,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 010.320.010.22.034.011.014
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1367
2007 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში (სსმ III, 03.02.2006, №14, მუხ. 179) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №15 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
ი. მერაბიშვილი
„დანართი №15
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| დეპარტამენტის დირექტორი | 2010 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1870 |
| მთავარი სამმსართველოს უფროსი | 1570 |
| მთავარი სამმსართველოს უფროსის მოადგილე | 1070 |
| სამმართველოს უფროსი | 920 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 720 |
| განყოფილების უფროსი | 670 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 630 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 550 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 490 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 440 |
| უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი | 340 |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი | 630 |
| უფროსი გამომძიებელი | 550 |
| გამომძიებელი | 490 |
“.