აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესისა და პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №1007
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.011.042
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 01/11/2007
matsne.gov.ge 866 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესისა და პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.011.042 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანება №1007 2007 წლის 26 ოქტომბერი ქ. თბილისი აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესისა და პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესი და პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია დანართი აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესი და პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე წესი არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურას, ადგენს ცენტრში პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და ცენტრის მიერ ჩარიცხვის პროცედურასთან დაკავშირებით განსახორციელებელ მოქმედებებს.     მუხლი 2🔗. ცენტრში სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა 1. ცენტრში სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე შეიძლება ჩარიცხულ იქნეს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. 2. ცენტრში ჩარიცხვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ (დროებით) სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების (დროებით) სტანდარტულ საგანმანათლებლო პროგრამებთან შესაბამისობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. (დროებითი) სტანდარტული საგანმანათლებლო პროგრამის არარსებობის შემთხვევაში ცენტრში ჩარიცხვა შეიძლება განხორციელდეს იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შეთანხმებულია სამინისტროსთან.     მუხლი 3🔗. ცენტრში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის წესი 1. ცენტრის დირექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის წესს. 2. სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილი პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის წესის პროექტი უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) ცენტრში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურის ობიექტურობა; ბ) ცენტრში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურის გამჭვირვალობა.     მუხლი 4🔗. ცენტრში პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტები 1. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის სურვილის მქონე პირმა ცენტრში უნდა წარადგინოს შემდეგი აუცილებელი დოკუმენტები: ა) სრულწლოვანი პირის ან არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) დაბადების მოწმობის, ხოლო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არსებობის შემთხვევაში, მისი ასლი; გ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატის ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ცენტრს უფლება აქვს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის სურვილის მქონე პირს მოსთხოვოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სხვა დოკუმენტების დედნები/ასლები, რომელთა მოთხოვნა არ არის აკრძალული საქართველოს კანომდებლობით და რომელთა მოთხოვნის აუცილებლობაც გამომდინარეობს კონკრეტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკიდან.     მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებანი 1. ლიცენზირებული პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროფესიული სწავლების ცენტრების პირველი აკრედიტაციის დასრულებამდე, სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას. 2. ლიცენზირებული პროფესიული სწავლების ცენტრის პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ცენტრის სალიცენზიო პირობებთან. 3. წინამდებარე წესი ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ – პროფესიული სწავლების ცენტრზე გავრცელდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროფესიული სწავლების ცენტრების პირველი აკრედიტაციის დასრულების შემდეგ, აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში.     მუხლი 6🔗. ცვლილებები და დამატებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.