საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2007
ძალის დაკარგვა 21.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №პირადი ნომერი
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.010.950
გამოქვეყნების წყარო სსმ, 144, 16/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ნომერი | პირადი ნომერი |
| სწავლების წლები | სასწავლო დაწესებულება |
| სამუშაოზე მოწყობის თარიღი | სამუშა-ოდან წასვლის თარიღი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.04.2017
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.09.2012
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:Ailial;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 44.95pt 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.010.950
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №1131
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს №761 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №229 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში, სამინისტროს შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და სახაზინო სამსახურში (სახაზინო დეპარტამენტში) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
1. სამინისტრო ახორციელებს რა მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო და სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო და სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ზრუნავს კადრების რეზერვის შექმნაზე.
2. კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, სამინისტრო სტაჟირების გასავლელად იღებს პერსპექტიულ ახალგაზრდებს, ხელს უწყობს მათი პროფესიული დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ქმნის საფინანსო, საბიუჯეტო, საბაჟო, საგადასახადო კანონმდებლობის და სხვა შესაბამის სფეროში ცოდნის დონის ამაღლების პირობებს.
მუხლი 3🔗.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
დ) დაწესებულება – სამინისტროს ცენტრალური აპარატი, შემოსავლების სამსახური და სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი).
თავი II. სტაჟიორების შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი
მუხლი 4🔗.
1. სტაჟიორად მიიღება სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი განათლების მქონე პირი.
2. სტაჟიორის განათლება უნდა შეესაბამებოდეს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სადაც მას სურს სტაჟირების გავლა.
მუხლი 5🔗.
კანდიდატების განცხადებები დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ სამინისტროში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სამდივნოს წარედგინება ყოველ ოთხშაბათ დღეს 9 სთ-დან 18 სთ-მდე (გარდა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებისა).
მუხლი 6🔗.
1. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მსურველმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) დიპლომის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ვ) ორი ფოტოსურათი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ანკეტა-რეზიუმეში კანდიდატმა უნდა მიუთითოს დაწესებულების ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც მას სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება. ამასთან, კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს დაწესებულების ერთზე მეტი სტრუქტურული ქვედანაყოფი, თუ მისი განათლება აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
3. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) მომხმარებლის დონეზე უნდა შეეძლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა (Windows, Word, Excel).
მუხლი 7🔗.
1. სტაჟირებაზე პირის მიღება ხდება ტესტირების და გასაუბრების წესით.
2. ტესტირებას და გასაუბრებას ატარებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ან/და საკონკურსო-საატესტაციო კომისია. მინისტრის გადაწყვეტილებით ტესტირება და გასაუბრება შეიძლება განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულმა ორგანიზაციამ (შემდგომში – კომისია).
3. ტესტირებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებიც სამდივნოს წარუდგენენ ამ წესით განსაზღვრულ საბუთებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. ტესტირება ტარდება ზოგად უნარ-ჩვევებში.
მუხლი 8🔗.
1. ტესტი შეიცავს დეპარტამენტის ხელმძღვანელის ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული ოდენობის საკითხებს. ტესტის პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი.
2. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით.
3. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი ან არც ერთი პასუხი არ არის შემოხაზული, ტესტის ამოხსნა შეფასდება 0 (ნული) ქულით.
4. კანდიდატი, რომელიც სწორად უპასუხებს ტესტების საერთო რაოდენობის იმ ზღვარს, რომელსაც განსაზღვრავს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან/და კომისია, უფლებამოსილია გაიაროს გასაუბრება.
5. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად კანდიდატს ეძლევა დეპარტამენტის უფროსის ან/და კომისის მიერ განსაზღვრული დრო. დროის გადაცილების შემდეგ გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და კანდიდატს დაეწერება შეფასება 0 (ნული).
6. კანდიდატები მიიღებენ გაფრთხილებას დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე.
7. ყოველ კანდიდატს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი და პასუხების ფურცელი.
8. კონვერტის გახსნამდე თითოეული კანდიდატი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია, ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, კანდიდატი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი ტესტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.
9. ტესტურ გამოცდაზე გამოცხადებული კანდიდატებისათვის საგამოცდო ტესტების დარიგების შემდეგ კომისია ითვლის დარჩენილი ტესტების რაოდენობას, ადგენს აქტს და ლუქავს ტესტებს სპეციალურ ყუთში.
10. საგამოცდო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე დეპარტამენტის ან/და კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხების ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ჩატარებისათვის.
11. კომისიის ან/და დეპარტამენტის ნებართვის გარეშე (ნებართვა გაიცემა, თუ ტესტების შევსებისთვის აუცილებელია რაიმე ლიტერატურის გამოყენება) ტესტურ გამოცდაზე აკრძალულია ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის შეტანა, ხოლო მობილური ტელეფონის, კალკულატორის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა დაუშვებელია.
12. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის ან ტექნიკური საშუალების უნებართვოდ გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული).
13. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება კომისიის მიერ შერჩეული უფლებამოსილი პირების მიერ კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.
14. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმებისას დაცულია კანდიდატისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.
მუხლი 9🔗.
1. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტურ გამოცდას, გადიან გასაუბრებას კომისიასთან.
2. დეპარტამენტში იქმნება საინფორმაციო ბაზა, რომელშიც ხდება ტესტირებასა და გასაუბრებაში წარმატებული კანდიდატების აღრიცხვა. ერთიან მონაცემთა ბაზაში აღრიცხული კანდიდატების შედეგები გაითვალისწინება შემდეგი ტესტირების ჩატარებისას.
3. ტესტირებაზე ერთხელ გავლილი კანდიდატი ერთი წლის განმავლობაში მეორედ ტესტირებაზე არ დაიშვება.
4. დაწესებულებაში კანდიდატის სტაჟირებაზე მიღების ან და ტრენინგზე დაშვების გადაწყვეტილებას ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე და მე-10 მუხლის გათვალისწინებით იღებს კომისია. სტაჟირებაზე მიღებული პირი მიღებისთანავე ვალდებულია ხელი მოაწეროს დანართი №3-ში მოცემული შინაარსის ხელწერილს.
5. კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ სტაჟიორი გაივლის სავალდებულო ტრენინგს სასწავლო ცენტრში, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის გათვალისწინებით.
6. სავალდებულო ტრენინგის დასრულების შემდეგ სასწავლო ცენტრი სტაჟიორს უტარებს ტესტირებას სასწავლო პროგრამის თემატიკის შესაბამისად. ტესტირება ტარდება ამ წესის მე-8 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. ტესტირების წარმატებულად გავლის შემდეგ ტარდება გასაუბრება კომისიასთან, რისი შედეგებიც ეცნობება დაწესებულების ხელმძღვანელს. ხელმძღვანელი ვალდებულია გამოსცეს აქტი კომისის მიერ დასახელებული კანდიდატების სტაჟირებაზე დაშვების თაობაზე.
7. სტაჟიორს ხელმძღვანელად დაენიშნება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამდებობის პირი. ხელმძღვანელის მიერ თავისი მოვალეობის არაჯეროვნი შესრულება გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 10🔗.
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
მუხლი 11🔗.
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არა უმეტეს 4 თვისა.
2. დეპარტამენტის უფროსი პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
3. სტაჟიორის ანგარიშის განხილვისას მხედველობაში მიიღება სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის აზრი სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
4. სტაჟიორის ანგარიშის პერიოდული განხილვის შედეგები ეცნობება დაწესებულების ხელმძღვანელს.
5. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ ხდება სტაჟიორის შეფასება სტაჟიორის ხელმძღვანელის და დეპარტამენტის უფროსის მიერ. სტაჟიორის განზრახ არასწორი შეფასება იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
6. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟიორი წარმოადგენს უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებულ რეფერატს, იმ ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მონაცემის და სტაჟირების ხელმძღვანელის რეკომენდაციის გათვალისწინებით დეპარტამენტის უფროსი იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
8. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა დანართ №2-ში მოცემული ფორმის სტაჟირების სერტიფიკატი (მოწმობა) და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია დანიშნოს იგი ვაკანტურ თანამდებობაზე უპირატესი უფლებით.
თავი III. სტაჟიორის უფლებები
მუხლი 12🔗.
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გარდა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს, ისარგებლოს სამინისტროს ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სისტემის შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასა და შეხვედრებში;
გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს სტაჟირების ხელმძღვანელის კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას.
3. სტაჟიორს უფლება აქვს სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და კონფერენციებში.
თავი IV. სტაჟიორის მოვალეობები
მუხლი 13🔗.
სტაჟიორი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს სისტემის დებულებითა და შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის დებულებებით;
ბ) დაიცვას შინაგანაწესი და შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები;
გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სამინისტროს სისტემის იმ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას;
დ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
თავი V. სამინისტროს მოვალეობები
მუხლი 14🔗.
სამინისტრო ვალდებულია სტაჟიორს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შეუქმნას სათანადო პირობები.
მუხლი 15🔗.
1. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;
გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;
დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
თავი VI. სტაჟირების გავლის სხვა პირობები
მუხლი 16🔗.
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სავალდებულო სწავლების დროს არასაპატიო მიზეზით 6 აკადემიური საათის გაცდენა ან უარყოფითი შეფასების მიღება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) პირადი განცხადება;
ე) სტაჟიორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა;
ვ) მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის დეპარატამენტის ან/და სტაჟირების ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობის საფუძველზე.
მუხლი 17🔗.
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორისათვის სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების შესახებ.
2. სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სტაჟიორის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა;
გ) სტაჟიორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 18🔗.
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, სტრუქტურულ ქვედანაყოფში თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი (მოწმობა).
მუხლი 19🔗.
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების მიმდინარეობის საკითხებზე 2 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს.
თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 20🔗.
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი
№1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე ფოტო
ცნობები თქვენს შესახებ
1. სახელი, მამის სახელი, გვარი
2. დაბადების თარიღი, ადგილი
3. ბინის მისამართი
4. საკონტაქტო ტელეფონები
ბინა სამსახური მობილური
5. საპასპორტო მონაცემები
ნომერი
პირადი ნომერი
გაცემის თარიღი
გაცემის ადგილი
6. განათლება
სწავლების წლები
სასწავლო დაწესებულება
ფაკულტეტი
სპეციალობა
ხარისხი
1.
2.
3.
4.
7. უცხო ენის ცოდნა ძალიან კარგად კარგად
8. სპეციალური ან პროფესიული ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრენინგები გაქვთ გავლილი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
9. შრომითი საქმიანობა
სამუშაოზე მოწყობის თარიღი
სამუშა-ოდან წასვლის თარიღი
მუშაობის ადგილი (ორგანიზაციის დასახელება)
დაკავებული თანამდებობა;
სახელფასო განაკვეთი
წასვლის მიზეზები
1.
2.
3.
4.
5.
10. ოჯახური მდგომარეობა:
(ქვემოთ მიუთითეთ თქვენი ოჯახის წევრების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი – რ. /თ. / წ., სამუშაო ადგილი, თანამდებობა).
დედა:
მამა:
და:
ძმა:
მეუღლე:
შვილი:
11. დაწესებულება, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი
საქართველოს ფიანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი)
12. ქვედანაყოფი, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება:
12.1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
მინისტრის აპარატი
საბიუჯეტო დეპარტამენტი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
12.2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
ადმინისტრაცია
იურიდიული სამმართველო
მომსახურების სამმართველო
მეთოდოლოგიის სამმართველო
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო
ადმინისტრირების სამმართველო
აუდიტის სამმართველო
სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერიზის სამმართველო
ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამმართველო
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო
12.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოები
საბაჟო აღმოსავლეთი
საბაჟო გამშვები პუნქტები
საბაჟო საგუშაგოები
საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილება
ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება
იურიდიული განყოფილება
ადმინისტრაციული განყოფილება
მომსახურების განყოფილება
ადმინისტრირების განყოფილება
საბაჟო დასავლეთი
საბაჟო გამშვები პუნქტები
საბაჟო საგუშაგოები
საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილება
ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება
იურიდიული განყოფილება
ადმინისტრაციული განყოფილება
მომსახურების განყოფილება
ადმინისტრირების განყოფილება
საგადასახადო ინსპექციები
ინსპექციის დასახელება -------------------------------------
გადამხდელთა მომსახურეობის სამმართველო
გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო
გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო
იურიდიულ საკითხთა სამმართველო
ადმინისტრაცია (აპარატი).
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი
ადმინისტრაცია
განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო
თბილისის მთავარი სამმართველო
ქვემო ქართლის სამმართველო
კახეთის სამმართველო
მცხეთა-მთიანეთის სამმართველო
შიდა ქართლის სამმართველო
სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო
აჭარის სამმართველო.
12.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი)
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი
აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი
საოპერაციო დეპარტამენტი
საანგარიშსწორებო ცენტრი;
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ინფორმატიკის დეპარტამენტი.
ეს ანკეტა განიხილება შემოტანიდან ერთი წლის განმავლობაში
პასუხი ეცნობება მხოლოდ წარმატებულ კანდიდატს
ვადასტურებ ჩემ მიერ წარმოდგენილ
მონაცემთა სიზუსტეს და ვეთანხმები
შემოთავაზებულ პირობებს
ხელმოწერა ----------------------------------------------
თარიღი ----------------------------------------
მის: ქ. თბილისი, გორგასლის 16
ტელ: ----------, ------------, ფაქსი: ---------------
ვებგვერდი: www.mof.ge
ელ.ფოსტა: ----------------------------------
დანართი
№2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი №
ეს სერტიფიკატი ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
მასზე, რომ მან 200 წლის „ “ –––––––– დან 200 წლის „ “–––––––მდე
წარმატებით გაიარა სტაჟირების სრული კურსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საქვეუწყებო დაწესებულება/სტრუქტურული ქვედანაყოფი)
უფლებამოსილი თანამდებობის / /
პირის ხელმოწერა
დანართი
№3
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
შეგნებული მაქვს რა ჩემზე დაკისრებული მოვალეობები, სტაჟირების გავლის პერიოდში პასუხისმგებელი ვარ ჩემს ქმედებებზე, არ გავამხელ იმ სამსახურებრივ ინფორმაციას, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა ტრენინგის და სტაჟირების პროცესში, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
სტაჟიორის (კანდიდატის) ხელმოწერა / /
„ “ -------------- 200 წ.
უფლებამოსილი თანამდებობის
პირის ხელმოწერა / /