 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 23.01.2007 წ., №8, მუხ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესდების მე-7 მუხლის:
ა.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. დირექტორს სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსის საფუძველზე ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ა.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს დაწესებულების დირექტორი. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“;
ბ) წესდებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი;
გ) წესდებიდან ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. დიდებულიძე