,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№645
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.011.063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 06/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.063

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №645

2007 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების    შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ, №176, მუხლი 2416) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი“.

2. დებულების:

ა) მე-13 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი“;

ბ) მე-13 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“;

გ) მე-19 პუნქტს დაემატოს 191, 192 და 193 პუნქტები:

,,191. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის მათში შემავალი ერთეულების უფროსებს (შემდგომში – უფროსი), თავდაცვის სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჰყავთ მოადგილეები (შემდგომში – უფროსის მოადგილე), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

192. უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უფროსის მოადგილე.

193. უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;

ბ) მონაწილეობს ქვედანაყოფში (ერთეულში) შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) ზედამხედველობს ქვედანაყოფში (ერთეულში) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) უფროსის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

დ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. საქმისწარმოების დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) საერთო კანცელარიის სამმართველო;

ბ) საიდუმლო წარმოების განყოფილება;

გ) სამინისტროს არქივის განყოფილება;

დ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება“.

ე) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. საქმისწარმოების დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;

ბ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორეზე კონტროლი;

გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება;

დ) სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;

ე) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენტაციის) სისტემატიზება და გაფორმების სის-წორეზე კონტროლის განხორციელება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამი-ნისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა;

თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებებისა და რეზოლუციების აღრიცხვის, შენახვისა და ტექნიკური კონტროლის ორგანიზაცია;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;

კ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია;

ლ) საქმისწარმოების დეპარტამენტის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მომსახურება;

მ) საქმისწარმოების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების კომპიუტერული მომსახურება;“.

ვ) 211, 212, 251, 252, 28-ე, 29-ე და 31-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ზ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,32. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სამმართველო.“

თ) 321 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,321. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პერსონალის მიმართ:

ა.ა) მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობის შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა) მომზადება-წარმოება;

ა.ბ) შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, მოსამსახურეთათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დოკუმენტების პროექტების მომზადება;

ა.გ) კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი, ატესტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების შედეგების გავლენის ანალიზი, ვაკანსიების შევსების სისტემის ანალიზი;

ა.დ) კადრების რაოდენობრივი შემადგენლობისა და მონაცემთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების და შრომის წიგნაკების წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, საკადრო მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა;

ა.ე) მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ა.ვ) მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. პერსონალის პროფესიული დონის ობიექტური შეფასების და თანმიმდევრული განვითარების ხელშეწყობა;

ა.ზ) თანამდებობის პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;

ა.თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების პროექტების მომზადება;

ა.ი) თანამშრომელთა საკლასო ჩინების მინიჭებასთან დაკავშირებული მუშაობის ორგანიზება, აგრეთვე ჩინებისა და რანგების მიკუთვნების არსებული მექანიზმის სრულყოფა;

ა.კ) მუშაკთა დასაჯილდოებელი მასალის მომზადება;

ა.ლ) მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე;

ა.მ) შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ა.ნ) პერსონალის ანალიზი ასაკობრივი მონაცემების, განათლების, სამუშაო გამოცდილების მიხედვით;

ა.ო) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების ,,ორგანიზაციული აღწერის“ მომზადება და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

ა.პ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თითოეული თანამდებობისთვის ,,სამუშაო აღწერის“ მომზადება და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

ა.ჟ) ,,ორგანიზაციული აღწერის“ და ,,სამუშაო აღწერის“ დოკუმენტის ფორმის განსაზღვრა, შემუშავება და მათი შევსების წესის დადგენა. ,,ორგანიზაციული აღწერის“ და ,,სამუშაო აღწერის“ საფუძველზე თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში სამუშაო პირობების შესწავლა-ანალიზი, შეესაბამება თუ არა სამუშაოს მოცულობისა და ქვედანაყოფის რაოდენობის – შემადგენლობის შესაბამისობის და სამუ-შაო დროის მართვის ანალიზი;

ა.რ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თითოეული თანამდებობისათვის პროფესიულ-საკვალიფიკაციო მოთხოვნების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.ს) ანგარიშგების ერთიანი სისტემის შექმნა ყოველი საჯარო მოსამსახურის მიერ გაწეული სამუშაოსა და მივლინებების ეფექტურობის ანალიზის მიზნით;

ა.ტ) პერსონალს შორის სამსახურებრივი ურთიერთობების, ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის არსებობის შესწავლა-ანალიზი, ფსიქოლოგიური ტეს-ტირება და შესაბამისი დასკვნების-რეკომენდაციების მომზადება;

ა.უ) კომპეტენციების ფარგლებში შემავალ საკითხებზე ანალიზის შედეგად რეკომენდაციებისა და პროგნოზების შემუშავება;

ა.ფ) პერსონალის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და ამ პროცესში სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე აქტიური მონაწილეობის მიღება;

ა.ქ) პერსონალის სამსახურში მოზიდვის შერჩევისა და დანიშვნის პოლიტიკის შემუშავება;

ა.ღ) მოხელეთა რეზერვის ჩამოყალიბების სრულყოფილი მექანიზმის შექმნა;

ა.ყ) პერსონალის კარიერის დაგეგმვისა და მართვის პოლიტიკის შემუშავება;

ა.შ) საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სრულყოფის ხელშეწყობა;

ა.ჩ) საკადრო მონაცემთა კომპიუტერული ბაზის შექმნა განახლება;

ა.ც) პერსონალის ფუნქციონალური მოვალეობების რაციონალური განაწილების მიზნით, ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება;

ა.ძ) საჯარო მოსამსახურეთა მოტივირება-სტიმულირების ერთიანი კონცეპტუალური მიდგომების, პრინციპებისა და ფორმების განსაზღვრა;

ა.წ) პერსონალის მოძრაობისა და დენადობის ანალიზი და ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება;

ბ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის მომზადება (როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პერსონალისათვის);

გ) თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;

დ) სამოქალაქო ოფისის ორგანიზაციული სტრუქტურის პოლიტიკის შემუშავება და მისი ჩამოყალიბების პროცესში, რჩევებისა და რეკომენდაციების დონეზე მონაწილეობა.“.

    მუხლი 2

 ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი