,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №49
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცებულ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხთა სამმართველო;
ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;
დ) რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის სამმართველო;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) ანალიტიკური, ინფორმაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ზ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი;
დ) სამმართველოს უფროსი;
ე) სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ვ) მთავარი სპეციალისტი;
ზ) უფროსი სპეციალისტი;
თ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
ი) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;
კ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე;
ლ) მთავარი ბუღალტერი;
მ) საქმეთა მმართველი;
ნ) სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი;
ო) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
პ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ჟ) დამხმარე პერსონალი.“;
ბ) თანდართული საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
საშტატო ნუსხა
| თანამდებობა | რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 3 |
| სამმართველოს უფროსი | 6 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1 |
| მთავარი სპეციალისტი | 7 |
| უფროსი სპეციალისტი | 5 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე | 2 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
| საქმეთა მმართველი | 1 |
| სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 3 |
| დამხმარე მოსამსახურე (ელექტრიკოსი) | 1 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) | 2 |
| სულ | 37“. |
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 08.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.993.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №49, 08.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.993 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7366/