საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის – „ოსტატის“ რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.11.2007
ძალის დაკარგვა 17.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №1078
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.103
გამოქვეყნების წყარო სსმ, 166, 26/11/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.12.2004
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის – „ოსტატის“ რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 45.0pt .5in .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.103
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1078
2007 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებელ „ოსტატის“ რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. რეორგანიზებულ იქნეს „ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის „ოსტატის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №208 ბრძანებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებელი „ოსტატი“ მასთან „ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრის №383 ბრძანებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის მიერთების გზით.
2. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის მრავალდარგოვან პროფესიულ სასწავლებელი „ოსტატი“ დაფუძნდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრი.
3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრის თანდართული წესდება.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრმა უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელება.
5. შეუწყდეთ უფლებამოსილება რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამეურვეო საბჭოებს და პედაგოგიურ საბჭოებს.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 4 მაისის №208 ბრძანება „ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებელ „ოსტატის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისის წესდების დამტკიცების შესახებ“;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 31 დეკემბრის №383 ბრძანება „ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“.
7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრის
წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სწავლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. ცენტრის მისამართია: თბილისი, წულაძის ქ. №22.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები
1. ცენტრის მიზანია ფორმალური სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის (შემდგომში – სახელობო) განხორციელება და სერტიფიცირებული სპეციალისტების მომზადება.
2. თავისი მიზნის მისაღწევად ცენტრი:
ა) უზრუნველყოფს ცენტრში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
გ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას;
ე) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
ზ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიული სწავლების ცენტრებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
თ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა ურთიერთგაცვლას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი II
ცენტრის მართვა
მუხლი 3🔗. ცენტრის მართვის ორგანოები და ცენტრის სტრუქტურა
ცენტრის მართვის ორგანოებია ცენტრის დირექტორი და ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 4🔗. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორი ინიშნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 3 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
4. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) გარდაცვალებისას;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას.
5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მუხლი 5🔗. ცენტრის დირექტორის ფუნქციები
პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი:
ა) ახორციელებს პროფესიული სწავლების ცენტრის მართვას;
ბ) წარმოადგენს პროფესიული სწავლების ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული სწავლების ცენტრის შინაგანაწესს, ბიუჯეტს და საშტატო განრიგს;
დ) უზრუნველყოფს სახელობო განათლების მასწავლებლებთან, ინსტრუქტორებთან და პროფესიული სწავლების ცენტრის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ე) პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევის მიზნით, ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნებთან დაკავშირებულ ვადებს;
ზ) არა უგვიანეს პირველი თებერვლისა აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო, ფინანსური და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; აუცილებელია სამეთვლაყურეო საბჭოს თანხმობა ისეთი გარიგებების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება ცენტრის ბიუჯეტის 5%-ს;
ი) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიული სწავლების ცენტრში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას;
კ) ასრულებს ცენტრის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახლად დაფუძნებული ან/და რეორგანიზებული ცენტრის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო
1. ცენტრის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სწავლების ცენტრის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სწავლების ცენტრის შინაგანაწესს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს. პროფესიული სწავლების ცენტრის შინაგანაწესი სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს დაწესებულებაში პროფესიულ სტუდენტთა მიღების წესებს;
გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას;
დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ცენტრის სამოქმედო გეგმას;
ე) აკონტროლებს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილი პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.
2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ცენტრის დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
4. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით.
5. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება ცენტრის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს ცენტრის სხვა საჯარო ცენტრთან გაერთიანება/მიერთება ან ცენტრის გაყოფა/გამოყოფა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს:
ბ.ა) ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამინისტროს მიერ დანიშნული პირია;
ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია;
გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს ამ ცენტრში;
დ) სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და ცენტრს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა;
ე) სამინისტროს მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი;
ვ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა ძალაში;
ზ) პირი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანადაა აღიარებული;
თ) გარდაიცვალა.
მუხლი 8🔗. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელია, იგი აირჩევა პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) მეთვალყურეობას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) თუ ამ დებულებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 9🔗. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა/დანიშვნა
1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.
2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან.
3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი;
გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი;
დ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელი;
ე) სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის, დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით.
5. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლისა და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება ცენტრში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. სამინისტროს მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა
1. სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს ცენტრის პროფესიული საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას.
2. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის სამინისტრო შეარჩევს ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რაც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11🔗. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევა
1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელს ირჩევენ პროფესიული სტუდენტების სწავლის ვადით მათი მშობლები, ხოლო სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს – ცენტრში მომუშავე სახელობო განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 3 წლის ვადით.
2. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის ან/და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ცენტრის დირექტორი.
3. თითოეული პირი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
4. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. პროფესიული სტუდენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ ერთი ხმა თითო პროფესიულ სტუდენტზე.
5. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი – მხოლოდ მშობელს.
6. საარჩევნო კომისიის მიერ ცალ-ცალკე დაითვლება:
ა) სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის შედეგები;
ბ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლების შედეგები.
7. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას.
მუხლი 12🔗. საარჩევნო კომისია
1. პროფესიულ სტუდენტთა მშობელთა და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი მასწავლებელი;
ბ) ცენტრის დირექტორი ან მისი ნათესავი;
გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.
3. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი III
ცენტრის ქონება და დაფინანსების წყაროები. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 13🔗. ცენტრის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 14🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ცენტრის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ცენტრს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 15🔗. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ცენტრის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
3. ცენტრის სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ცენტრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
თავი IV
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 16🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
თავი V
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 17🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 18🔗. გარდამავალი დებულებანი
1. ცენტრის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრის დირექტორი.
2. ცენტრის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება ცენტრის დირექტორმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში.
3. ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილის დანიშვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში.
4. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქ. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის „ოსტატისა“ და ქ. თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა პროფესიული ლიცეუმის უფლებამონაცვლეს.