,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1161
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.011.007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 148, 23/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.00.22.033.011.007

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1161

2007 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06 წ., №172, მუხლი 2333) დამტკიცებულ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ლ) ფიზიკური პირის მიერ მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდება პირადი სარგებლობის ნივთები, კერძოდ, ნივთები, რომლის შემოტანა ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ, არარეგულარულად და რომლის მახასიათებლები და რაოდენობა მიუთითებს, რომ ნივთები განკუთვნილია მიმღების, ან მისი გადამაადგილებელი ფიზიკური პირის პირადი ან მისი ოჯახის წევრთა სარგებლობისთვის.“;

ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თუ ვალდებულმა პირმა რამდენიმე საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე წარმოშობილი/წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარადგინა 800 000 ევროს ეკვივალენტი ლარებში ან მეტი ოდენობის გარანტია, აღნიშნული გარანტია ჩაითვალოს წარდგენილი საგარანტიო თანხის განუსაზღვრელი (ულიმიტო) ოდენობის საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიად.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური