საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.11.2007
ძალის დაკარგვა 19.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №124
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.011.066
გამოქვეყნების წყარო სსმ, 159, 12/11/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:40.3pt 45.35pt 45.35pt 45.35pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.011.066
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №124
2007 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი 1).
2. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმა (დანართი 2) და მოწმობის შესახებ დებულება (დანართი 3).
3. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ანკეტის ფორმა (დანართი 4).
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხევიაშვილი
დანართი 1
იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი (შემდგომში – წესი) გამომდინარეობს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დევნილი – იძულებით გადაადგილებული პირი;
ბ) განმცხადებელი – დაინტერესებული პირი, რომელიც მიმართავს სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;
გ) სამინისტრო – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;
დ) მინისტრი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;
ე) დეპარტამენტი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;
ვ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებით განსაზღვრული ტერიტორიული ორგანოები.
3. დევნილის სტატუსი ენიჭება პირს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობისას.
4. დაუშვებელია რაიმე სახის გადასახდელის დაწესება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით.
5. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 2🔗. დევნილად ცნობა და დევნილის სტატუსის მინიჭება
1. პირი დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
2. განცხადება მიღებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) სამინისტროს ან სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობას და დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
გ) მოთხოვნას დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ;
დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების (დოკუმენტების) ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განცხადებაში უნდა მიეთითოს, რომ პირი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ასევე, გარემოებები, რომელთა დადგომის შედეგად იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
5. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
ბ) დევნილის შეხედულებისამებრ საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში), რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში მოცემულ გარემოებებს.
6. დაუშვებელია რაიმე სახის საბუთის ან ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არ არის დაკავშირებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლში განსაზღვრულ გარემოებებთან.
7. ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის სახელით განცხადებით მიმართვის უფლებამოსილება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს.
8. „იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, ბავშვის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს მიმართავს ბავშვის მშობელი (მშობლები).
9. ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის (მშობლების) დევნილის მოწმობა და მშობლების თანხმობა ბავშვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) არის დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და განცხადებაში ითხოვს ბავშვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, როგორც მშობლის (მშობლების), ასევე ბავშვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება ერთობლივად.
10. სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება და მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.
11. პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება ჩაუტარდეს გასაუბრება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული
პირის დევნილად ცნობის საფუძვლებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ პირი დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართავს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, მას გასაუბრება შეიძლება ჩაუტარდეს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
12. თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო სამინისტროში ან მის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადება, ასეთ შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დევნილის მოთხოვნით, დევნილის ადგილსამყოფელზე მისვლით განახორციელოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები (გასაუბრება, ფოტოგრაფირება, ანკეტის შევსება).
13. დაუშვებელია დევნილთან გასაუბრების დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება.
14. სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და წყვეტს საკითხს პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
15. გადაწყვეტილებას პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იღებს დეპარტამენტი.
16. პირი რეგისტრირებული იქნება დევნილის სტატუსის მაძიებლად, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ იგი „
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში მითითებული მიზეზების გამო იძულებული იქნა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
17. დევნილის სტატუსის მაძიებელ პირზე ივსება ანკეტა. დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: დევნილის სტატუსის მაძიებლის სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე, დროებითი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, პროფესია, წარმოდგენილი დოკუმენტების დასახელებები და მათი რეკვიზიტები.
18. დევნილის სტატუსის მაძიებელ პირზე გაიცემა ცნობა. დევნილის სტატუსის მაძიებლის ცნობის გაცემას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
19. დევნილის სტატუსის მაძიებლად პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს ეცნობება წერილობით გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
20. პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობის ან დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა შეწყდება, თუ:
ა) მას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი ან მიმდინარეობს წარმოება დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ბ) პირმა უარი განაცხადა დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე;
გ) აღმოიფხვრა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში გათვალისწინებული პირის იძულებით გადაადგილების მიზეზები და შესაბამის ტერიტორიაზე აღსდგა საქართველოს იურისდიქცია;
დ) პირი გარდაიცვალა;
ე) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;
ვ) განცხადება შეიტანა ქმედუუნარო პირმა ან შეზღუდულქმედუნარიანობის მქონე პირმა.
21. დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ:
ა) არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი აკმაყოფილებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;
ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე;
გ) პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და მუდმივ საცხოვრებლად გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
22. იმ შემთხვევაში, თუ პირის განცხადება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. ხარვეზის გასწორების ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მოითხოვს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის გაგრძელებას, დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, უფლებამოსილია გაუგრძელოს ხარვეზის გამოსწორების ვადა.
23. დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირისათვის უარის თქმის შემთხვევაში, პირს ახალი განცხადებით სამინისტროსადმი მიმართვის უფლება აქვს, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო პირისათვის უარის თქმას, შეიცვალა და არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებანი, რომლებიც იწვევენ საფუძვლიან ვარაუდს, რომ პირი აკმაყოფილებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
24. დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორცილებს დეპარტამენტი.
25. დეპარტამენტი უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას, ახორციელებს პირთან გასაუბრებას და მის ფოტოგრაფირებას.
26. ფოტოგრაფირებას არ ექვემდებარება 6 წლამდე ასაკის ბავშვი.
27. დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას და იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
28. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საკითხის გადაწყვეტის სირთულიდან გამომდინარე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას სარეკომენდაციო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნის მომზადებას იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
29. დეპარტამენტი გადაწყვეტილებას პირისათვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს აცნობებს წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
30. დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე მასზე ივსება ანკეტა და ეძლევა დევნილის მოწმობა.
31. დევნილის ანკეტა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც შეიტანება მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები.
32. დევნილის ანკეტის შევსებას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (პირები). დევნილის ანკეტაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: დევნილის სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, დევნილის პირადი და სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე, დროებითი საცხოვრებელი ადგილი, განსახლების ფორმა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, პროფესია, წარმოდგენილი დოკუმენტების დასახელებები და მათი რეკვიზიტები. ანკეტა შეიცავს დევნილის ფოტოსურათს, გარდა 6 წლამდე ასაკის დევნილის ანკეტისა.
33. დევნილის ანკეტაში მიეთითება მისი შევსების თარიღი და ადგილი. დევნილის ანკეტას ხელს აწერს ანკეტის შემვსები პირი და დევნილი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ანკეტაში შეტანილ უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია ცვლილებისა და დამატებების შესახებ. პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები,
პირადი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. ანკეტას დაესმება სამინისტროს შესაბამისი ბეჭედი.
34. არასრულწლოვანი დევნილის ანკეტას ხელს აწერს ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.
35. არასრულწლოვანი დევნილის ანკეტაში დროებით საცხოვრებელ ადგილად მიეთითება ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის დროებითი საცხოვრებელი ადგილი.
36. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემები, რომლებიც სამინისტროს გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.
37. დევნილის მოწმობა ადასტურებს პირის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად.
38. დევნილის მოწმობის ფორმა და მოწმობის შესახებ დებულება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
39. დევნილის მოწმობა გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე. თითოეულ დევნილს სამინისტროს მიერ ენიჭება დევნილის პირადი ნომერი და სარეგისტრაციო ნომერი.
40. დევნილის პირადი ნომერი (დევნილის საიდენტიფიკაციო კოდი) წარმოადგენს თერთმეტი ციფრისაგან შედგენილ კოდს: „00000-000000“, რომლის პირველი ხუთი ციფრი აღნიშნავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, ხოლო მომდევნო ექვსი ციფრით აღინიშნება ამ პირის რიგითი ნომერი შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან.
41. დევნილის პირადი ნომერი არის ინდივიდუალური და იგი არ შეიძლება განმეორდეს. ერთი და იგივე პირისათვის ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე კანონიერ საფუძველზე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა, გაუქმება ან სხვა პირზე მინიჭება. პირისათვის დევნილის სტატუსის შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის შემთხვევებში დევნილის პირადი ნომერი განმეორებით არ გამოიყენება.
42. დევნილის სარეგისტრაციო ნომერი რვაციფრიანია: „000-00000“. სარეგისტრაციო ნომერი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს დევნილის საიდენტიფიკაციო კოდს. სარეგისტრაციო ნომრის პირველი სამი ციფრი აღნიშნავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, სადაც დევნილი დროებით ცხოვრობს, ხოლო მომდევნო ხუთი ციფრი არის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 2006 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით არსებული საოჯახო ანკეტის ნომერი.
43. დევნილის პირადი ნომრის მინიჭება ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
44. დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის სტატუსის მქონე პირს, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა. ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის (დევნილის) შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი ხელს აწერს დევნილის მოწმობას და მის მიღებას ადასტურებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში ხელმოწერით.
45. დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ პერსონალური (საიდენტიფიკაციო) ხასიათის მონაცემებში.
46. დევნილზე სამინისტროში არსებული არასრული პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების არსებობის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს მას ამ მონაცემების შევსება.
მუხლი 3🔗. დევნილად ცნობა და დევნილის სტატუსის მინიჭება მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს
1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისათვის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტი.
3. მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს სტატუსის მინიჭება ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირთან გასაუბრების საფუძველზე. თუ პირს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი ნამდვილობა ეჭვს იწვევს, პირის ვინაობის დადგენას ახდენს ვინაობის დამდგენი კომისია მიმართვიდან 3 დღის ვადაში.
4. დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ხდება პიროვნების ფოტოგრაფირება (გარდა 6 წლამდე ასაკის დევნილისა), მასზე ივსება დევნილის ანკეტა და ეძლევა დევნილის მოწმობა.
მუხლი 4🔗. დევნილთა რეგისტრაციის წესი (რეგისტრაციის პროცედურა, რეგისტრაციის ადგილი და ვადები)
1. დევნილთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტრო დეპარტამენტის და მინისტრის ბრძანებით შექმნილი სარეგისტრაციო კომისიების მეშვეობით. კომისიის წევრები, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა, შეიძლება იყვნენ მოწვეული პირებიც.
2. დევნილთა რეგისტრაციის პროცესში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ საქართველოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
3. დევნილთა რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას ახორციელებს დეპარტამენტი.
4. დევნილთა რეგისტრაციისას დეპარტამენტი დევნილის მოწმობების დასაბეჭდად დადგენილი წესით დამცავი ნიშნების მქონე საჭირო რაოდენობის შესაბამისი ნიმუშის ქაღალდებს, დევნილთა სიებს და დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალს გადასცემს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ (პასუხისმგებელ) პირს.
5. დევნილთა რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აქტში მითითებული უნდა იყოს რეგისტრაციის ადგილი, თარიღი და რეგისტრაციის გავლის ვადა, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით გასულ დევნილთა რეგისტრაციის ვადები და ადგილები. რეგისტრაციის გავლის უფლება აქვს დევნილის სტატუსის მქონე პირს.
6. რეგისტრაციის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა მოხდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
7. დევნილთა რეგისტრაციის დროს ხდება მოწმობის გამოცვლა.
8. მოწმობის გამოცვლა ხორციელდება:
ა) სამინისტროს მიერ დევნილის მოწმობის ახალი ნიმუშის დამტკიცების და ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემის შემთხვევაში;
ბ) დევნილის 6 და 16 წლის ასაკის მიღწევის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შემდგომ.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, სამინისტროს მიერ ხორციელდება დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობის გადამოწმება.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას მოწმობის გამოცვლა ხდება ორი თვის ვადაში.
11. დევნილი ითვლება რეგისტრირებულად, თუ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვადაში და ადგილზე, დადგენილი წესით გამოცვლის მოწმობას.
12. თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, ასეთ შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დევნილის მოთხოვნით, დევნილის ადგილსამყოფელზე მისვლით გადაწყვიტოს დევნილის რეგისტრაციის საკითხი.
13. დაუშვებელია დევნილის მოწმობის გამოცვლა (გაცემა) პირზე, რომლის შესახებ სამინისტროს არ გააჩნია შემდეგი პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემები და დოკუმენტები:
ა) ფოტოსურათი (ფოტოსურათი არ სჭირდება 6 წლამდე ასაკის დევნილს);
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი (არასრულწლოვანი დევნილის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ქსეროასლი; საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა);
გ) დევნილის ანკეტა.
14. პირადობის მოწმობის (ბინადრობის მოწმობის) და დაბადების მოწმობის ქსეროასლები წარმოდგენილი უნდა იყოს დედანთან ერთად.
15. დევნილი ვალდებულია რეგისტრაციის დროს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვადებში და დადგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს უფლებამოსილ პირს ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და გაიაროს ფოტოგრაფირების პროცედურა. დოკუმენტების ქსეროასლების გადაღებას და დევნილის ფოტოგრაფირებას ახორციელებს დეპარტამენტი და/ან სარეგისტრაციო კომისია.
16. რეგისტრაციის დროს დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის სტატუსის მქონე პირს, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა. ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი ხელს აწერს დევნილის მოწმობას და მის მიღებას ადასტურებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში ხელმოწერით.
17. დევნილი ითვლება რეგისტრაციაგაუვლელად, თუ არ გამოცხადდა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადებსა და ადგილზე და მის მიერ არ იქნა დაცული ამ მუხლის მე-11, მე-13 და მე-16 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
18. დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი. დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ერთეულს, სადაც იგი დროებით არის განსახლებული.
19. დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება სამინისტროს დევნილთა რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე.
20. სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი მიეთითება შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი კომპაქტურად განსახლების ობიექტში ცხოვრობს, დროებით საცხოვრებელ ადგილად მიეთითება აგრეთვე შესაბამისი ობიექტის სახელწოდება.
21. დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე დევნილი წერილობით აცნობებს სამინისტროს ერთი თვის განმავლობაში.
22. სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაუშვებელია დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კომპაქტური განსახლების ობიექტში, გარდა:
ა) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე გარემოებების დადგომისას;
ბ) არასრულწლოვანის მიერ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მის მშობელთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან;
გ) დევნილის დაქორწინების ან განქორწინების (დევნილის განქორწინების შემთხვევაში მიეთითება მისი თავდაპირველი დროებითი საცხოვრებელი ადგილი) შემთხვევაში;
დ) ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელთან;
ე) იმ შემთხვევისა, როდესაც მეუღლეები ცხოვრობენ სხვადასხვა კომპაქტურად განსახლების ობიექტში.
23. დევნილი ვალდებულია მოწმობის გამოცვლის დროს უფლებამოსილ პირს ჩააბაროს ძალადაკარგული მოწმობა.
24. რეგისტრაციის დროს დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებში დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე, სამინისტრო უფლებამოსილია არასრული საიდენტიფიკაციო მონაცემების არსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს დევნილს ამ მონაცემების შესავსებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა.
25. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილი პირი ადგენს იმ დევნილთა სიას, რომლებმაც ვერ გაიარეს რეგისტრაცია და აღნიშნულ სიას, გაუცემელ და ძალადაკარგულ მოწმობებთან და დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალთან ერთად გადასცემს დეპარტამენტს.
26. დეპარტამენტი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რეგისტრაციის შედეგების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
27. დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, განცხადებით მიმართავს სამინისტროს რეგისტრაციის გასავლელად ყოველი თვის 10 რიცხვამდე. სამინისტრო განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში ახორციელებს პირის რეგისტრაციას დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებები
1. დევნილთა 2004 წლის ნიმუშის მოწმობის გამოცვლა და ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა განხორციელდეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე.
2. 2007 წლის 1 დეკემბრამდე შეჩერდეს დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზებში ცვლილებების შეტანა, გარდა ამ ბრძანების მე-4 მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. 2004 წლის დევნილის მოწმობის ნიმუში ძალაშია 2007 წლის 1 დეკემბრამდე.
4. კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართების დაზუსტება განხორციელდეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სამინისტროს შესაბამისი ჯგუფების მეშვეობით.
5. რეგისტრაციის (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) დროს განხორციელდეს დევნილთა ანკეტირება (დევნილის ანკეტაში მონაცემთა შევსება ან განახლება).
6. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს გავლილი 2004 წლის რეგისტრაცია, მისი სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება ხელახლა ამ ბრძანების პირველი მუხლით იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი 2
პირველი გვერდი
მეორე გვერდი
დანართი 3
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე და განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომში – დევნილი) მოწმობის აღწერილობას, მოწმობის რეკვიზიტებს, მოწმობის შევსებასთან, გამოცვლასთან, შეცვლასთან და დუბლიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობას (შემდგომში – დევნილის მოწმობა) სათანადო გაფორმების გარეშე, შესწორებით, წაშლილი სიტყვებითა და გადასწორებული თარიღებით ძალა არ გააჩნია.
3. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.
მუხლი 2🔗. დევნილის მოწმობის რეკვიზიტები და აღწერილობა
1. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური მონაცემები, რომლებიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.
2. დევნილის მოწმობის რეკვიზიტებია:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) მამის სახელი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, ხოლო საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობის მიხედვით);
ვ) დევნილის ნომერი (სამინისტროს მიერ დევნილისათვის მინიჭებული პირადი ნომერი);
ზ) ფოტოსურათი;
თ) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე;
ი) დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი;
კ) სარეგისტრაციო ნომერი (სამინისტროში დაცული დევნილის ანკეტის მიხედვით);
ლ) მინისტრის ხელმოწერა;
მ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
ნ) მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა;
ო) მოწმობის გაცემის თარიღი;
პ) დევნილის პირადი ხელმოწერა;
ჟ) სამინისტროს ბეჭედი;
რ) მოწმობის ნომერი.
3. 6 წლამდე ასაკის დევნილის მოწმობა არ შეიცავს ფოტოსურათს. 16 წლამდე ასაკის დევნილის მოწმობაში ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირადი ნომრის ნაცვლად მიეთითება დაბადების მოწმობის სერია და ნომერი.
4. დევნილის მოწმობა არის ორგვერდიანი დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე დამზადებული ლამინირებული დოკუმენტი. მოწმობის ზომაა 85X50 მმ. მოწმობის დამზადება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. მოწმობის პირველ გვერდზე, ზედა ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე: „საქართველო“, ხოლო ქვემოთ – ინგლისურ ენაზე: „GEORGIA“, აღნიშნული წარწერის ქვემოთ განთავსებულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“ და „IDP,
s CARD“. პირველ გვერდზე განთავსებულია დევნილის სტატუსის მქონე პირის ციფრული ფოტოსურათი და მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და დევნილის ნომერი. მოწმობაზე მითითებულია მინისტრის ხელმოწერა. პირველი გვერდის ბოლოს განთავსებულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად“. პირველ გვერდზე განთავსებულია სამინისტროს ბეჭედი.
6. დევნილის მოწმობის მეორე გვერდზე მოცემულია ინფორმაცია დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ იძულებით გადაადგილებამდე, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სარეგისტრაციო ნომერი, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება, მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისა და დევნილის ხელმოწერები, მოწმობის გაცემის თარიღი. მეორე გვერდზე მიეთითება მოწმობის ნომერი და განთავსდება სამინისტროს შესაბამისი ბეჭედი.
მუხლი 3🔗. დევნილის მოწმობის შევსება, გამოცვლა, შეცვლა და დუბლიკატის გაცემა
1. დევნილის მოწმობის შევსებას, გაცემასა და შეცვლას უზრუნველყოფს სამინისტრო.
2. დევნილის მოწმობის შევსება ხორციელდება დევნილის ანკეტაში არსებული პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების საფუძველზე.
3. მოწმობის გამოცვლა ხორციელდება დევნილთა რეგისტრაციის დროს.
4. დევნილის მოწმობის გამოცვლა ხდება:
ა) სამინისტროს მიერ დევნილის მოწმობის ახალი ნიმუშის დამტკიცების შემთხვევაში;
ბ) 6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ;
გ) 16 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ;
დ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის).
5. დევნილის მოწმობის შეცვლა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) სახელის და/ან გვარის შეცვლისას;
ბ) ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის ან ცვლილების შეტანისას.
6. დევნილის მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხდება მოწმობის გამოსაყენებლად უვარგისად ცნობის (დაზიანება და სხვა) ან დაკარგვის შემთხვევაში.
7. დევნილის მოწმობის დაკარგვის, სახელის და/ან გვარის შეცვლის, ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს.
8. დევნილის მოწმობის შეცვლის ან დუბლიკატის გაცემის დასაბუთებული მოთხოვნით დევნილის მოწმობის მფლობელი მიმართავს სამინისტროს წერილობითი ფორმით.
9. სამინისტრო ათი დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის შეცვლასთან ან დუბლიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე.
10. დევნილის მოწმობის შეცვლის ან დუბლიკატის გაცემის დღიდან, დაკარგული ან სხვა მიზეზის გამო შესაცვლელი მოწმობა ძალადაკარგულად ითვლება.
11. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
12. დევნილის მოწმობის ჩაბარებისას მოწმობა ექვემდებარება განადგურებას, რაზედაც შესაბამის ჟურნალში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
13. დევნილის სტატუსის მქონე პირისათვის დევნილის მოწმობის გაცემის აღრიცხვა ხდება დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში.
14. დევნილის სტატუსის მქონე პირი, დევნილის მოწმობის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა მოწმობების გაცემის ჟურნალში.
15. დევნილის მოწმობის შეცვლისას ან დუბლიკატის გაცემისას ახალი მოწმობის მიღებამდე სამინისტრო უზრუნველყოფს დევნილის მოთხოვნის შესაბამისად დროებითი ცნობის გაცემას. ცნობა შეიცავს დევნილის სახელს, გვარს, ცნობის გაცემის თარიღს და მოქმედების ვადას. აგრეთვე, თანამდებობის პირის ხელმოწერასა და დევნილის ფოტოსურათს,
დამოწმებულს სამინისტროს ბეჭდით. დევნილის დროებით ცნობას აქვს რიგითი ნომერი.
16. დევნილის სტატუსის მქონე პირი დროებითი ცნობის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა დროებითი ცნობის გაცემის ჟურნალში.
დანართი 4