„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.962
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1314
2007 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებით (სსმ, III, 2005 წ., №34, მუხ. 343) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ე” ქვეპუნქტი;
2. დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე, სამინისტროს დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ხელმძღვანელობაზე, სასამართლო და სახელმწიფო დაწესებულებებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფაზე და სხვა სამართლებრივი საკითხების რეგულირებაზე, ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამინისტროში საკადრო საქმიანობის ინსპექტირების განხორციელებაზე, ინსპექტირებისას სამსახურებრივ შემოწმებაზე;“.
3. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა1) კადრების ინსპექტირების სამსახური (სამმართველო);“.
4. დებულების 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. კადრების ინსპექტირების სამსახური (სამმართველო)
1. კადრების ინსპექტირების სამსახური (სამმართველო):
ა) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკადრო საქმიანობის შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებას;
გ) საკადრო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას;
დ) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას.
2. კადრების ინსპექტირების სამსახურის (სამმართველო) საქმიანობაზე პასუხისმგებელია კადრების ინსპექტირების სამსახურის (სამმართველო) უფროსი და სამსახურის (სამმართველო) კურატორი შესაბამისი დირექტორის მოადგილე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 10 ოქტომბრიდან.
ი. მერაბიშვილი