,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1467
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.034.011.096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 161, 16/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 280.120.000.22.034.011.096

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 1467

2007 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2  თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2   თებერვლის №116 ბრძანებაში (სსმ III, 03.02.2006 წ.,  №14,  მუხ. 180) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №15 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.   ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 15 ოქტომბრიდან.

ი. მერაბიშვილი

დანართი №15

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

 

თანამდებობა

დანამატი                                     (ლარი)

დეპარტამენტის დირექტორი

100

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

100

სამმართველოს უფროსი

100

სამმართველოს უფროსის მოადგილე

100

განყოფილების უფროსი

100

განყოფილების უფროსის მოადგილე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა  ინსპექტორი

100

უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი

100

ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი

100

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა  გამომძიებელი

60