„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№956
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.022.010.974
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 19/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.022.010.974

საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრის

ბრძანება №956

2007 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისსამინისტროსმკაცრიაღრიცხვისფორმებისგამოსაყენებლადშემოღებისადააღრიცხვა-ანგარიშგებისწესისშესახებდებულებისდამტკიცებისთაობაზე“ საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრის 2006 წლის 24 მაისის№474 ბრძანებაშიდამატებებისშეტანისშესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებით (სსმ III, 29.05.2006 წ., №71, მუხ. 897) დამტკიცებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები:

ა) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს მე-8 და მე-9 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმების შევსების უფლებამოსილება აქვს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება.“;

ბ) დებულებას დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 71. რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები

ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება შეუძლია რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლეს ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.“;

გ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის სრული ზოგადი განათლების ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმების შევსების უფლებამოსილება აქვს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება;

თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმაში არ ივსება გრაფა „თავმჯდომარე“ და გრაფა „მდივანი“.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია