⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.04.2014)
გაუქმებულია:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2007
ძალის დაკარგვა 17.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/192
სარეგისტრაციო კოდი 450.040.010.22.028.011.035
გამოქვეყნების წყარო სსმ, 152, 30/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,472 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2007 მიღება
17.04.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin-top:0in; margin-right:-24.0pt; margin-bottom:0in; margin-left:-16.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; color:black;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.3in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; color:blue;} h3 {margin-top:0in; margin-right:-24.0pt; margin-bottom:0in; margin-left:-16.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:blue;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-24.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; color:black;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.3in; font-size:14.0pt; color:blue;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; color:blue;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:16.0pt; font-size:14.0pt; color:blue;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 51.0pt 45.0pt 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.040.010.22.028.011.035 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/192 2007 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს კულტურის,  ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობის  ეფექტურად განხორციელების მიზნით, „ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს თანდართული დებულება. 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში არსებული კულტურული მემკვიდრეობის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 13 დეკემბრის №3/431 ბრძანება (სსმ III, 2004წ., №150(31), მუხ.1369). 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სათათბირო ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით. 2. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე ამ დებულებითა და სხვა სამართლებივი აქტებით.     მუხლი 2🔗. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. საბჭოს წევრი შესაძლებელია იყოს როგორც სამინისტროს თანამშრომელი, ასევე მოწვეული სპეციალისტი. 3. საბჭოს წევრები ინიშნებიან ერთი წლის ვადით. წევრთა უფლებამოსილება გრძელდება სამინისტროს მიერ საბჭოს შემადგენლობის ხელახალ დამტკიცებამდე. 4. საბჭო შედგება შემდეგი დარგობრივი სექციებისაგან: ა) წინარექრისტიანული  და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექცია; ბ) ურბანული მემკვიდრეობის  სექცია; გ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების სექცია; დ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექცია; ე) არქეოლოგიური სექცია; ვ) სტრატეგიული და მეთოდოლოგიური საკითხების სექცია. 5. საბჭოს სექცია შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან. საბჭოს სექციების შემადგენლობაში, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობა.     მუხლი 3🔗. საბჭოს დარგობრივი სექციების ფუნქციები 1. წინარექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექცია იხილავს: ა) წინარექრისტიანული  და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებსა და ობიექტებზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტებს; კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე და ობიექტზე მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოთა ანგარიშებს; გ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ჩასატარებელ სამუშაოთა სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებს. დ) სამინისტროს მიერ განსახილველად წარდგენილ სხვა საკითხებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის საკითხებს 2. ურბანული მემკვიდრეობის  სექცია იხილავს: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საზღვრებში (გარდა ქ.ქ. თბილისისა და ბათუმისა) განსახორციელებელ სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების,  კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების,  მცირე არქიტექტურული ფორმების, საინჟინრო მოწყობილობებისა და რეკლამების წინადადებებსა და პროექტებს, კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანი და შეუსაბამო შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მათი ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოსთან არქიტექტურულ-მხატვრული ხასიათითა და მასშტაბით შერწყმული შენობა-ნაგებობებით ჩანაცვლების საკითხებს; გ) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებსა და ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების პროექტებს (გარდა წინარექრისტიანული  და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა); კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებს; დ) სამინისტროს მიერ განსახილველად წარდგენილ სხვა საკითხებს; ე) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის საკითხებს. 3. მონუმენტური სახვითი ხელოვნების  სექცია იხილავს: ა) კულტურული მემკვიდრეობის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლებსა და ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების საპროექტო წინადადებებსა და პროექტებს; კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებს; ბ) კულტურული მემკვიდრეობის  მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლზე და ობიექტზე ჩასატარებელ სამუშაოთა მეთოდურ საკითხებს (ფერწერის ტექნიკური მეთოდებით კვლევის საფუძველზე კედლის მხატვრობის დაზიანების ხარისხისა და ხასიათის დადგენა, კონსერვაცია, რესტავრაცია და სხვა); გ) კულტურული მემკვიდრეობის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლზე და ობიექტზე წარმოებულ სამუშაოთა შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს; დ)  სამინისტროს მიერ განსახილველად წარდგენილ სხვა საკითხებს. 4. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექცია იხილავს: ა) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლებსა, ობიექტებსა და სხვა მოძრავ კულტურულ ფასეულობებზე, მათ შორის, მოძრავ არქეოლოგიურ მონაპოვარზე ჩასატარებელ სამუშაოთა წინადადებებსა და პროექტებს, მათი დაცვის პირობებსა და სისტემატიზაციასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებსა და რეკომენდაციებს; კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლზე და ობიექტზე მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოთა ანგარიშებს; გ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებს; დ) სამინისტროს მიერ განსახილველად წარდგენილ სხვა საკითხებს. 5. არქეოლოგიური სექცია იხილავს: ა) არქეოლოგიური სამუშაოების პროექტებს, კომპეტენციის ფარგლებში, არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და დასრულებულ არქეოლოგიურ სამუშაოთა ანგარიშებს; გ) არქეოლოგიურ სამუშაოთა სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებს; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონებში მიწის, სამეურნეო და სხვა სამუშაოთა, ასევე სატრანსპორტო და საფეხმავლო გადაადგილების შეზღუდვისა და აკრძალვის საკითხებს; ე) სამინისტროს მიერ განსახილველად წარდგენილ სხვა საკითხებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის საკითხებს. 6. სტრატეგიული და მეთოდოლოგიური საკითხების სექცია იხილავს: ა) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს; ბ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე საქართველოს მიერთების საკითხებს; გ) „ მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 1972 წლის კონვენციით შექმნილ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ძეგლების წარდგენის საკითხებს; დ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსახორციელებელ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებს; ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენისა და დაცვის საკითხებს; ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებს; ზ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის საკითხებს; თ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტებს; ი) ისტორიული დასახლებებისათვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხებს; კ) სამინისტროს მიერ განსახილველად წარდგენილ სხვა საკითხებს.     მუხლი 4🔗. საბჭოს საქმიანობისა წესი 1. საბჭო მის უფლებამოვალეობებს ახორცილებს შესაბამისი სექციების მეშვეობით. 2. საბჭოს საქმიანობას წარმართავენ სექციის თავმჯდომარეები, რომელთაც ირჩევენ სექციის წევრები. 3. სექციების სხდომების მოწვევას, საოქმო ჩანაწერების წარმოებასა და დღის წესრიგის შედგენას უზრუნველყოფენ შესაბამისი სექციების მდივნები, რომლებსაც ნიშნავს მინისტრი სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის თანამშრომლებიდან. 4. სექციაზე გასატან საკითხებს ამზადებს სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დღის წესრიგს ადგენს შესაბამისი სექციის მდივანი, რის თაობაზეც აცნობებებს სექციის წევრებს. ცვლილებები დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სექციის საქმიანობას წარმართავს სექციის თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოვალეობებს დროებით ახორციელებს სექციის წევრების მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული სხდომის თავმჯდომარე. 6. სექციის სხდომა, როგორც წესი, ტარდება კვირაში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში,  სამინისტრო მოიწვევს დამატებით სხდომას; განსახილველი საკითხების არქონის შემთხვევაში სექციის სხდომა გადაიდება. 7. სექციის სხდომაზე საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით, შესაძლოა მოწვეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. მინისტრი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სექციის სხდომის მუშაობაში.     მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების მიღებისა და გაფორმების  წესი 1. სექცია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3 მაინც. 2. სექცია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სექციის თავმჯდომარის ხმა. 3. სექციის გადაწყვეტილებები ფორმდება სექციის სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს სექციის მდივანი.  ოქმს ხელს აწერენ სექციის დამსწრე წევრები; სექციის  ყოველი წევრი ვალდებულია დააფიქსიროს თავისი პოზიცია განხილული საკითხის შესახებ. 4. სხდომის დამთავრების შემდეგ მდივანი ოქმს კინძავს და უზრუნველყოფს მისი სამინისტროს საკანცელარიო წიგნში რეგისტრაციას და სამინისტროს ბეჭდით დამოწმებას. 5. სათანადო წესით დამოწმებული და რეგისტრირებული ოქმი, მინისტრის მიერ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინახება სექციის მდივანთან, ხოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სამინისტროს უწყებრივი სანებართვო რეესტრის მწარმოებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. 6. სექციების გადაწყვეტილებები მინისტრისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.     მუხლი 6🔗. ორი ან მეტი სექციის ერთობლივი სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. თუ საბჭოს მიერ განსახილველი საკითხი ერთდროულად ორი ან მეტი სექციის კომპეტენციას განეკუთვნება, სამინისტრო უფლებამისილია მოიწვიოს შესაბამისი სექციების გაერთიანებული სხდომა. 2. სექციების გაერთიანებული სხდომის თავმჯდომარე, შესაბამისი სექციების წევრების მიერ, სექციების თავმჯდომარეებიდან, აირჩევა გაერთიანებულ სხდომაზე. 3. სხდომის მდივნის მოვალეობას ასრულებს იმ სექციის მდივანი, რომლის თავმჯდომარეცაა გაერთიანებული სხდომის თავმჯდომარედ არჩეული. 4. სექციების გაერთიანებული სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია,  თუ  მას  ესწრება  მონაწილე სექციების სიითი შემადგენლობის 2/3 მაინც. 5. სექციების გაერთიანებული სხდომა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი ხმით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 6. სექციების გაერთიანებული სხდომის მიერ სხვა საქმიანობის განხორციელება ხდება ამ დებულებით  სექციების მიმართ დადგენილი წესის შესაბამისად.