,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.10.003.000.996
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 11/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ბიუჯეტების შემოსუ­ლო­ბების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორცი­ელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახ­დილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №29, მუხლი 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-4 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ბ) სახაზინო კოდის მე-2, მე-5 ციფრები განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ან შესაბამისი დონის ბიუჯეტს;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ,,ბიუჯეტების შემოსუ­ლობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების გან­ხორ­ციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუ­ქ­­ციის:

ა) პირველი მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

,,ე) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხა­ზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმარ-თველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში.“;

ბ) მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღე­ბულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;“;

გ) მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეან­გარიშიდან უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგე­ნილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადა­სახადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“;

დ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

,,1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარი­შის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი რეგიო­ნალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“;

ე) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი რეგინალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.“;

ვ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალი­ბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე რეგიო­ნა­ლური ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის) წარ­დგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;“;

ზ) მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი რეგიო­ნა­ლური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ ამ მუხ­ლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქ­ტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.“;

თ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

,,1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მი­ხედ­ვით წარმოებს შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგე­ნი­ლი საგადახდო დავალების საფუძველზე.“;

ი) მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

,,3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადას­ტუ­რე­ბულია ბეჭდით.

4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.“;

კ) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

,,6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის რეგიო­ნალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.“;

ლ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17.

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამ­ხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდო­მით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ვ. გურგენიძე