,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№351
სარეგისტრაციო კოდი
070.030.000.22.027.011.086
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 12/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.011.086

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №351

2007 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით  (სსმ III, 13.07.2007წ., №101, მუხ. 1109) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის“ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას განსაკუთრებით წარჩინებული თანამშრომლების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე  და დადგენილი ნიმუშის მიხედვით გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს.“. 

ბ) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა, სამსახურში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში პრობაციის ეროვნული სამსახურისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება.“.

გ) დებულების მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

ე. ტყეშელაშვილი