,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№997
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 30/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.028

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

  ბრძანება №997

2007 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის    13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 21 პუნქტისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანების (სსმ III, 16.11.2006, №154, მუხ. 2136) №1 დანართით დამტკიცებულ ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 27-ე მუხლს დაემატოს 21, 22 და 23 ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,21. თუ კონკურსის ფარგლებში განმეორებითი განაწილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ განმეორებითი განაწილებისას რიგ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულებში არსებულ სკოლაში/სკოლებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ წარედგინა სკოლის სამეურვეო საბჭოს, ხოლო კონკურსის ფარგლებში დარჩნენ კონკურსანტები, რომლებიც თავიანთ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში ვერ იქნენ განმეორებით წარდგენილნი სხვა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის (თუ კონკრეტულ საკონკურსო-ტერიტორიულ ერთეულში განმეორებით განაწილებაში მოხვედრილი სკოლების რაოდენობის სამზე ნამრავლი ნაკლებია კანდიდატთა რაოდენობაზე ან, როცა შეუძლებელია კონკრეტულ საკონკურსო-ტერიტორიულ ერთეულში განმეორებით განაწილებაში მოხვედრილი სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის წარდგენა, სამეურვეო საბჭოსათვის ერთი კანდიდატის განმეორებითი წარდგენის დაუშვებლობის გამო), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ტარდება ამ კონკურსანტთა მესამე განაწილება.

22. მესამე განაწილებისას კონკურსანტებს უფლება აქვთ გააკეთონ განაცხადი კონკურსის ფარგლებში სხვა ტერიტორიულ ერთეულში/ერთეულებში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სკოლებში წარსადგენად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით დამტკიცებული განაცხადის ფორმის შესაბამისად, კონკურსანტები საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით უფლებამოსილნი არიან მიუთითონ 5 (ან ნაკლები რაოდენობის) საჯარო სკოლა, რომელშიც ისინი ისურვებდნენ დირექტორობის კანდიდატად წარდგენას.

23. მესამე განაწილებისას კონკურსანტების განაწილება ხდება მათი განაცხადების საფუძველზე. თუ ერთ სკოლაში წარსადგენად დარეგისტრირდება 3-ზე მეტი კანდიდატი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. კონკურსანტი, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე ვერ განაწილდება მისთვის პირველ რიგში მითითებულ ყველაზე პრიორიტეტულ სკოლაში, განიხილება მე-2 რიგში პრიორიტეტულად მითითებულ სკოლაში. ამავე წესით, პრიორიტეტების რიგითობის დაცვით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება გაუნაწილებელ კანდიდატთა მომდევნო რიგის პრიორიტეტულ სკოლებში განაწილებაც.“;

2. დებულების 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 271. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის არჩევა და შედეგების გასაჩივრება

1. სამეურვეო საბჭო საჯარო სკოლის დირექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული და სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი კანდიდატებისაგან ირჩევს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

2. საჯარო სკოლის დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე. სკოლის დირექცია ხელს უწყობს დირექტორობის კანდიდატების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას, კანდიდატების შეხვედრების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან.

3. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის არჩევის/არარჩევის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის ასარჩევად ჩატარებული კენჭისყრის დღიდან მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში.“.

3. დებულების VII1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII1

ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

    მუხლი 272. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-20 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით, 26-ე მუხლის პირველი პუნქტით და 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მინისტრის უფლებამოსილებებს ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მიმართ ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია