,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№591
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.010.961
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 18/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.010.961

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №591

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში (სსმ III, 01.06.2006, №73, მუხ. 918) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს თანდართული დებულება.“.

3. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.“.

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების   

კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულება“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო (ტექსტში შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.“;

გ) მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

     მუხლი 3

სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.

     მუხლი 4

სამმართველოს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო“, შტამპი, ლოგო, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 10

სამმართველოს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.“;

ვ) მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ.“.

ზ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ,,ღია ცის“ ხელშეკრულების განყოფილება – ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, სადამკვირვებლო მისიების მიღება და სადამკვირვებლო ფრენების ჩატარება როგორც საქართველოს, ასევე ხელშეკრულების წევრ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.“;

თ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინფორმაციის გაცვლისა და ანალიზის განყოფილება – ამუშავებს და აანალიზებს, ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეიარაღების შესახებ, ავრცელებს ნოტიფიცირებულ შეტყობინებებს დიპლომატიური არხების მეშვეობით. ინსპექციების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიზნით, გეგმავს და აწვდის ინფორმაციას გაერთიანებული შტაბის შესაბამის ქვედანაყოფებს.“.

     მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

     მუხლი 3

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

დ. კეზერაშვილი