2007–2008 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ
მიღების თარიღი 26.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №1008
სარეგისტრაციო კოდი 320.020.000.22.022.011.043
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 01/11/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2007–2008 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.22.022.011.043
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1008
2007 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
2007–2008 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის წახალისების მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის პროგრამის ფარგლებში, „2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „2007–2008 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
2. 2007–2008 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოიყოს სახელმწიფო სასწავლო გრანტები 130 000 ლარის ოდენობით.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხით – სახელმწიფო სასწავლო გრანტით შეიძლება დაფინანსდნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2007–2008 სასწავლო წელს ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს სპეციალური ვალდებულება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;
გ) იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იმ ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებით;
ე) ქართული ეთნიკური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა.
4. „2007–2008 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართონ ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში და უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამ ბრძანების შესაბამისად წარდგენილი განცხადებების შესწავლის მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის ამზადებს გადაწყვეტილების პროექტებს, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
6. იმ შემთხვევაში, თუ დანართით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში ვერ მოხდება მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ბოლომდე ათვისება, დარჩენილი თანხა გამოიყენება „2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის 139 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობის დაფინანსებისათვის.
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2006–2007 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №968 ბრძანება.
8. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი
2007–2008 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა
1. პრობლემის აღწერა
საქართველოში დემოკრატიული პროცესების გააქტიურების პირობებში იმატა ახალგაზრდების ჩართულობამ საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი უმთავრესი სფერო ამ აქტივობისა განათლებაა. ქართული საგანმანათლებლო სივრცით დაინტერესებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობაც. ამ მოვლენის დღევანდელი მასშტაბების ძირითადი განმსაზღვრელია განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე ძირეული რეფორმები, სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა, რასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს.
გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულმა სოციალურმა თუ პოლიტიკურმა კრიზისებმა საქართველოს მოსახლეობის ნაწილის ემიგრაცია გამოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ემიგრანტთა უმრავლესობას სხვა ქვეყნების მოქალაქის სტატუსიც მიენიჭა. სამშობლოში დაბრუნება თითქმის ნებისმიერი მათგანის სურვილია. დღეს, როცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა პოლიტიკური აუცილებლობა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრინციპი გახდა, ჩვენი თანამემამულეების დაბრუნება ერთ-ერთ მოგვარებად პრობლემად იქცა მრავალ პრობლემათა შორის, რაც წინამორბედი ხელისუფლების მემკვიდრეობას წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს ლაზების, დეპორტირებული მესხების, ფერეიდნელი ქართველებისა და სხვათა შესახებაც, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც ჩვენი ქვეყნის სერიოზული პასუხისმგებლობა და ძირითადი პრიორიტეტია ევროსაბჭოს წინაშე.
2. პროგრამის მიზნები და ამოცანები
„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ ხელს შეუწყობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების სტიმულირებას და საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი ყოფილი თანამემემულეების დაინტერესებას საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობაში. აგრეთვე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ჩართვას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა დაფინანსების წლიური 2%-მდე.
2007-2008 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების ფარგლებში გამოიყოფა 130 000 ლარი. დაფინანსება განაწილდება აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2007–2008 წელს ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს სპეციალური ვალდებულება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;
გ) იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იმ ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებებით;
ე) ქართული ეთნიკური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა.
3. მოსალოდნელი შედეგი
პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნებას და საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების დაინტერესებას საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობაში. აგრეთვე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ჩართვას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
4. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება
ამ პროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების/პროექტების სამმართველო №1.
5. რესურსები (პროგრამის განმხორციელებლები)
პროგრამის განხორციელების მიზნით იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ წარდგენილ განცხადებებს. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების/პროექტების სამმართველო №1, ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
6. პროგრამის ღირებულება (ბიუჯეტი)
2007-2008 სასწავლო წლისათვის ეს პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთლიანი ასიგნების თანხა შეადგენს 130 000 ლარს.