საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.10.2007
ძალის დაკარგვა 30.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №979
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 152, 30/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.05.2006
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-16.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-16.15pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-16.15pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-16.15pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-16.15pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-16.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-16.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:-16.15pt; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.9pt 1.0in 56.9pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.003
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №979
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვე-პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის თანდართული წესდება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №535 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის წესდება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ინსტიტუტის სტატუსი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.
2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ინსტიტუტი შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბერის №754 ბრძანებულებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე.
4. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
5. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
მუხლი 2🔗. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები
1. ინსტიტუტი ახორციელებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა შორისაა:
ა) სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;
ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისათვის ხელშეწყობა;
გ) სამეცნიერო საქმიანობის ყოველმხრივი წახალისება;
დ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ე) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
ვ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
2. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა.
თავი II. ინსტიტუტის მართვა
მუხლი 3🔗. მართვის ორგანოები და ინსტიტუტის სტრუქტურა
1. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას – ინსტიტუტის დირექტორი.
2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულია სამეცნიერო განყოფილება. ინსტიტუტს შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის სტრუქტურული ერთეულები (ცენტრი, სექტორი და სხვა).
მუხლი 4🔗. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
1. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ხელმძღვანელი ორგანოა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება 8 წევრისაგან.
სამეცნიერო საბჭო:
ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს;
ბ) ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულებაზე;
გ) უფლებამოსილია კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ხელშეკრულება შეუწყვიტოს ინსტიტუტის დირექტორს;
დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;
ე) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებული ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
ზ) ამტკიცებს სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;
თ) ითანხმებს ინსტიტუტის დირექტორის მიერ შემუშავებულ წესდების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
ი) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;
კ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადე-მიას განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
ლ) განიხილავს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
მ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
ნ) ამ წესდებით დადგენილი წესით ქმნის კონკურსის სამდივნოს დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით;
ო) დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის და არჩევნების ორგანიზების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.
მუხლი 5🔗. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება იწყება ამ წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს ყველა წევრის არჩევის შემდეგ, პირველ სხდომაზე.
2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც.
3. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. სამეცნიერო საბჭო, ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით გადაწყვეტის თაობაზე.
5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ, სამ თვეში ერთხელ მაინც. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
6. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.
7. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ-ქმედუნარიანად აღიარება;
ე) გარდაცვალება;
ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლება.
მუხლი 6🔗. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობას;
გ) საჭიროებისამებრ მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებაში და გადაწყვეტილების მიღებისას ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით;
დ) მეთვალყურეობს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;
ე) სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას;
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილება, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) გარდაცვალება;
ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლება.
5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
1. სამეცნიერო საბჭოს წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით, ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ინსტიტუტში მომუშავე სამეცნიერო პერსონალისაგან. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა ინსტიტუტის დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე – დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ დროს.
3. ინსტიტუტის საერთო კრებას უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს წევრად პირის/პირების არჩევამდე 10 დღით ადრე განსაზღვროს სამეცნიერო საბჭოს წევრის საკვალიფიკაციო პირობები. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრობასთან და ინსტი-ტუტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან.
4. არჩევნებში სამეცნიერო საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს.
5. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.
6. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმა: ხმის მიცემისას ყოველმა ამომრჩეველმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა და დაასახელოს მაქსიმუმ 8 მისთვის სასურველი კანდიდატი. თითოეუ-ლი მეცნიერი ხმას აძლევს პირადად. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მოიპოვებენ უფრო მეტ ხმას.
7. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგად არჩეულ იქნება სამეცნიერო საბჭოს არასრული შემადგენლობა, მაგრამ არანაკლებ 2/3-ისა, დანარჩენი წევრების ასარჩევად ინსტიტუტის დირექტორის მიერ დაინიშნება დამატებითი არჩევნები. დამატებითი არჩევნები დაინიშნება აგრეთვე სამეცნიერო საბჭოს გამოკლებული წევრის ასარჩევად, რომელიც აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.
8. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრობის ორი ან მეტი კანდიდატი დააგროვებს ხმათა თანაბარ რაოდენობას და ისინი იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები ერთისა და იმავე ადგილის დასაკავებლად, მაშინ მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად ინსტიტუტის დირექტორის მიერ დაინიშნება არჩევნების მეორე ტური.
9. თუ არჩევნების შედეგად ვერ იქნა არჩეული სამეცნიერო საბჭოს წევრთა 2/3 მაინც, დირექტორის მიერ დაინიშნება საბჭოს ხელახალი არჩევნები.
მუხლი 8🔗. სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია
1. ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარების მიზნით ინსტიტუტის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება ინსტიტუტის თანამშრომ-ლებისგან.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ინსტიტუტის დირექტორი ან მისი ნათესავი;
გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.
3. ამ წესდების მიზნებისათვის „ნათესავი“ გულისხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს.
4. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ინსტიტუტის დირექტორი.
5. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, კანდიდატების დასახელების პროცედურა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობაზე, კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საზოგადოების წარმომადგენელი.
7. თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობას, საარჩევნო კომისიის წევრების გამოსავლენად დირექტორის მიერ საჯაროდ ტარდება წილისყრა.
8. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს.
მუხლი 9🔗. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
1. ინსტიტუტის მართვას ახორციელებს დირექტორი.
2. ინსტიტუტის დირექტორი:
ა) შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად;
ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებსა და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამეცნიერო საბჭოს არჩევის მიზნით, ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ, ამ წესდებით გათვალისწინებულ ვადებს;
ე) ითანხმებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე პირი;
ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;
თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ი) ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;
კ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ლ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს დირექტორის არყოფნისას, თუ დირექტორის მიერ არ იქნება დანიშნული დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი;
ნ) ხელს უწყობს მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ო) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს;
პ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
რ) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;
ს) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
უ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინიტროს;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ინსტიტუტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.
4. დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. თუ დირექტორს ჰყავს ორი ან მეტი მოადგილე, დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას განსაზღვრავს უშუალოდ ინსტიტუტის დირექტორი.
5. დირექტორს ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს შემდეგი შემთხვევები:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
დ) გარდაცვალება;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა.
6. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 10🔗. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
1. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.
2. ინსტიტუტის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.
3. ინსტიტუტის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით, თანამდებობაზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
4. დირექტორის არჩევის მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
5. კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ქმნის სამდივნოს. ინსტიტუტის სამდივნოს შექმნას განკარგულებით აფორმებს და კანდიდატების რეგისტრაციის ვადას ადგენს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
6. კონკურსის სამდივნო შედგება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრებისაგან, ინსტიტუტის სხვა მეცნიერების ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. სამდივნო განიხილავს განცხადებებსა და წარმოდგენილ საბუთებს, უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
7. სამდივნო დირექტორობის კანდიდატურებს და სათანადო მასალებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი პროგრამების გათვალისწინების საფუძველზე აირჩევს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. დირექტორობის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობისა.
9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სამეცნიერო საბჭო დანიშნავს ახალ კონკურსს, რომელიც ჩატარდება სამეცნიერო საბჭოს მიერვე დადგენილ ვადაში.
მუხლი 11🔗. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
1. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც კანონმდებლობით დაგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული:
ა) განსაზღვრავს და ინსტიტუტის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტისა და დებულების პროექტს;
ბ) შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს;
გ) თანხმობას იძლევა სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო პირობებზე.
3. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის მუშაობას შესაბამისი დარგის მიხედვით;
ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;
გ) დირექტორის წინაშე დააყენებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის დაწინაურების ან თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს.
4. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.
მუხლი 12🔗. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, ღია კონკურსის წესით, ირჩევს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი.
თავი III. ინსტიტუტის პერსონალი
მუხლი 13🔗. პერსონალის შემადგენლობა
1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.
2.ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს შეადგენენ სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:
ა) ინსტიტუტის დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტუტის საშტატო განრიგით.
მუხლი 14🔗. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
3. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
მუხლი 15🔗. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები
1. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან კვლევის შედეგი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით (მიუხედავად სამუშაო ადგილის შეცვლისა);
დ) ისარგებლოს ინსტიტუტის ბიბლიოთეკით და ინსტიტუტის სხვა ქონებით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. მეცნიერი ვალდებულია:
ა) დაიცვას ინსტიტუტის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი;
გ) გაუფრთხილდეს ინსტიტუტის ქონებას;
დ) ყოველწლიურად წარუდგინოს სამეცნიერო საბჭოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
თავი IV. ინსტიტუტის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 16🔗. ინსტიტუტის ქონება
1. ინსტიტუტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ინსტიტუტის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 17🔗. ინსტიტუტის დაფინანსება
1. ინსტიტუტის დაფინასების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
3. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
თავი V. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება
ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობს ინსტიტუტის მუშაობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ინსტიტუტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 19🔗. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება
ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VI. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 20🔗. რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის განხორციელება
1. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე.
3. ინსტიტუტის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ინსტიტუტის დირექტორი. ლიკვიდატორის უფლებამოსილება შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
4. ლიკვიდატორი:
ა) დანიშვნისთანავე ადგენს ინსტიტუტის ბალანსს;
ბ) ინსტიტუტის ცნობილ კრედიტორებს სპეციალური შეტყობინებით აცნობებს ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ, ხოლო თუ კრედიტორების მისამართი უცნობია, შეტყობინება ლიკვიდაციის თაობაზე ხდება საჯარო განცხადებით;
გ) ამთავრებს მიმდინარე საქმეებს, ასრულებს ინსტიტუტის ვალდებულებებს;
დ) უფლებამოსილია დაამთავროს სასამართლო პროცესი ან მორიგებით დაასრულოს დავები;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
5. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
თავი VII. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 21🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ინსტიტუტის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII. გარდამავალი დებულებები
მუხლი 22🔗. გარდამავალი დებულებები
1. ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
2. ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში.
3. ინსტიტუტის ახლად არჩეულმა სამეცნიერო საბჭომ დირექტორის არჩევა უზრუნველყოს თავისი უფლებამოსილების დაწყებიდან 2 თვის ვადაში.