,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №47
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექციასთან) შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. ამ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ნებართვის მფლობელზე, რომლის მიმართ საბაჟო ორგანო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის ან ოპერაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე;“;
ბ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საბაჟო წერილობითი ფორმით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს დამსაწყობებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) დამსაწყობებლის მიერ საქონლის გაუტანლობისას დამსაწყობებელს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- „,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 08.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 230.030.000.10.003.000.991.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №47, 08.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 230.030.000.10.003.000.991 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7354/