,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.052
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №638
2007 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით და სურვილს გამოთქვამენ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლაზე, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლის დღიდან ანაზღაურება განესაზღვროთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს იხდიდნენ გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით, გამოთქვეს სურვილი საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლაზე 2007 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლის დღიდან, კანონმდებლობით დადგენილი გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადის მე-12 თვის ჩათვლით, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრათ 57 ლარის ოდენობით, 2007 წლის პირველი ნოემბრიდან ანაზღაურება, ნაცვლად 57 ლარისა, განესაზღვროთ კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული №8 და №15 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები და პირადი შემადგენლობა.
მუხლი 3. ბრძანება ძალაშია 2007 წლის პირველი ნოემბრიდან.
დ. კეზერაშვილი
,,დანართი №8
რისკის დონეების მიხედვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმები
(აშშ დოლარი)
| № | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | გრძელვადიანი მივლინების თანხები | |||
| ერაყი | ავღანეთი | კოსოვო | |||
| გერმანიის კონტინგენტთან | თურქეთის კონტინგენტთან | ||||
| 1 | პოლკოვნიკი | 1 700 | 1 700 | 1 700 | 1 460 |
| 2 | ვიცე-პოლკოვნიკი | 1 500 | 1 500 | 1 450 | 1 200 |
| 3 | მაიორი | 1 300 | 1 300 | 1 200 | 1 000 |
| 4 | კაპიტანი | 1 100 | 1 100 | 950 | 740 |
| 5 | უფროსი ლეიტენანტი | 1 000 | 1 000 | 800 | 610 |
| 6 | ლეიტენანტი | 980 | 980 | 780 | 590 |
| 7 | უმცროსი ლეიტენანტი | 950 | 950 | 750 | 550 |
| 8 | სერჟანტ-ლეიტენანტი | 930 | 930 | 730 | 900 |
| 9 | მთავარი სერჟანტი | 900 | 900 | 690 | 860 |
| 10 | ბრიგადის სერჟანტი | 870 | 870 | 650 | 820 |
| 11 | ბატალიონის სერჟანტი | 850 | 850 | 620 | 790 |
| 12 | მასტერ-სერჟანტი | 800 | 800 | 560 | 730 |
| 13 | უფროსი სერჟანტი | 750 | 750 | 490 | 660 |
| 14 | სერჟანტი | 700 | 700 | 430 | 600 |
| 15 | უმცროსი სერჟანტი | 650 | 650 | 360 | 535 |
| 16 | კაპრალი | 600 | 600 | 300 | 470 |
| 17 | ვადიანი სამხედრო მოსამსახურე | 125 | 125 |
|
|
| 18 | სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი (აღმოსავლური ენების თარჯიმანი) |
1 155 |
1 155 |
|
|
,,დანართი №15
სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა
(ლარებში)
| № | სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფის დასახელება | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | კოდი | დანამატი თვეში |
| 1 | სახმელეთო ჯარების სარდლობა | მთავარი სერჟანტი | S-8 | 230 |
| 2 | I ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 230 |
| 3 | II ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 230 |
| 4 | III ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 230 |
| 5 | IV ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 230 |
| 6 | V ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 230 |
| 7 | საარტილერიო ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 230 |
| 8 | ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 230 |
| 9 | ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 230 |
| 10 | ცალკეული საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 230 |
| 11 | ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 230 |
| 12 | ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 230 |
| 13 | ცალკეული საინჟინრო-ქიმიური ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 230 |
| 14 | ცალკეული საბრძოლო პოლიციის ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 230 |
| 15 | მე-3 ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 230 |
.“.