„საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.19.012.010.998
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №141
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №134, მუხლი 1190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი-ლებები:
1. ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-2 პუნქტი.
2. „საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დებულება განკუთვნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის, რეგიონალური საბაჟოებისა/რეგიონალური ცენტრებისა (საგადასახადო ინსპექციებისა) და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დებულება არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის, რეგიონალური საბაჟოების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების (საბაჟო საგუშაგოები და საბაჟო გამშვები პუნქტები) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს“.
ბ) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო ორგანოები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატი, რეგიონალური საბაჟოები/რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები) და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულები (საბაჟო საგუშაგოები და საბაჟო გამშვები პუნქტები).“.
გ) მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებსაც ეკისრებათ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა და ენიჭებათ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი.“;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეიმუშავებს და სათანადოდ გაფორმებული გადაწყვე-ტილებით ამტკიცებს შიდა ინსტრუქციას (შიდა კონტროლის წესს).“;
ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მონიტორინგის განხორციე-ლებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების დანიშვნის ან შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების შექმნის საკითხები“;
ე.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად მონიტორინგსდაქვემდე-ბარებული ნაღდი ფულის გადამაადგილებელი პირების მიერ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ დაფიქსირებული ინფორმაციის რეგიონალური საბაჟოებიდან/რეგიონალური ცენტრებიდან (საგადასახადო ინსპექციებიდან) (საბაჟო საგუშაგოები და საბაჟო გამშვები პუნქტები) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდების წესი;
ე) რეგიონალური საბაჟოებიდან/რეგიონალური ცენტრებიდან (საგადასახადო ინსპექციებიდან) და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულებიდან (საბაჟო საგუშაგოები და საბაჟო გამშვები პუნქტები) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) სამსახურში წარდგენის წესი.“;
ვ) მე-6 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაღდი ფულის გადამაადგილებელი პირების მიერ შევსებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია“ შეინახოს მათ მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება აგრეთვე ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების სპეციალური ფორმები როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.“;
ზ) მე-7 მუხლის:
ზ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით.“;
ზ.ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიღებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა სახით უგზავნის (წარუდგენს) სამსახურს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
2. სამსახურისათვის ინფორმაციის წერილობით მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განხორციელებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ან ამ მიზნებისათვის შექმნილი სპეციალური სტრუქტურული დანაყოფის მიერ ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსებასა და გაგზავნას (წარდგენას). ანგარიშგების სპეციალური ფორმა განსაზღვრულია ამ დებულების დანართის სახით (დანართი №1). ანგარიშგების ფორმა გაგზავნილი (ან წარდგენილი) უნდა იქნეს ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.“;
ზ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის გაგზავნა (წარდგენა) ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ვადებში, საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია ინფორმაციის მიწოდებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გაუგზავნოს (წარუდგინოს) სათანადოდ შევსებული ანგარიშგების სპეციალური ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების სპეციალური ფორმის დაგვიანებით წარდგენის მიზეზები.“;
ზ.დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული, საბოლოო გადაწვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი (ან წარდგენილი) ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი.“;
თ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში საბაჟო ორგანოების საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების შესახებ ინფორმაციის შეტანა
1. ნაღდი ფულის საქართველოში შემოტანისა და გატანის მონიტორინგის თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელე-ბისათვის, სამსახურის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად შექმნილი მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს ამ დებულებასთან ერთად დამტკიცებული (დანართი №2) „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების აღრიცხვის ფორმა“ თითოეული საბაჟო საგუშაგოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის მიხედვით ცალ-ცალკე, რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერით.
2. აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის) შეცვლის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აღრიცხვის ფორმის მეშვეობით სამსახურს გადასცეს განახლებული ინფორმაცია.“;
ი) დანართი №2-ის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
|
| ნაწილი 4 |
| 5. იმ პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარსადგენი მასალების (მ.შ. ანგარიშგების ფორმების) ხელმოწერის უფლებამოსილება (4) | |
|
| |
|
| |
|
| |
|
| |
| (4) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ თანამშრომელს, ნაწილი 4 ივსება თითოეული მათგანისათვის | |
| საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა თარიღი: |