,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1577
სარეგისტრაციო კოდი
410.080.000.22.023.011.026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 26/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.011.026

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1577

2007 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის     7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით (სსმ III, 12.12.05 წ., №144, მუხ. 1602) დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) ტრალის ფსკერული ვარიანტით (ფსკერულ ვარიანტად ჩაითვლება ტრალი, რომლის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველი), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ზღვის მამლების, გველთევზის, კიბორჩხალების, მოლუსკების და სხვა ფსკერის ბინადრების საერთო წილი 5%-ზე მეტია (დათვლით));“.

2. დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (შესაბამისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.“.

3. დებულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                  


,,დანართი №1

თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით

თევზსაჭერი იარაღები

თვლის მინიმალური ზომები მმ-ში

თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში

მოსასმელი ბადე კეფალისებრთა საჭერად

 

20

 

მოსასმელი ბადე სხვა თევზის საჭერად

 

12

 

თევზმახეები

12

ქისა ბადე ქაფშიის და ქარსალის საჭერად

 

6,5

 

ქისა ბადე სხვა თევზების საჭერად

12

 

ტრაილს პელაგიური ვარიანტი – ქაფშიის და ქარსალის საჭერად

 

6,5

 

ტრაილს პელაგიური ვარიანტი სხვა თევზების საჭერად

12

 

კონუსური ბადე

12

 

პარაშუტისებრი ბადე

12

 

მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი)

20

 

ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე)

20

 

სხვა თევზსარეწი იარაღები

12

 

                                                                                                                               “

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ჩანტლაძე